პარასკევი
2024-04-26
5:05 PM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† მართლმადიდებლური ფილმები †

მთავარი » 2012 » აპრილი » 18 » † სულიერი და ხორციელი შრომა †
8:55 PM
† სულიერი და ხორციელი შრომა †
 
ერთხელ ძმანი-მოღვაწენი, მივიდნენ ღირს აღათონთან და კითხეს მას,რა უფრო ყურადღების ღირსია: ხორციელი შრომა, თუ სულიერი? ბერმა მიუგო: კაცი წააგავს ხეს, ხორციელ შრომას მოაქვს ფოთოლი, სულიერს კი ნაყოფი და ამიტომ საღვთო წერილი გვარწმუნებს, რომ ყოველმან ხემან, რომელმან არ გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკვეთოს და ცეცხლსა დაედვას (მათ.3.10). აქედან სჩანს, რომ უფრო ყურადღება უნდა მიექცეს ნაყოფს, ესეიგი სულიერ საქმეს.
 
მაგრამ ხისთვის საჭიროა ფოთოლიც, რომ მისმა ჩრდილმა დაიფაროს ნაყოფი მომატებულ სიცხისაგან. ეს კიდევ ცოტაა: ფოთლები ამშვენებენ ხეს, უჩრდილებენ და აგრილებენ მგზავრებს. წმინდა ბერმა სრულიად მართალი სთქვა: დიდად ბედნიერია და კმაყოფილი ის კაცი, რომელიც სულიერად მოღვაწეობს და ხორციელადაც არ რჩება უქმად. სულიერი მოღვაწეობით მოიპოვებს რა იგი სულს, შეუძლია სხვასაც გადასცეს მაცხოვნებელი რჩევა. ხოლო ხორციელი მოღვაწეობით მოიპოვებს რა თავისთვის სარჩო საცხოვრებელს, შეუძლია კეთილი უყოს და დაეხმაროს გაჭირვებულ კაცსაც. გარდა ამისა, ვისაც შრომა უყვარს, მის გულს ვერ შეიპყრობენ ცუდი გულისთქმანი. ამგვარად, ყოველი კაცისათვის საჭიროა შეამკოს თავი თვისი ფოთოლითაც და ნაყოფითაც; წინააღმდეგ შემთხვევაში კაცს ექნება დიდი ნაკლულევანება. მოიხსენიეთ ძმანო შრომანი ჩვენნი და რუდუნებანი, რამეთუ ღამე და დღე ვიქმოდით, რათა არავის დაუმძიმოთ თქვენგანსა და ესრეთ ვქადაგეთ თქვენდა მიმართ სახარებაი იგი ღვთისა (1თესალ.2,9;თესალ38.).
 
                                                                                             მოამზადა: ლევან ლელუაშვილმა
                                                                                  თებერვალი. 2003 წელი
ნანახია: 1048 | დაამატა: leo_wien | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 David  
0
Free knolwedge like this doesn't just help, it promote democracy. Thank you.

სახელი *:
Email *:
კოდი *: