† მართლმადიდებლური ფილმები † - www.leoteo.ucoz.de
ხუთშაბათი
2012-05-17
10:28 PM
† † †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
†ბიბლია†
†საიქიო†
ბანერი
ბანერი
ბანერი
ბანერი
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† მართლმადიდებლური ფილმები †

გვესაუბრება საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი 04.05.2012
ნანახია: 16 | დაამატა: leo_wien | თარიღი: 2012-05-05 | კომენტარი (0)

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ქადაგება 29 აპრილი 2012 წელი
ნანახია: 30 | დაამატა: leo_wien | თარიღი: 2012-04-29 | კომენტარი (0)

ნანახია: 23 | დაამატა: leo_wien | თარიღი: 2012-04-24 | კომენტარი (0)

 
ქრისტიანებს ამქვეყნად არ აქვთ დალხინებული ცხოვრება. მათ დევნა, ტანჯვა, ცილისწამება, დაცინვა და ა.შ. მოელით. ძნელია წუთისოფელში სიმართლით ცხოვრება და მუდამ სიმართლის თქმა, მაგრამ ქრისტიანი მხნე, მომთმენი და მტკიცე უნდა იყოს თავისი სარწმუნოებისა და ცხოვრების წესში. სამართლიანობის დაცვა ქრისტიანული სათნოებაა და ღვთისაგან გვაქვს ნაბოძები მისი აღსრულება. ყველა ვალდებულია დაიცვას ღვთის რჯული და სიმართლით იცხოვროს, რადგან დადგება დრო განკითხვის და განცხადდება ადამიანთა მიერ ჩადენილი ცოდვა და მადლი, ცოდვა-წარსაწყმედლად, მადლი საცხოვნებლად.
 
მაცხოვარი მოგვიწოდებს: რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე. რას ნიშნავს თავისი თავის უარყოფა, როგორ შეიძლება კაცმა თავისი თავი უარყოს? ამ კითხვაზე პასუხი ყველა ქრის... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 32 | დაამატა: leo_wien | თარიღი: 2012-04-23 | კომენტარი (0)

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ქადაგება 22 აპრილი 2012 წელი
ნანახია: 16 | დაამატა: leo_wien | თარიღი: 2012-04-22 | კომენტარი (0)

 
საკითხი სამყაროს შექმნის რაგვარობასა და დროის შესახებ სადაო მხოლოდ ურწმუნო ადამიანებისთვისაა. ათეისტები ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ,,უთვალავ ფერთა" სამყარო არარაობისგან შემთხვევით წარმოიშვა, თუმცა არგუმენტებს ისინი ვერ უმკლავდებიან. ერთხელ ლექციას კითხულობდა ასტრონომიულ მეცნიერებათა დოქტორი. მან ცარცით დაფაზე წერტილი დასვა და განაცხადა-ეს არის დედამიწა, იგი მრავალი მილიონი წლის წინ წარმოიშვა. შემდეგ კი მოყვა, თუ როგორ ვითარდებოდა დედამიწაზე ცხოვრება და ლექცია ირონიული ტონით დაასრულა-ბიბლიაში წერია, რომ სამყარო ღმერთმა შექმნა.
 
ერთმა სტუდენტმა მას ასეთი შეკითხვა დაუსვა-თქვენ დაასკვენით, რომ ღმერთს არ შეუქმნია სამყარო, არც დედამიწა. ვინ დასვა დაფაზე ეს წერტილი? - როგორ თუ ვინ? მე! უპასუხა ლექტორმა. თქვენ შეძელით დედამიწა ასე წარმოგედგინათ დაფაზე. მიპასუხეთ, ვინ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 45 | დაამატა: leo_wien | თარიღი: 2012-04-21 | კომენტარი (0)

 
ბოლო დროს მრავალ ადამიანს აღმოაჩნდა სხვადასხვა არაჩვეულებრივი უნარი: ბიო ველით მკურნალობა, ტელეპატია და ნათელმხილველობა, ე.ი. უნარი გამოიცნოს ადამიანის აზრები, მისი წარსული და მომავალი. საზოგადოების გარკვეული ნაწილი გაგებისთანავე მიაწყდება ხოლმე ასეთ მკითხავსა და მკურნალს, მაგრამ გაივლის ცოტა ხანი და იმედგაცრუებულნი ივიწყებენ ყოველივეს...
 
როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება ამ მოვლენისადმი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩვენ წმინდა წერილისა და ეკლესიის წმინდა მამებს უნდა მივმართოთ. ,,მოციქულთა საქმეში" ვკითხულობთ: შემოგვხვდა ერთი მხევალი, რომელსაც ჰქონდა პითონის სული და მისნობით დიდძალ შემოსავალს აძლევდა თავის ბატონებს. მოგვდევდა პავლეს და ჩვენ და მოგვძახოდა-ეს კაცნი უზენაესი ღმერთის მონე... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 68 | დაამატა: leo_wien | თარიღი: 2012-04-21 | კომენტარი (0)

 
ეკლესიის წმინდა მამები გვასწავლიან: უფალი ჩვენგან მოითხოვს, რათა შევიყვაროთ იგი ყოვლითა გულითა ჩვენითა და ყოვლითა სულითა ჩვენითა და ყოვლითა გონებითა ჩვენითა. მაგრამ თუ ცოდვილი რამ ჩვევად გვაქვს, მაშინ ჩვენ ამ ცოდვას ვემსახურებით, მასზე ვფიქრობთ, ვზრუნავთ, მისი დაკმაყოფილებით ვტკბებით, იგი გვიყვარს.
 
ამ ცოდვილ ჩვევათა რიცხვს მიეკუთვნება თამბაქოს წევაც, რომლის ცოდვიანობა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს უფრო მეტად თამბაქო ახსოვს, ვიდრე ღმერთი. იგი თამბაქოს ,,წირავს მსხვერპლს" დროს, ფულს, გონებას, ჯანმრთელობას, როგორც თავისი გულის კერპს. ღმერთს კი ივიწყებს... რაო? მაინც იტყვის ბევრი, ესეც ცოდვააო? განა ირგვლივ ყველა ამას არ აკეთებსო! ამაზე ჩვენ წმინდა მღვდელმთავარ ტიხონის სიტყვებით გიპასუხე... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 34 | დაამატა: leo_wien | თარიღი: 2012-04-20 | კომენტარი (0)

 
გულმოდგინედ ეცადე მიანებო თავი სხვისი ბიწიერების თვალიერებას; ნუ განიძრახავ სხვისი უძლურების განხილვას, არამედ შენს თავს მიაქციე ყურადღება, ესე იგი სულიერი თვალი მიაპყრე საკუთარი თავის გამოკვლევას, ვინაიდან მრავალნი, სიტყვისაებრ უფლისა, ,,გრძნობენ წველს, რომელიც არის თავისი მოძმის თვალში, ხოლო დვირეს, რომელიც არის მათ თვალში, ვერა ხედავენ. (მათ.7.3). ამიტომ ნუ მოიშლი შენი თავის გამოკვლევას: ნამდვილი მცნების თანახმად, ატარებ ცხოვრებას თუ არა, მაგრამ ნუ უცქერი გარეშეს, რომ უპოვო ვინმეს ნაკლულევანება და განკიცხო იგი, მსგავსად იმ უწყალო და ქედმაღალ (ამპარტავან) ფარისეველისა, რომელიც იდგა ლოცვად და თავი მართლად გამოყვანდა, ხოლო მეზვერეს ამცირებდა. წინააღმდეგ ამისა, ნუ მოიშლი შენი თავის განკითხვას: ხომ არ შეგიცოდებია რაიმე გულის თქმით, ენით, საქმით? და თუ აღმოჩნდა, რომ შენს სიცოცხლეში... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 44 | დაამატა: leo_wien | თარიღი: 2012-04-20 | კომენტარი (0)

 
მამა ისააკმა გვიამბო, 52 წლის წინ ვიჯექი ჩემს სენაკში და სამუმლე ბადეს ვწნავდი, მაგრამ რაღაც შემეშალა და არ გამომდიოდა. ძალიან შევწუხდი. მთელი დღე ამ სამუშაოს მოვანდომე. ვწვალობდი, რომ სწორად დამეწნა, მაგრამ ვერ ვახერხებდი და აღარ ვიცოდი რა მექნა. ამ გასაჭირში რომ ვიყავი, უცებ ფანჯრიდან ჩემს სენაკში ვიღაც შავი ჭაბუკი შემოვიდა და მითხრა, სწორად ვერ აკეთებ, მომეცი მე დაგიწნავო. მე ვუთხარი, თავი დამანებე, შენ ჩემს საქმეს არასდროს გაგაკეთებინებ-მეთქი, მან გამიმეორა, რატომ უჭირვებ შენს თავს და საქმესაც აფუჭებო.
 
მე ვუპასუხე, ნუ წუხარ-მეთქი. მან კი მომიგო, მეცოდები, ნამუშევარს რომ აფუჭებო. მაშინ მე ვუთხარი, ბოროტი განძრახვით ხარ მოსული, წყეულიმც იყავ, ვინ მოგიყვანა აქ მეთქი. მან მომიგო შენ მომიყვანეო. მე გავიკვირვე, ჭაბუკმა კი ამიხსნა: აი, უკვე სამი კვირაა, რაც... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 54 | დაამატა: leo_wien | თარიღი: 2012-04-20 | კომენტარი (0)

1 2 3 ... 24 25 »