სამშაბათი
2024-03-19
2:41 PM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† ცოდვები †

წმიდა წერილი - განკითხვის შესახებ
  
ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ, რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ. ანუ რაჲსა ხედავ წეულსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დჳრესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი? ანუ ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მაცადე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და აჰა ეგერა დჳრე თუალსა შინა შენსა! ორგულო, აღმოიღე პირველად დჳრე თუალისაგან შენისა და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა.
მათე 7, 1-5

ხოლო შენ რაჲსა განიკითხავ ძმასა შენსა? ანუ თუ შენ რაჲსა შეურაცხყოფ ძმასა შენსა? რამეთუ ყოველნივე წარდგომად ვართ წინაშე საყდართა ქრისტესთა.
რომაელთა 14, 10

შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხვისა მონასა? თჳსისა უფლის დგეს, გინა თუ დაეცეს, დგეს სამე, დამეთუ შემძლებელ არს ღმერთი დადგინებად მისა.
რომაელთა 14, 4

რამეთუ არარაჲ თავსა ჩემსა შემიცნობიეს, არამედ არა თუ ამით განვმართლდები; ხოლო განმკითხველი ჩემი უფალი არს. ამისთვის ნუ წინასწარ ჟამსა რას განვიკითხავთ, ვიდრემდის მოვიდეს უფალი, რომელმანცა განანათლოს დაფარული იგი ბნელისაჲ და განაცხადნეს ზრახვანი იგი გულთანი, და მაშინ ქებაჲ იყოს კაცად-კაცადისაჲ ღმრთისა მიერ.
1 კორინთელთა 4, 4-5
 
წმიდა წერილი - ვერცხლისმოყვარეობის შესახებ

ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. ხოლო თქუენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის, და სადა არცა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. რამეთუ სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი.
მათე 6, 19-21

ვერვის ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაჲ იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაჲ მის თავს-იდვას და ერთი იგი შეურაცხ-ყოს. ვერ ჴელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაჲსა.
მათე 6, 24
უძლურთა განჰკურნებდით, მკუდართა აღადგინებდით, კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით; უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით. ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა, ნუცა რვალსა სარტყელთა თქუენთა, ნუცა ვაშკარანსა გზასა ზედა, ნუცა ორსა სამოსელსა, ნუცა ჴამლთა, ნუცა კეურთხსა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა.
მათე 10, 8-10
რაჲ სარგებელ არს კაცისა, შე-თუ-იძინოს სოფელი ყოველი და თავი თჳსი წარიწყმიდოს, გინა იზღვიოს?
ლუკა 9, 25
ეკრძალენით და დაიცვენით თავნი თქუენი ყოვლისაგან ანგაჰრებისა, რამეთუ არა ნამეტნავისაგან ვისამე არნ ცხორებაჲ მისი ნაყოფთა მისთაგან.
ლუკა 12, 15
ხოლო რომელთა ჰნებავს სიმდიდრე, შეცჳვიან განსაცდელსა და საფრჴესა და გულის თქუმათა მრავალთა უცნაურთა და მავნებელთა, რომელთა დაანთქიან კაცნი მოსასრველად და წარსაწყმედელად. რამეთუ ძირი არს ყოველთა ბოროტთაჲ ვეცხლის მოყუარებაჲ, რომლისა-იგი ვიეთმე გული უთქუმიდა და შესცთეს სარწმუნოებისაგანა და თავნი თჳსნი შესთხინეს სალმობათა მრავალთა.
1 ტიმოთეს მიმართ 6, 9-10
და ესემცა უწყით, რამეთუ ყოველსა მეძავსა და არაწმიდასა და ანგჰარსა, რომელ არს კერპთ-მსახურებაჲ, არა აქუს მკჳდრობა სასუფეველსა ქრისტესსა და ღმრთისასა.
ეფესელთა 5, 5
ვერცხლის უყვარულ იყვენით, წესითა კმა გეყავნ, რომელი იგი გაქვნდეს, რამეთუ თავადმან ჰსთქვა, არა დაგიტეო შენ, არცა დაგაგდო შენ.
ებრაელთა 13, 5
მოაკვდინენით ასონი ეგე თქუენნი ქვეყანისანი: სიძვა, არა წმიდება, ვნებულნი გულის-თქუმანი ბოროტნი და ჰანგარება ბოროტი, რომელ არს კერპთ-მსახურება, რომლისათვის მოიწევის რისხვა ღვთისა ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა.
კოლასელთა 3, 5-6
 
წმიდა წერილი - მრუშობის შესახებ

ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა. უკუეთუ თუალი შენი მარჯუენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე არა ყოველი გუამი შენი შთავრდომად გეჰენიასა.
მათე 5, 28-29
ნუ სცთებით, არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათ-მავალთა, არცა ანჰგართა, არცა მპარავთა, არცა მემთვრალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ.
1 კორინთელთა 6, 9-10
არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღვთისანი ხართ, და სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის? რომელმან ტაძარი ღმრთისაჲ განხრწნეს, განხრწნეს იგიცა ღმერთმან; რამეთუ ტაძარი ღმრთისაჲ წმიდა არს; რომელ-ეგე ხართ თქუენ.
1 კორინთელთა 3, 16-17
ყოვლადვე ისმის, რაჲსა თქუენ შორის სიძვაჲ და ეგევითარი სიძვაჲ, რომელ არცა თუ წარმართთა შორის სახელ-ედების, ვითარმცა მამის ცოლი ვისმე ცოლად ესუა და თქუენ განლაღებულ ხართ და არა უფროჲსად იგლოვეთ, რაჲთა მოისპოს თქუენ შორის, რომელმან საქმე ესე ჰქმნა.
1 კორინთელთა 5, 1-2
და ესემცა უწყით, რამეთუ ყოველსა მეძავსა და არაწმიდასა და ანგჰარსა, რომელ არს კერპთ-მსახურებაჲ, არა აქუს მკჳდრობა სასუფეველსა ქრისტესსა და ღმრთისასა.
ეფესელთა 5, 5
მოაკვდინენით ასონი ეგე თქუენნი ქვეყანისანი: სიძვა, არა წმიდება, ვნებულნი გულის-თქუმანი ბოროტნი და ჰანგარება ბოროტი, რომელ არს კერპთ-მსახურება, რომლისათვის მოიწევის რისხვა ღვთისა ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა.
კოლასელთა 3, 5-6
 
წმიდა წერილი - მემთვრალეობის შესახებ

ნუ სცთებით, არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათ-მავალთა, არცა ანჰგართა, არცა მპარავთა, არცა მემთვრალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ.
1 კორინთელთა 6, 9-10

ღვინოში ნუ ივაჟკაცებ, რადგან ღვინოს ბევრი დაუღუპავს.
სიბრძნე ზირაქისა 31, 25
კაცთა სიცოცხლისათვის ღვინო საჭიროა, თუკი მას ზომიერად შესვამენ. რა არის სიცოცხლე ღვინის გარეშე? იგი ხომ კაცთა სასიხარულოდ შეიქმნა. გულის სიხარული და სული შვებაა ზომიერად და დროის შესაფერისად შესმული ღვინო. სულის სიმწარეა ბევრი ღვინის სმა შფოთში და ჩხუბში. სიმთვრალე აშმაგებს ბრიყვს თავის საზიანოდ, ართმევს ძალასა და ჭრილობებს აყენებს. ნუ ამხილებ მახლობელს ნადიმზე ღვინის სმისას და მხიარულებაში მყოფს ნუ დაამცირებ; ნუ დაუწყებ საყვედურს და თხოვნით ნუ შეაწუხებ.
სიბრძე ზირაქისა 31, 26-31
ღვინო კაცს ამასხრებს, ლუდი შფოთს ატეხინებს, ვინც მათ ეტანება, უგუნურია.
სიბრძე ზირაქისა 20, 1
ლოთი მუშა ვერ გამდიდრდება და მცირეთა არად ჩამგდები თანდათან დაკნინდება. ღვინო და ქალები აუკუღმართებს გონიერთ და მეძავებთან საქმის დამჭერი მეტისმეტად თავაშვებულია. მღილი და მატლი დაეუფლებიან მას და თავაშვებული სული წარიწყმიდება.
სიბრძე ზირაქისა 19, 1-3
ვინ ოხრავს? ვინ კვნესის? ვინ დაობს? ვინ ჩივის? ვისა აქვს უმიზეზოდ ჭრილობები? ვისა აქვს ჩაწითლებული თვალები? ვინც ღვინოს გვიანამდე უზის, ვინც განზავებული ღვინის საძებნად დადის. ნუ დახარბდები ღვინის სიწითლეზე, ფიალაში რომ ნაპერწკლებს ისვრის და მორაკრაკებს. ბოლოს გველივით კბენს და ასპიტივით გესლავს; შენს თვალებს უცნაურობანი მოელანდება და შენი გული უკუღმართად ილაპარაკებს. შუაგულ ზღვაში მძინარესავით იქნები, ანძის წვერზე მძინარესავით.
იგავნი სოლომონისა 23, 29-34
 
წმიდა წერილი - სიმდაბლის შესახებ
 

აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ.
მათე 11, 29
რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ვითარცა ყრმაჲ ესე, იგი უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა.
მათე 18, 4
ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ამაღლდეს.
ლუკა 14, 11
იქადოდენ ძმაჲ იგი მდაბალი ამაღლებასა თჳსსა.
იაკობ 1, 9
ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი.
იაკობ 4, 6
დამდაბლდით წინაშე უფლისა, და აღგამაღლნეს თქუენ.
იაკობ 4, 10
ყოველნი ერთ-ზრახვა იყვენით, მოწყალე, ძმათ მოყუარე, შემწყნარებელ, მდაბალ.
პეტრე 3, 8
ყოველთავე ურთიერთას მორჩილებითა სიმდაბლე შეიმოსეთ, რამეთუ ღმერთი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი.
პეტრე 5, 5
და-უკუე-მდაბლდით წინაშე მტკიცესა ჴელსა ღმრთისასა, რაჲთა აღგამაღლნეს თქუენ ჟამსა თჳსსა.
პეტრე 5, 6
 
ტყუილის წინააღმდეგ

ყოველთა მტყუვართაჲ ნაწილი მათი ეგოს
ტბასა მას ცეცხლითა და წუმწუბითა მოტყინარესა
(გამოცხ. 21, 9)

ცხადია, რომ ქრისტიანის სიტყვები უნდა იყოს მართალი და გამოხატავდეს მხოლოდ ჭეშმარიტებას და იწვევდეს თანამოსაუბრეთაგან მთხრობელისადმი სრულ ნდობას. უფლის სიტყვებით, ტყუილი - მზაკვარისაგანა, რამეთუ „მტყუვარ არს, და რამეთუ მამაჲცა მისი მტყუვარი არს" (ინ. 8, 44). ხოლო, როგორც გვასწავლის წმინდა წერილი: „ყოველთა მტყუვართაჲ ნაწილი მათი იყოს ტბასა მას ცეცხლითა და წუმწუბითა მოტყინარესა" (გამოცხადებაჲ 21, 8).
 
თვით უფალი არის ხორცშესხმული ჭეშმარიტება (ინ. 14, 6). ქრისტიანში კი უნდა სახლობდეს ქრისტე. ამიტომაც ქრისტიანი ქრისტიანად რჩება მხოლოდ იქამდე, სანამ ის ჭეშმარიტებით ცხოვრობს და გაურბის სიცრუეს მისი ყველა სახითა და გამოვლინებით.

ტყუილი არაა დამახასიათებელი ადამიანის სულისათვის ვითარცა ღვთის მსგავსისათვის. ბავშვს, სანამ არ გაფუჭებულა, არც ძალუძს და არც იცის ტყუილის თქმა და თუკი ის ჩაიდენს ამას, მაშინ ის გაწითლდება სირცხვილისაგან, როგორც ჩამდენი რაღაც უაღრესად ბილწისა და მისი სულის გამაბინძურებლისა.
 
ასეთივე რეაგირებას მოახდენს ყოველი უბიწო სული, რომელსაც სიცრუე ზიზღს ჰგვრის. თუ ასეთი ადამიანი მოტყუვდება, ის განიცდის ამას ისე, თითქოს მან ჭუჭყით დათხვარა მანამდე წმინდა და სპეტაკი სამოსელი სულისა.

ყველა ხალხებში, საზოგადოების ყველა ფენაში და ყველა დროში მეცრუენი იწვევდნენ და იწვევენ ზიზღს, მაგრამ საჭიროა ითქვას, რომ თუ აშკარა სიცრუე ყველას ასე სძულს, აი, სხვადასხვა სახის დახვეწილი, შეფარული ტყუილი კი ყველგან არის გავრცელებული და მას ბევრი ქრისტიანიც არ გაურბის.

ამგვარ ნაკლებშესამჩნევ სიცრუეს წარმოადგენს საუბრისას შელამაზებისკენ მიდრეკილება, გაზვიადება, წინასწარ გამიზნული უზუსტობა ფაქტების გადმოცემაში, საკითხის ცალმხრივი გაშუქება და ა.შ. თუნდაც ეს არ იყოს მკვეთრი შავი ლაქები ჩვენს სულიერ სამოსელზე, არამედ ნაცრისფერი, მაგრამ თავისი სიმრავლით ისინი მაინც აკარგვინებენ ჩვენი სულის სამოსს სისუფთავეს.

სიცრუის ნაირსახეობას წარმოადგენს თვალთმაქცობა, რომელიც საპირისპიროა სათნოება - გულწრფელობისა. უკანასკნელი ჩვენ მიერ მტკიცედ იქნება შეთვისებული, თუკი ჩვენი გული ყველასთვის ღია იქნება და ყველასთვის გულწრფელად ენდომება სიკეთე, არავის არ დასდებს მსჯვარს და არ განიკითხავს.

მაშინ თითქოსდა თავისით გაქრება ჩვენი თვალთმაქცობა, რადგანაც ჩვენ არ გვექნება საჭიროება სიტყვებით დავფაროთ კაცთაგან ჩვენი მათდამი არაკეთილმოსურნე გრძნობები. ძლიერ არის გავრცელებული დაპირებათა მოუფიქრებელი მიცემა, მათი შემდგომი შეუსრულებლობით. დაპირების შეუსრულებლობა რაღაც წვრილმანად მიიჩნევა, მაშინ როდესაც ეს წარმოადგენს ნამდვილ ტყუილს.
 

ქრისტიანი ძალზე ფრთხილად უნდა იძლეოდეს დაპირებას, ისიც პირობითი ფორმით, დათქმით - „უკეთუ ღვთის ნება იქნება", ე.ი. თუ არ შემიშლის ხელს რაიმე, რაც ადამიანზე არ არის დამოკიდებული. მაგრამ, თუ დაპირება უკვე მიცემულია, მაშინ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მისი ზუსტად და დროულად შესრულებისათვის. ქრისტიანი უნდა იყოს სულიერად წმინდა და წვრილმანებშიც კი კეთილსინდისიერი, რადგანაც „მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ" (მთ. 25, 23).

ძველ ქრისტიანულ რუსულ ყოფიერებაში დანაპირების ზუსტ აღსრულებას დიდი ყურადღება ეთმობოდა. მაგალითად, რუს ვაჭართა საუკეთესო წარმომადგენელთა შორის იყო ასეთი შეხედულება: თუ ადამიანი სესხულობდა და დებდა დაპირებას, რომ ფულს დააბრუნებდა დათქმულ დღეს 12 საათზე, მაშინ მას ეს ფული ზუსტად 12 საათზე უნდა მიეტანა. ხოლო თუ ის მიიტანდა ფულს, თუნდაც იმავე დღეს, მაგრამ დაგვიანებით, მაშინ მისდამი ყველანაირი ნდობა იკარგებოდა.

ყველაზე მძიმე ცოდვას სიმართლის წინააღმდეგ წარმოადგენს გატეხა ფიცისა - დაპირებისა, რომელიც დადებულ იქნა წინაშე სიწმინდეთა - ჯვრისა და სახარებისა.
 

საშინელი არის ხოლმე სასჯელი ღვთისაგან ამ ცოდვის გამო, ზოგჯერ კი ეს სასჯელი თავს ატყდება არა მხოლოდ ფიცის გამტეხს, არამედ მის შთამომავლობასაც.