შაბათი
2024-04-27
3:15 AM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† მართლმადიდებლური ფილმები †

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 22 » † უფლისადმი ჩვენი სიყვარული †
7:45 AM
† უფლისადმი ჩვენი სიყვარული †
წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი

დაფიქრდი,საყვარელო,სამ სერიოზულ მიზეზზე,რომლებიც გვაქეზებენ ან უკეთ,
გვაიძულებენ,გვიყვარდეს უფალი.
პირველი მათ შორის არის უფლის ბრძანება გიყვარდეს იგი;მეორე ის,რომ იგი ყველაზე მეტადაა სიყვარულის ღირსი,
და მესამე მისი მოწოდება იმისკენ,რომ ჩვენ ჩვენი სიყვარულის გზით შეგვეძლოს მივაღწიოთ
მის ჩვენდამი სიყვარულსაც,
რომელიც უთვალავი მადლისკენ მიმავალ ბილიკს ხსნის.
პირველი მცნებათა შორის არის სიყვარულის მცნება:შეიყვარო უფალი ღმერთი შენი
ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა შენითა.
ეს არს დიდი და პირველი მცნებაი (მათ.22,37-38).ეს მცნება იმიტომაა პირველი,
რომ აღმსარებელია მთელი რჯულისა,
ქრისტიანული ზნეობის საფუძველი და სრულყოფილებაა და ამიტომ ლოდსაკიდური უნდა იყოს ქრისტიანთა გულებში.

მოყვასის სიყვარული და ნებისმიერი სხვა სათნოება უფლის სიყვარულიდან მომდინარეობს.
ნებისმიერი სათნოება,რომელსაც საფუძველში სიყვარული არ აქვს,სიძულვილზეა დაფუძნებული.
სიყვარული პირველი სათნოებაა,იგი ადამიანს თავისუფლებას ანიჭებს;თუ ადამიანს სურს,მაშინ იგი ანიჭებს შესაძლებლობას,
დაუსრულებლად სრულიქმნას მასში.იგი პირველია იმიტომ,რომ უმაღლეს სიღრმედ გვევლინება,რომლის მიღწევაც კი შეუძლია ადამიანს.
და ბოლოს ,იგი პირველია იმიტომ,რომ არასდროს ექნება დასასრული,იგი მარადიულია,ამიტომ ბრძანა ასე პავლე მოციქულმა:
აწ ესერა ჰგიეს სარწმუნოებაი,სასოებაი,და სიყვარული,სამი ესე;ხოლო უფროის ამათსა სიყვარული არს (1კორ.13,13).

ახლა კი მოდით ვიფიქროთ იმაზე,როგორ უნდა დავაფასოთ ეს სათნოება და როგორი ძალისხმევითა და ყურადღებით აღვზარდოთ იგი ჩვენში.
თუ უფალმა იმისთვის გამოგვისყიდა,რომ გვიყვარდეს იგი,მაშინ ჩვენი ვალია,განუწყვეტლივ ვილოცოთ,
რათა გვქონდეს უნარი საქმეში გამოვავლინოთ ეს საუკეთესო სათნოებათაგანი.და ამის შემდეგ,როგორც მან გვამცნო გვიყვარდეს იგი.
 
როგორ შეგვიძლია ყურადღება არ მივაქციოთ ამ მცნებას?და სხვა რისი,თუ არა ამ მცნების აღსრულებას ისურვებს ჯოჯოხეთში ტანჯული სული?
რამეთუ,როგორც კი იგი ჯოჯოხეთში მოხვდება,მასინ მტანჯველი და ყოვლის მშთანთქველი ცეცხლი მსწრაფლ გადაიქცევა სიყვარულის ტკბილ ალად.
ცოდვილები სწორედ იმიტომ იწვნევენ უდიდეს ტანჯვას,რომ არ უყვარდათ უფალი,როგორც მან დაგვიკანონა ჩვენ.
ისინი არღვევდნენ მის მცნებებს და სწორედ ამით დაიჩრდილეს თავი უფლის სიყვარულისგან,როგორც ამბობს წმინდა ისააკ ასური:
სიყვარულის შოლტით იშოლტებიან ტანჯულნი გეჰენიაში-ისინი,ვინც დაუძლურდნენ სიყვარულის წინააღმდეგ შეცოდვებით.
ისინი იტანჯებიან ისეთი საშინელი ტანჯვით,რომელიც ნებისმიერ სხვა,ყველაზე საშინელ ჭირზე აღმატებულია (სიტყვა 84-ე).
სიყვარულის მცნებაში უფლის გასაოცარი თავმდაბლობა შეგვიძლია დავინახოთ,უფალმა გვიბრძანა მისი სიყვარული ისე,
თითქოს მას ესაჭიროება ჩვენი სიყვარული.ჩვენ კი იმდენად უგრძნობნი ვჩებით,რომ ვერც კი ვამჩნევთ მის მადლმოსილებას.
ორში ერთი უნდა ავირჩიოთ,მესამე არაა ბოძებული-ან მადლიერებით ავიღოთ უფლის სიყვარული აქაც და სამოთხეშიც,
ან მასზე უარის თქმით მარად დავიწვათ ჯოჯოხეთის ცეცხლში.
ერთი ცეცხლი მაცხოვნებელი და სულისჩამდგმელია,მეორე კი მტანჯველი და მომაკვდინებელი.
მაშ,როგორ არ შეგვიძლია ჩვენ,უგუნურებს,არ გავიგოთ ეს და ღვთაებრივი სიყვარულის სულისჩამდგმელ ცეცხლს
ჯოჯოხეთის მომაკვდინებელი კოცონი გვერჩივნოს?სიყვარულზე ,რომელიც უფლისადმი უნდა გვქონდეს,საუბარია შემდეგ სიტყვებში:
შვილნო ჩემნო,ნუ ვიყუარებით სიტყუათა ხოლო,ნოცა ენითა,არამედ საქმითა ჭეშმარიტებითა,(1იოან.3,18).
უფლისადმი სიყვარულს ნებისმიერი ადამიანისადმი სიყვარულზე მაღლა უნდა ვაყენებდე,როგორც დაწერილია:
 
სიყვარული სიკვდილივით მყარია (ქებათაქება.8,6).
შევინანოთ,რომ ჩვენ აქამდე ვცოდავდით უფლის წინააღმდეგ და უფრო მეტად ცოდვისკენ ვიხრებოდით,
ვიდრე მისკენ.
რისხვით განვაგდოთ ჩვენგან ასეთი უწმინდურება და შევიყვაროტ უფალი-მთელი სულით,მთელი სიმტკიცით,
და მთელი ჩვენი გონებით,და ვეცადოთ,არასდროს შემოვუშვათ ჩვენს გულში რაიმე ცოდვა.
უფალი მრავალი საშვალებით გვაქეზებს სიყვარულისაკენ,ან გვარიგებს,ან მარადიული ტანჯვის შიშით გვაშინებს,
 
მაშ,მოდით ვილოცოთ,რათა მოგვცეს ძალა მისი სიყვარულისა.
ვთქვათ ნეტარ ავგუსტინესთან ერთად:შენ გვავალებ,გვიყვარდე,მაშ მომეცი ის,რასაც მავალებ!
ჩვენ უფალი უფრო მეტად უნდა გვიყვარდეს,ვიდრე ნებისმიერი სხვა სიკეთე,რადგან მასში უხვადაა ყველასხვა დანარჩენისრულყოფილება:
სილამაზე,სიბრძნე,სიწმინდე,ძლიერება,დიდება,მადლიერება,დაუსრულებლობა,ცხოვრება,
მშვიდობა,თავისუფლება,მეფობა,სამართლიანობა და ცხონება.
ყველაფერი ეს არაა უფალი,მაგრამ არის უფალში.იგი დაუსრულებლად მაღლაა ყოველივე ამათზე.
უფალს სურს,ჩვენი გულების საუკეთესო ნაწილში შევუშვათ იგი,რათა ვეურთიერთოთიმ მადლს,რომელთა შესახებაც სწორედ
ახლა ვსაუბრობდით.თუკი აქამდე არ გვიყვარდა იგი როგორც საჭიროა,მაშინ მოვინანიოთ ეს საქციელი,აღმოვფხვრათ ჩვენი დაუდევრობა
და ყველაზე ღრმად შემოვუშვათ უფალი ჩვენს გულში.

მასინ შევძლებთ შევიგრძნოთ მისი ღვთაებრივი სიყვარულის სიტკბო.გადავიხადოტ იმ დროის სანაცვლოდ,როცა არ გვიყვარდა უფალი,
რადგან უკანმოუხედავათ დავკარგეთ იგი და ნეტარ ავგუსტინესთან ერთად წარმოვთქვათ:გვიან შეგიყვარე შენ,ასე უძველესი სილამაზე;
გვიან შეგიყვარე სამწუხაროდ,გავიდა ის დრო,როდესაც არ მიყვარდი!უფალი ადამიანთა გულებში ღვთაებრივი სიყვარულის
ცეცხლის დასანთებად ჩამოვიდა ზეციდან (ცეცხლისა მოვედ მოფენად ქუეყანასა ზედა რაი მნებავს,რაითა აწვე აღეგზნეს!(ლუკ.12,49)
მაშ,ვილოცოთ,რათა მან გაანათლოს ჩვენი გონება იმის შესაცნობად,რომ მთავარია მისი სიყვარული,რამეთუ ჩვენ
იმიტომ არ გვიყვარს,რომ არ ვიცით,როგორც თქვა ღვთიურმა და დაუოკებელმა ღვთისმოყვარე ავგუსტინემ:
მარადიული სინათლე დაანთე ჩემს სულში,რათა შეგიგრძნო,სეგიცნო და შეგიყვარო!
უფლისადმი ესეთი სიყვარული ჰქონდა პავლე მოციქულს,რომელიც ამბობს:ჰოლო ცხოველ არღარა მე ვარ,
არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე.

ჰოლო რომელი ესე აწ ცხოველი ვარ ხორცითა,სარწმუნოებითა ცხოველი ვარ ძისა ღმრთისაითა,
რომელმან შემიყვარა მე და მისცა თავი თვისი ჩემთვის(გალ.2,20).იგივეს გრძნობდა წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი,
როდესაც რომის ქრისტიანებს წერდა:მე მიყვარს იესო,რომელმაც თავი გასწირა ჩემთვის.
რას მივაგებ მე უფალს მთელი ამ წყალობის ნაცვლად?და კიდევ:ჩემი სიყვარული საზღვრებს ლახავს,მწყურია იგი,
მწყურია მისი სასმელი,ვინც უხრწნელი სიყვარული და მარადიული ცხოვრებაა.
როგორ შეიძლება არ გიყვარდეს უფალი,როდესაც მან პირველმა შეგიყვარა შენ?!ჩვენ გვიყუარს იგი,რამეთუ მან პირველდ
შემიყუარა ჩეუენ(1იოან.4,19).მან იმ სიყვარულით შეგვიყვარა,როგორითაც საკუთარი თავი უყვარს.
მის ჩვენდამი სიყვარულს,ყველაზე ნათლად ამტკიცებს ის,რომ მან თავისი მხოლოდშობილი ძის მსხვერპლად გაღებით გამოგვიხსნა
ჯოჯოხეთის სატანჯველისგან და მათ ნაცვლად მოგვანიჭა თვისი მეუფების ბედნიერება:
რამეტუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმა სოფელი ესე,ვითარმედ ძეთა თვისი მხოლოდ შობილი მოსცა მას'(იოან,3,16).
და ბოლოს,არ დაგვავიწყდეს,რომ არც ზეცაში,არც მიწაზე არაფერია უფლის ძის ღვთაებრივ სისხლზე უფრო ძვირფასი.
იმისთვის,რომ ანგელოზთა ცხრა დასს ჰყვარებოდა,მას ერთი წვეთი სისხლიც კი არ დაუღვრია.

ხოლო იმისთვის,რომ ჩვენ შეგვეყვარებინა იგი,უფალმა მთელი თავისი სისხლი დაღვარა.მაშროგორ არ უნდა გვინდოდეს,
გვიყვარდეს იგი?!რაოდენი გაბოროტება იმალება ჩვენში,თუ ყოველი ამ მსხვერპლის შემდეგ,რომელიც უფალმა გაიღო ჩვენი გადარჩენისთვის,
კვლავ გულგრილნი და უგრძნობნი ვრჩებით მის მიმართ?! მაშ,შევინანოთ მეუფისადმი ჩვენი სიცივე და უმადურობა.
და დაე,ამიერიდან ყველა ჩვენი მოქმედების მთავარი საფუძველი მისადმი სიყვარული იყოს.
უფალი არის ჩვენი გულების უფალი,როგორც ამბობს დავითი:ღმერთი გულისა ჩემისაი და ნაწილ ჩემდა არს ღმერთი უკუნისამდე(ფს.72,26).
მაშ,ნეტარ ავგუსტინესთან ერთად წარმოვთქვატ:უფალო,მიიღე ჩემი მეხსიერება,ჩემი ჭკუა,ჩემი ნება,მომანიწე გული,
რომელიც იფიქრებს მხოლოდ იმაზე,რაც შენია;ფიქრი რომელსაც მხოლოდ შენ უყვარხარ;მეხსიერება-შენზე დაფუძნებული'ამინ!

                                                                                                                საპატრიარქოს უწყებანი
                                                                                                          N 36.1-7 ოქტომბერი.2004 წ 
                                                                                                             თარგმნა: თამარ ასათიანმა 
                                                                                  ვებ გვერდზე განათავსა:ლევან ლელუაშვილმა
ნანახია: 1546 | დაამატა: leo_wien | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: