პარასკევი
2024-04-26
10:15 PM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† მართლმადიდებლური ფილმები †

მთავარი » 2012 » აპრილი » 19 » † ღვთის უდიდესი წყალობა †
8:48 PM
† ღვთის უდიდესი წყალობა †
 
ერთი აფთიაქარი დიდი ურწმუნო ვინმე გახლდათ. არც ღმერთი სწამდა და არც ხატი. სად არის ღმერთი? ღმერთი რომ იყოს... ხშირად იტყოდა ხოლმე. მორწმუნეები რომელთაც იცოდნენ აფთიაქარის განწყობა, ერიდებოდნენ, მაგრამ რა ექნათ, ზოგჯერ წამლები სჭირდებოდათ და მიდიოდნენ მასთან. ისინი ხშირად იკრიბებოდნენ აფთიაქის ახლოს და ღმერთის შესახებ საუბრობდნენ. ცდილობდნენ პროვიზორიის ყურადღება მიეპყროთ, მასზე გავლენა მოეხდინათ და მის სულში ქრისტეს სიყვარული აღენთოთ. მორწმუნეთა სცდას შედეგი არ მოჰყოლია. პირიქით, აფთიაქარი რამდენჯერმე მივიდა მათთან და ქრისტესა და ეკლესიაზე საუბარი აუკრძალა.
 
ერთ დღეს აფთიაქში ათი წლის გოგონა შევიდა, მას ერთ ხელში რეცეპტი ეკავა, მეორეში ფული. ძია, დედა გამიხდა ავად, წამალი მინდა... აფთიაქარმა ამ დროს ფანჯრიდან დაინახა ქუჩის მეორე მხარეს მორწმუნეები იკრიბებოდნენ. არ ესიამოვნა, წამალი რამდენიმე წუთში დაამზადა და გოგონას გადასცა. მერე ფხვნილების ალაგება დაიწყო. უცებ თავში შემოირტყა ხელი. თურმე წამალში, რომელიც გოგონას გაატანა, შეცდომით შხამი გაერია. საკმარისი იყო ავადმყოფს წამალი მიეღო, რომ სიცოცხლეს გამოსალმებოდა. აფთიაქარი გარედ გავარდა. აქეთ ეცა იქით ეცა, მაგრამ გოგონა ვერსად ნახა. მერე ისევ შიგნით შევარდა. უცებ მუხლებზე დაეცა, ხელები მაღლა აღაპყრო: ღმერთო! თუ სადმე ხარ, მიშველე, ნუ გამხდი ადამიანის მკვლელს.
 
გამწარებული აფთიაქარი ხელებს თავში იცემდა, ხან გულზე. ასეთ საშინელ განცდებში იყო, როდესაც აფთიაქში გოგონა შემოვიდა. ის საცოდავად იცრემლებოდა. ძია, არ გამიწყრე, მივრბოდი, დავეცი და წამლიანი ბოთლი გამიტყდა. არ იტირო შენ კარგი გოგო ხარ. მე უფრო კარგ წამალს დაგიმზადებ. აფთიაქარმა გოგონა სკამზე დასვა, კამფეტი მისცა და წამლის გაკეთებას შეუდგა. რამდენიმე წუთში დამშვიდებული გოგონა სახლში გაისტუმრა, შემდეგ გარეთ გავიდა და მორწმუნეებისაკენ გაიქცა. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ის მუხლებზე დაეცა, ხელები მაღლა აღაპყრო და ცას შეჰღაღადა: ღმერთო მართლა ყოფილხარ! მორწმუნე ქრისტიანებმა ერთმანეთს გადახედეს. ვერ გაეგოთ, რა მოხდა, ურწმუნომ ასე უცებ როგორ იწამა ღმერთი. ადამიანის ცხოვრებაში დგება ხოლმე წუთები, როდესაც ღმერთის შემწეობას შეიგრძნობს. იმ აფთიაქარმა მთელი ცხოვრება რწმენით გაატარა. წამლის დამზადების წინ პირჯვარს იწერდა და ლოცვას წარმოთქვავდა: ღმერთო, შენ უშველე ამ წამლის დამლევს! ადამიანისათვის ყველაზე კარგი წამალი ადამიანია.
 
                                                                                                მოამზადა: ლევან ლელუაშვილმა   
                                                                                           მიტროპოლიტი დავით (ჭკადუა)
 
 
ნანახია: 1598 | დაამატა: leo_wien | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
1 ნინო  
0
მშვიდობა, ამ ხატს რა ქვია მეგობრებო?

სახელი *:
Email *:
კოდი *: