შაბათი
2024-05-11
6:36 AM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† მართლმადიდებლური ფილმები †

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 21 » † უჩვეულო ხილვის შესახებ †
8:55 PM
† უჩვეულო ხილვის შესახებ †

წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი
(წერილი პენსიონერ პ.ნ.-ს)

თქვენ მაუწყებთ უჩვეულო ხილვის შესახებ,რომელიც ეკლესიაში ლოცვისას წარმოგესახათ.
თქვენ იხილეთ,თუ როგორ გამობრძანდა საკურთხევლიდან უფალი ჩვენი იესო ქრისტე და
სამეფო კარის წინ დადგა.შემდეგ გამოვიდა ებრაელი რაბინის მსგავსი ვინმე და უფლის მარცხნივ დადგა; მას მოჰყვა ვინმე ჩალმიანი,რომელმაც ხელი ჩამოართვა მაცხოვარს და მის გვერდით დადგა.
ამ ხილვას თქვენ განმარტავთ,როგორც სურვილს უფლისა,გაათანაბროს ყველა რელიგია და შექმნას ერთი საყოველთაო.
ყველა,ვინც ნაზიარებია უფლის მეუფების საიდუმლოს, გეტყვით,რომ თქვენი ხილვაც და მისი განმარტებაც ცრუა.სული,რომელიც გამოგეცხადათ უფლისგან არაა,არამედ მისგან, ვინც ქრისტეს სარწმუნოებას რქებს უპირისპირებს.
მამაო ჩვენო სრულდება უფლისადმი ლოცვით: არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ღვთის კაცო, ვინ გაბედავს ხელის ჩამორთმევით მიესალმოს უფალს?! ვინ ძალუძს,დაუდგეს,მას გვერდით ? განა ქრისტემ არ უთხრა ებრაელებს: აჰა ესერა დაეტეოს თქუენგან სახელი თქუენი ოხრადა . (მთ.23,28)?!
წინასწარმეტყველება აღსრულდა. ებრაელები მღვდლობისა და მსხვერპლშეწირვის გარეშე დარჩნენ,ეს ყოველივე ქრისტიანებს ებოძათ იმ წამს,როდესაც სოლომონის ტაძარში კრეტსაბმელი ორად გაიპო. მუსლიმებსაც არ გააჩნიათ არც მღვდლობა და არც მსხვერპლი.
განა არ უთხრა ებრაელებს პავლე მოციქულმა: რამეთუ დასასრული სჯულისა ქრისტე არს...(რომ.10.4)და იგი აღიღებს პირველსა მას,რაითა მეორე იგი დაამტკიცოს? მაშინ როგორღა შეიძლება გაუტოლო ქრისტეს ცხოველ რწმენას ის,
რაც უკვე დაიცალა,შეიცვალა და გარდავიდა?! როდესაც თავად მუჰამედი,ქრისტიანებისადმი სიძულვილის მიუხედავად აღიარებს და წერს ყურანში,რომ იესო,მარიამის ძე,განსჯის სამყაროს და მაშასადამე თავად მუჰამედსაც?
რომელ თანასწორობაზე და ერთობაზე შეიძლება იყოს საუბარი?
მაშ საიდან ეს ხილვა? იკითხავთ თქვენ.
მაცდუნებლისგან. ყურადღებიტ დააკვირდით თქვენს ცხოვრებას და ამას დაინახავთ. ჩვენს დროში ძალიან ბევრს საუბრობენ ყველა რელიგიის თანასწორობაზე.ამის შესახებ მცირედმორწმუნენი ამბობენ და თქვენც მათ აზრებსა და სურვილებს აყოლილი.
უფალმა დაუშვა,რომ თქვენი სუბიექტური სურვვილი ხილულად და რეალურად გეხილათ,თქვენ კი ხარობტ ამით,როგორც ღვთის წყალობით.მე კი ამას წყალობას კი არა,უფრო გაფრთხილებას ვუწოდებდი.
მომიტევეთ,მაგრამ თქვენ სხვადასხვა მცნებებს ერთმანეთში ურევთ.სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა თანასწორობა ერთია,ხოლო რელიგიათა თანასწორუფლებიანობა სულ სხვაა.ქრისტიანებს მკაცრად მოეთხოვებათ მოწყალება ყველა ადამიანისადმი მათი აღმსარებლობის მიუხედავად,
მაგრამ იმავედროულად აგრეთვე სარწმუნოების ჭეშმარიტების მკაცრი დაცვაც.
როგორც ქრისტიანს,თქვენ შეგიძლიათ სხვა აღმსარებლობის მიმდევარს შესწიროთ თუნდაც თქვენი სიცოცხლე,მაგრამ ჭეშმარიტება არასდროს,ვინაიდან იგი თქვენგან დამოუკიდებლად არსებობს,იგი თქვენ არ გეკუთვნით.
სწორედ ეს არის თქვენი ლოდი შებრკოლებისა, ამ განსხვავებისა რომ არ გესმით.
ამის გამო მოხდა არევ დარევა თქვენს სულში.თქვენ ქრისტე და მუჰამედი კი არ გიხილავთ-თქვენ საკუთარი სული იხილეთ! შეგეწიოთ მაღალი ღმერთი!
                                                                                                                საპატრიარქოს უწყებანი
                                                                                                         N 36.1-7 ოქტომბერი.2004 წ
                                                                                                                თარგმნა: მარიამ გაგუამ
                                                                                   ინტერნეტში განათავსა:ლევან ლელუაშვილმა
ნანახია: 1148 | დაამატა: leo_wien | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: