შაბათი
2024-04-20
11:32 AM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† მართლმადიდებლური ფილმები †

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 07
ქადაგებებში განხილულია: 1. ჯვარცმისა და აღდგომის წინასწარმეტყველება; 2. აღდგომა და აღდგომის ცეცხლი და 3. მფრინავი თეფშების შესახებ.
ნანახია: 1176 | დაამატა: leo_wien | თარიღი: 2011-10-07 | კომენტარი (1)

† მღვდელმოწამე კლიმის ცხოვრება †

მღვდელმოწამე კლიმი გალატიის ქალაქ ანკვირში დაიბადა 258 წელს. მამამისი წარმართი იყო, დედა კი – ქრისტიანი. ადრე დაობლებული ბავშვის აღზრდა კეთილმსახურმა ქალმა სოფიამ იტვირთა. გალატეაში შიმშილობის მძვინვარების ჟამს, წარმართები დამშეულ შვილებს უპატრონოდ ყრიდნენ ქუჩებში. სოფია აგროვებდა უმწეოებს, აპურებდა და მოსავდა მათ. ღვთისმოყვარე გამზრდელს გვერდში ედგა კლიმენტიც – იგი ბავშვებს განსწავლიდა და ნათლისღების მისაღებად ამზადებდა. ბევრი შემდეგში ქრისტესთვის მოწამეობრივად აღესრულა.
კეთილმსახური ცხოვრებისათვის კლიმენტი ჯერ მედავითნედ აკურთხეს, შემდეგ დიაკვნად; თვრამეტი წლისას ხუცესად დაასხეს ხელი, ოცი წლის ასაკში კი ანკვირელ ეპისკოპოსად აირჩიეს. მალე დიოკლეტიანემ (258-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყო. სხვებთან ერთად შეიპყრეს და დაატუსაღეს წმიდა მღვდელმთავარიც. გალატიის მმართველი დომენტიანე ცდილობდა, წარმართული ღვთაებების თაყვანისცემისკენ გადაედრიკა მოციქულთა ტახტის მემკვიდრე, მაგრამ მან ახოვნად დაითმინა სასტიკი სატანჯველები და მტკიც ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 1062 | დაამატა: leo_wien | თარიღი: 2011-10-07 | კომენტარი (0)

წმინდა დიდმოწამე ფანარიოსის ცხოვრება

1500 წლებში იქნა ნაპოვნი წმინდა დიდმოწამე ფანარიოსის ხატი და ქრისტიანებმა ასე შეიტყვეს მისი არსებობისა და მისი სასწაული ძალის შესახებ. ზუსტად ამ ხატმა მოიტანა ჩვენამდე მისი სახელი. ფანარიოსის სამოსლის მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის იყო მხედართმთავარი, რომელიც ქრისტიანობის I საუკუნეებში მოღვაწეობდა, იმ დროს, როდესაც რომაელი იმპერატორები ქრისტიანობას სასტიკად დევნიდნენ. ეს ხატი ასევე დიდ მოწამოებრივ ღვაწლზეც მოგვითხრობს, რომელიც წმინდა ფანარიოსმა დაითმინა. სახელი "ფანარიოსი" ბერძნულიდან თარგმანებით "განმცხადებელს" ნიშნავს. ჩვენ ვევედრებით მას ჩვენს ლოცვებში და ვთხოვთ განგვიცხადოს და მიგვანიშნოს ცხოვრების სწორი გზა, ვთხოვთ დახმარებას რთულ სიტუაციებში და განსაცდელის ჟამს.
მცირე მონათხრობიდან ხატის მოპოვების შესახებ, ჩვენ ვგებულობთ, რომ როდესაც მუსლიმებმა კუნძული როდოსი დაიპყრეს, მოინდომეს ქალაქის დანგრეული ციხე-სიმაგრის კედლების აღდგენა, რომელიც მრავალრიცხოვანი ბრძოლებისა და ალყის შედეგად დაინგრა. ციხე-სიმაგრის ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 1087 | დაამატა: leo_wien | თარიღი: 2011-10-07 | კომენტარი (0)

 
† წმიდა ანტონ მარტყოფელის ცხოვრება †
წმიდა ანტონ მარტყოფელი ედესაში მოღვაწეობდა, სადაც იესუ ქრისტეს ის ხელთუქმნელი ხატი იყო დაცული, რომელიც თვითონ იესუ ქრისტემ გაუგზავნა ედესის მეფე ავგაროზს. ხატი ქალაქის კარიბჭის თავზე აღმართა მეფემ და იგი ქალაქის მფარველ სიწმიდედ იქცა. ავგაროზის შვილიშვილმა, რომელმაც უარყო ქრისტე, გადაწყვიტა გაენადგურებინა ხატი. ედესის ეპისკოპოსმა იმავე გალავანში გადამალა ხატი, წინ ანთებული კანდელი დაუდო და ამოაშენა.
540 წლის ახლო ხანებში როდესაც სპარსელებმა ქალაქის ასაღებად გალავნის დანგრევა გადაწყვიტეს, ღმრთისმშობელმა ედესის ეპისკოპოსს აუწყა ადგილი "რომელსამე ბჭესა ზედა არს ხატი იგი ხელთუქმნელი და დაფარული” და ეპისკოპოსმაც იპოვა ხატი. ხანგრძლივი დროის მიუხედავად მის წინ კანდელი კვლავ ენთო, ხატის სახე კი მასზე დაფარულ კეცის პირზე გადასულიყო სასწაულებრივად.
წმიდა ანტონმა კეცისპირზე გამოსახული ხატი, რომელიც იესუ ქ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1902 | დაამატა: leo_wien | თარიღი: 2011-10-07 | კომენტარი (0)

 
† მოწამე აბო ტფილელის ცხოვრება †
მოწამე აბო ტფილელი დაიბადა არაბეთში 750 წლის ახლო ხანებში. აბოს მშობლები დახელოვნებულნი იყვნენ ნელსაცხებელთა დამზადებაში და აბოც ამ ხელობას დაეუფლა – "იყო ხელოვან კეთილად შემზავებელი სუნელთა მათ საცხებელთა და სწავლულ იყო მწიგნობრობათა სარკინოზთათა”.
არაბებს დაპყრობილი ჰქონდათ საქართველო და ყოველ ღონეს ხმარობდნენ ქართველთა დასათრგუნად. ბევრი გადადრიკეს კიდეც ჭეშმარი-ტებისაგან მძლავრებითა და ცბიერებით. შიშისაგან განლეული ქვეყანა ირყეოდა, "ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა”. სამღდელოება და ერის საუკეთესო შვილები ეძებდნენ გამოსავალს. 766 წელს კახეთის აჯანყება მტერმა სისხლში ჩაახშო, დამარცხდა აჯანყებული ქართლიც. აჯანყების ხელმძღვანელობა ქართლის ერისმთავარს ნერსეს დაბრალდა. არაბთა ამირამ, მუმნი აბდილამ ის ბაღდადში იხმო. სამი წელი გაატარა ნერსემ არაბთა ტყვეობაში. მან იქ გაიცნო ჩვიდმეტი წლის მენელსაცხებლე აბო, რ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1472 | დაამატა: leo_wien | თარიღი: 2011-10-07 | კომენტარი (0)


† გაბრიელ ბერის ცხოვრება †
მამა გაბრიელი დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს, თბილისში, თეთრიწყაროს ქუჩის 11 ნომერში, წმიდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად. ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე იყო. მამა ადრე დაეღუპა და ახლობლები მის სახელს ეძახდნენ. დედა - შემოდგომში მონაზონი ანა, გარდაიცვალა 2000 წლის 26 აპრილს, ვნების კვირაში. დაკრძალულია წმიდა ნინოს სამთავროს დედათა მონასტერში. ძმა ადრევე გარდაცვლილა. ჰყავს ორი და. სწავლობდა თბილისის 24-ე ვაჟთა სკოლაში 6 წელი. მეზობელი ჟენია ქობელაშვილი ასე იგონებს მის ბავშვობას: „ერთად დავდიოდით საბავშვო ბაღში, არ მახსოვს მასწავლებელს მისთვის შენიშვნა მიეცა, დაჯდებოდა კუთხეში და ასანთის ღერებით აშენებდა ეკლესიას. მისი ერთადერთი გართობა ეს იყო. რომელი დღეები არ ვიცი, მაგრამ კარგად მახსოვს, ზოგჯერ რძიან ფაფას არ ჭამდა. შიმშილის წლები იყო და ყველას გვიკვირდა უჭმელი როგორ ძლებდა. ისედაც ძალიან ცოტას ჭამდა, მუდმივად ტოვებდა საჭმელს".
... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1141 | დაამატა: leo_wien | თარიღი: 2011-10-07 | კომენტარი (0)

 
† წმიდა მოციქული პეტრეს ცხოვრება †
წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. მას განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა და მანვე მიიყვანა იესოსთან. ერთხელ პეტრე იაკობთან და იოანესთან ერთად გენესარეთის ტბაზე თევზაობდა, მთელი ღამის უშედეგო თევზაობით დამაშვრალ და შეწუხებულ სიმონს უფალმა ურჩია, კიდევ ერთხელ გადაესროლა ბადე ტბაში. ისიც კურთხევას დაემორჩილა და სასწაული იხილა: "შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი და განსქდებოდეს ბადენი მათნი".
საკვირველი სახილველით შეძრული პეტრე ფეხებში ჩაუვარდა ქრისტეს: "განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო". იესომ მიუგო: "ნუ გეშინინ, სიმონ! ამიერითგან იყო კაცთა მონადირე". ნაპირზე გამოსულმა უფლის რჩეულმა ზებედეს ძეებთან ერთად დაუტევა ყოველი და მიჰყვა მესიას.
ერთხელ ქრისტემ მოწაფეებს ჰკითხა: "თქვენ ვინ გგონიე მე ყოფად?" პეტრემ უპასუხა: "შენ ხარ ქრისტე, ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1251 | დაამატა: leo_wien | თარიღი: 2011-10-07 | კომენტარი (0)


† წმინდა მოციქული სვიმონ მოშურნე კანანელი †
წმინდა სვიმონ მოშურნე გალილეის ქალაქ კანადან იყო წარმოშობით და თავიდანვე იცნობდა იესოს და მის ყოვლადწმინდა დედას, რადგან ეს ქალაქი მცირე მანძილით იყო დაშორებული ნაზარეთს.

პირველი სასწაული, რომელიც იესომ აღასრულა, ეს იყო კანას გალილეას ქორწილში, როცა წყალი გადააქცია ღვინოდ. ამ ქორწილში ნეფე იყო სვიმონი, იოსებ დამწინდველის ძე პირველი ქორწინებიდან. სვიმონი იმდენად ღარიბი იყო, რომ შუა ქეიფში დაუმთავრდათ ღვინო. იესომ შეიტყო ამის შესახებ და ბრძანა, მოეტანათ ცარიელი ქვაბები და შიგ ჩაესხათ წყალი. სასწაულის შემდგომ თამადამ გასინჯა ღვინო და მცირედი საყვედურით აღნიშნა, რომ სანამ მეინახეები დათვრებოდნნ, მანამდე უნდა მიერთმიათ მათთვის საუკეთესო ღვინო. სვიმონმა იხილა უფლის სასწაული, მიატოვა ცოლი და გაჰყვა ქრისტეს. მას შემდეგ დაერქვა მას კანანელი ანუ ზილოტი, რაც ბერძნულ ენაზე "მოშურნეს, გულმოდგინეს” ნიშნავს. მოგვიანებით იმ ადგილ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1281 | დაამატა: leo_wien | თარიღი: 2011-10-07 | კომენტარი (0)

 
† წმიდა ანთიმოზ ივერიელი †
წმიდა ანთიმოზ ივერიელი თავისი დროისათვის ერთ-ერთი უგანათლებულესი ადამიანი იყო, ფლობდა მრავალ უცხო ენას: ბერძნულს, რუმინულს, ძველ სლავურს, არაბულს, თურქულს, გათვითცნობიერებული იყო თეოლოგიაში, ლიტერატურასა და ბუნებისმეტყველებაში. იგი დაჯილდოებული იყო საოცარი ნიჭით, ბრწყინვალედ ფლობდა ხელოვნების ყველა დარგს, განსაკუთრებით მხატვრობას, გრავირებას, მოჩუქურთმებას, ქსილოგრაფიას. ცნობილი იყო, როგორც შესანიშნავი კალიგრაფი, დახელოვნებული ხეზე მჭრელი და ნიჭიერი მოქანდაკე. ის იყო რეფორმატორი სალიტერატურო რუმინული ენისა, ბრწყინვალე მწერალი და აღიარებული ორატორი.

ანთიმოზ ივერიელმა სიცოცხლე შესწირა მეორე სამშობლოდ ქცეულ ვლახეთის გათავისუფლებას თურქთა და ფანარიოტთა უღლისაგან. ცნობები ამ საოცარი ადამიანის სიყრმისა და სიჭაბუკის შესახებ მწირადაა შემონახული. ცნობილია, რომ ის იყო სამცხე-საათაბაგოს მკვიდრი. მრავალმხრივი ნიჭით ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1199 | დაამატა: leo_wien | თარიღი: 2011-10-07 | კომენტარი (0)


† იონა წინასწარმეტყველის შესახებ †
„ზედაპირული და ურწმუნო კრიტიკოსები" - ამბობს არტურ ჰუკი, თვლიან, რომ უამრავი რამ ეწინააღმდეგება იონას ვეშაპის მუცელში სამი დღე-ღამის განმავლობაში ყოფნის შესაძლებლობას.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთი მორწმუნე ქრისტიანი არ შეიძლება დაეჭვდეს იმის ჭეშმარიტებაში, რაც შეემთხვა იონა წინასწარმეტყველს, რამეთუ თვით ქრისტემ დაასვა ბეჭედი ამ სადაო საკითხს, როდესაც ბრძანა: „ვითარცა იგი იონა იყო მუცელსა ვეშაპისასა სამ-დღე და სამ-ღამე, ეგრეთ იყოს ძე კაცისა გულსა ქუეყანისასა სამ-დღე და სამ-ღამე" (მათე 12,40). აქ იესო ქრისტე გამორიცხავს იონა წინასწარმეტყველის წიგნის ალეგორიულობას, რადგან ასეთ შემთხვევაში ალეგორიულად უნდა ჩაითვალოს აგრეთვე თავად ქრისტეს ყოფნა „გულსა ქვეყანისასა სამ-დღე და სამ-ღამე". საქმე იმაშია, რომ ძველი აღთქმის უარყოფა გზას უკაფავს თვთი ქრისტესა და მისი სიტყვების უარყოფას.

იონა წინასწარმეტყველის ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1178 | დაამატა: leo_wien | თარიღი: 2011-10-07 | კომენტარი (0)

გვესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პატროლოგიისა და დოგმატიკის პედაგოგს უნივერისტეტის წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის დიაკონი მამა იოსებ გეუკაშვილი
ნანახია: 1128 | დაამატა: leo_wien | თარიღი: 2011-10-07 | კომენტარი (1)

ცხოვრება წმინდა იოანე ოქროპირისა გვესაუბრება მამა არჩილ მინდიაშვილი
ნანახია: 1101 | დაამატა: leo_wien | თარიღი: 2011-10-07 | კომენტარი (2)

ცხოვრება წმინდა იოანე ოქროპირისა. გვესაუბრება მამა არჩილ მინდიაშვილი.
ნანახია: 1139 | დაამატა: leo_wien | თარიღი: 2011-10-07 | კომენტარი (1)

ნანახია: 1325 | დაამატა: leo_wien | თარიღი: 2011-10-07 | კომენტარი (2)