†იონა წინასწარმეტყველის შესახებ † - 7 ოქტომბერში 2011 - † მართლმადიდებლური ფილმები † - www.leoteo.ucoz.de
შაბათი
2016-12-10
7:29 PM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† მართლმადიდებლური ფილმები †

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 7 » †იონა წინასწარმეტყველის შესახებ †
8:48 PM
†იონა წინასწარმეტყველის შესახებ †

† იონა წინასწარმეტყველის შესახებ †
„ზედაპირული და ურწმუნო კრიტიკოსები" - ამბობს არტურ ჰუკი, თვლიან, რომ უამრავი რამ ეწინააღმდეგება იონას ვეშაპის მუცელში სამი დღე-ღამის განმავლობაში ყოფნის შესაძლებლობას.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთი მორწმუნე ქრისტიანი არ შეიძლება დაეჭვდეს იმის ჭეშმარიტებაში, რაც შეემთხვა იონა წინასწარმეტყველს, რამეთუ თვით ქრისტემ დაასვა ბეჭედი ამ სადაო საკითხს, როდესაც ბრძანა: „ვითარცა იგი იონა იყო მუცელსა ვეშაპისასა სამ-დღე და სამ-ღამე, ეგრეთ იყოს ძე კაცისა გულსა ქუეყანისასა სამ-დღე და სამ-ღამე" (მათე 12,40). აქ იესო ქრისტე გამორიცხავს იონა წინასწარმეტყველის წიგნის ალეგორიულობას, რადგან ასეთ შემთხვევაში ალეგორიულად უნდა ჩაითვალოს აგრეთვე თავად ქრისტეს ყოფნა „გულსა ქვეყანისასა სამ-დღე და სამ-ღამე". საქმე იმაშია, რომ ძველი აღთქმის უარყოფა გზას უკაფავს თვთი ქრისტესა და მისი სიტყვების უარყოფას.

იონა წინასწარმეტყველის ისტორიის უარყოფა ტოლფასია მთელი საღმრთო წერილის უარყოფისა, ხოლო ეს რწმენის უარყოფას ნიშნავს. ნუთუ კაცობრიობისათვის საკმარისი არ არის ის მრავალრიცხოვანი დამარცხებები, რომელიც განიცადეს ეგრეთ წოდებულმა „მეცნიერულმა შეკამათებებმა" ბიბლიასთან? რამდენჯერ მომხდარა, რომ არა ქვეყნის ბრძენთა მიერ წმ. ბიბლიის უარყოფა და დაცინვა მათ წინააღმდეგვე მომართულა.

ტექსტის დედნის უბრალო შესწავლა და ზოგადი მეცნიერული ცოდნა კი, ბევრ რამეზე გვაძლევს პასუხს.

ყველასთვის ცნობილია, რომ ბიბლიის დედანი ებრაულ ენაზე არის დაწერილი. ვეშაპი ებრაულად არის „თანან", მაგრამ ბიბლიაში ზღვის არსება, რომელმაც იონა წინასწარმეტყველი გადაყლაპა, მოხსენიებულია სიტყვით „დაგ", რაც „დიდ თევზს" ან „ზღვის ურჩხულს" ნიშნავს.

წმ. ეკლესია მას წყლის ცხოველს უწოდებს (ქართულ საღვთისმსახურო წიგნებში, თითქმის ყველგან, ზემოთხსენებული წყლის მხეცის მაგივრად ნახსენებია ვეშაპი).

მეცნიერებისთვის ვეშაპთა რამდენიმე ნაირსახეობაა ცნობილი. ასე მაგალითად: არის ისეთი ჯიში ვეშაპისა, რომელსაც ქვედა ყბაზე 44 კბილი აქვს და სიგრძით 60-65 ფუტს აღწევს, მაგრამ საყლაპავი ძალიან პატარა აქვს და ამიტომ დიდი მოცულობის საგანს ვერ გადაყლაპავს. როგორც ჩანს, სკეპტიკოსები სწორედ ამ ჯიშის ვეშაპს გულისხმობენ, როცა უარყოფენ იონას ვეშაპთან დაკავშირებულ ისტორიას.

არის სხვა ვეშაპის სახეობაც, ეგრეთ წოდებული „ბოთლცხვირა" ანუ „ნისკარტიანი" ვეშაპი. ეს მცირე ზომის ვეშაპია, რომელიც 30 ფუტ სიმაღლეს აღწევს. თუმცა იგი მცირე ზომისაა, სამაგიეროდ აქვს დიდი საყლაპავი და სავსებით შესაძლებელია გადაყლაპოს კიდეც ადამიანი, მაგრამ ცოცხალი ვერ გადაურჩება, რადგან ამ ვეშაპს აქვს კბილები და ღეჭავს საკვებს.

არსებობენ ვეშაპები, რომელთაც კბილები არა აქვთ, სამაგიეროდ აქვთ „ვეშაპის ულვაში". ასეთ ჯიშთა შორის არიან ზვიგენები, რომლებსაც „ფონ-ბაკს" უწოდებენ. მათი სიგრძე 88 ფუტს აღწევს. ასეთი ვეშაპის კუჭს აქვს 6 კამერა ანუ განყოფილება, ამასთანავე, ნებისმიერ მათგანში შეიძლება დაეტიოს ადამიანთა მცირე ჯგუფი. ეს ვაშაპები ისუნთქვაენ ჰაერს, თავში აქვთ ჰაერის სათადარიგო კამერა, რომელიც აფართოვებს ცხვირის ღრუს. რაიმე დიდი საგნის გადაყლაპვამდე, ვეშაპი მას ამ კამერაში აგდებს. და თუ მას თავში ძალიან დიდი საგანი აღმოაჩნდება, მაშინ იგი მიცურავს უახლოესი ხმელეთისაკენ, წვება მცირეწყლიან ადგილას და გარეთ გამოსტყორცნის ტვირთს.

დოქტორი რანსონ ჰარგეი ამოწმებს, რომ მისი ნაცნობი, რომელიც 200 გირვანქას იწონის, მკვდარი ვეშაპის პირიდან სწორედ ამ საჰაერო კამერაში შეძვრა. ასევე გვამცნობს, რომ ძაღლი, რომელიც გადავარდა ვეშაპებზე მონადირე გემის ბორტიდან, 6 დღის შემდეგ ვეშაპის თავში იპოვეს ცოცხალი. აი ასეთი ვეშაპის „მუცელში" ანუ საჰაერო კამერაში იონას ნამდვილად შეეძლო დაეყო სამი დღე და ღამე და ცოცხალიც გადარჩენილიყო. კამერის მოცულობა ხომ 686 კუბურ ფუტს უდრის.

ცნობილმა მეცნიერმა ფრანკ ბულენმა დაადგინა, რომ კაშალოტი (ვეშაპის ერთ-ერთი ნაირსახეობა) სიკვდილის წინ, ხშირ შემთხვევაში თავისი კუჭის მთელ შიგთავსს გამოსტყორცნის გარეთ.

მაგრამ ბიბლიური სიტყვა „დაგ" ნიშნავს „დიდ თევზს". საფიქრებელია იონა ზღვის არსებამ - დიდმა თევზმა გადაყლაპა. ეს უნდა ყოფილიყო „ვეშაპ-ზვიგენი" ანუ „ძვლიანი ზვიგენი".

სახელწოდება - „ვეშაპ-ზვიგენი" მან კბილების უქონლობის გამო მიიღო. ვეშაპ-ზვიგენის სიგრძე 70 ფუტს აღწევს. საკვებს პირის ღრუში განლაგებულ ფირფიტებში (ულვაშებში) ატარებს. ამ ზვიგებს აქვს საკმაო ზომის კუჭი, რათა ადამიანი დაიტიოს.

„ლიტერარი დაიჯესტმა" გამოაქვეყნა ერთი ფრიად საგულისხმო და საინტერესო ცნობა იმის შესახებ, თუ როგორ გადაყლაპა ვეშაპ-ზვიგენმა მეზღვაური. 48 საათის (ე.ი. ორი დღე-ღამის) შემდეგ ზვიგენი მოკლეს. როდესაც გაკვეთეს, შიგ იპოვეს ცოცხალი, მაგრამ გრძნობადაკარგული მეზღვაური. ამასთანავე მეზღვაურს არ აღმოაჩნდა ამ არსების მუცელში ყოფნის არავითარი კვალი, ერთადერთი დასცვივდა თმა და ტანზე რამდენიმე ბებერა დააჩნდა. შემდგომში მეზღვაური ყვებოდა, მხოლოდ შიშის გრძნობა არ მაძლევდა მოსვენებას ვეშაპის მუცელში ყოფნისასო.

ამას წინათ, - წერს მამა ი.ს. - ჰავაის კუნძულებთან იაპონელმა მეთევზეებმა მოკლეს თეთრი ზვიგენი. მის კუჭში იპოვეს ადამიანის მთლიანი ჩონჩხი. აღმოჩნდა, რომ ეს იყო დეზერტირების სიაში შეყვანილი ჯარისკაცი, რომელსაც ჩრდილოეთ ამერიკის არმიის ყაიდის სამხედრო ფორმა ეცვა.

როგორც ვხედავთ, იონა შესაძლებელია გადაეყლაპა დიდ თევზს და თანაც ბუნების ყოველგვარი კანონის დაურღვევლად. ჭეშმარიტია და უცვლელი ღვთის სიტყვა, იგი არასოდეს არ შეიძლება აღმოჩნდეს წინააღმდეგობაში ჭეშმარიტ მეცნიერებასთან.

მაგრამ აუცილებელია ითქვას, რომ ჩვენთვის, მორწმუნეებისათვის, სრულიად აშკარაა, რომ იონა წინასწარმეტყველის ისტორიაში მოქმედებდა ღვთის ძალა, რამეთუ უფალს, როგორც თვით ბუნების კანონების შემოქმედს აქვს თავისუფალი ნება მართოს ისინი, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ყოვლისშემძლე წინასწარგააზრებული მოქმედებით.

გენიალურმა მეცნიერმა პასკალმა თქვა: „გონების უკანასკნელი ნაბიჯი ის არის, აღიარო ბევრი ისეთი რამ, რასაც ვერ იტევს ჩვენი გონება. და თუ გონება ასეთ შემეცნებამდე ვერ მიდის, მაშინ ის ძალიან სუსტი ყოფილა". რობერტ მაიერი ამბობს: „თუ ზედაპირული ტვინები უარყოფენ ამაღლებული და ზემატერიალური სამყაროს არსებობას, მათი ასეთი უსუსურობა სულაც არ შეიძლება დაბრალდეს მეცნიერებას". 

                                                                                             „ლაზარეს აღდგინება", ტომი V, 1991 წ
ნანახია: 211 | დაამატა: leo_wien | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: