პარასკევი
2024-03-29
0:31 AM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† მართლმადიდებლური ფილმები †

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 24 » † სახარებისეული ხუთი პურის ამბავი საპატრიარქოს მოწყალების სახლში †
4:41 AM
† სახარებისეული ხუთი პურის ამბავი საპატრიარქოს მოწყალების სახლში †

სახარებისეული ხუთი პურის ამბავი საპატრიარქოს მოწყალების სახლში
 
უკვე ათი წელია,საქართველოს საპატრიარქოსტან არსებობს მოწყალების სახლი,
რომელმაც მძიმე მატერიალური გასაჭირის ჟამს არაერთი ადამიანი გადაარჩინა ფიზიკურად.
იგი უწმინდესისა და უნეტარესის,სრულიად საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქის,
ილია მეორის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით გაიხსნა და მრავალი მიუსაფარი ადამიანისათვის
მშობლიურ კერად იქცა,რადგან მისი თანამშრომლები დღემდე გულწრფელი
სიყვარულითა და სითბოთი ხვდებიან აქ მოსულ ადამიანებს.
ჩვენ შევხვდით და ვესაუბრეთ მოწყალების სახლის ხელმძღვანელს,
საპატრიარქოს არქივის გამგეს,ქალბატონ მზია კაცაძეს,რომელიც წლების
განმავლობაში თავდადებით ემსახურება გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს.
 
ქალბატონო მზია,როდის გაჩნდა მოწყალების სახლის გახსნის იდეა?
აფხაზეთის ომის შემდგომ პერიოდში,როდესაც ჩვენს გვერდით მრავალი
უსახსრო და მშიერი ადამიანი გაჩნდა,მისმა უწმინდესობამ პარაკლისის
შემდეგ დამიბარა და ბრძანა,ახალგაზრდებს,სტუდენტებს ძალიან გაუჭირდათ
ფიზიკურად და მატერიალურად,ამიტომ მინდა გაიხსნას უფასო სასადილო,
სადაც ისენი დაპურდებიანო.
სიმართლე რომ გითხრათ,თავდაპირველად ძალიან შევშინდი,იმიტომ,რომ
ჩემი პირადი ტრაგედიიდან გამომდინარე,თვითონაც მძიმე მდგომარეობაში ვიყავი.
მახსოვს,მარხვის პირველი დღე იყო,14 მარტი;
უწმინდესმა მონაზვნებს გაამზადებინა ორი დიდი ქვაბი სადილი და გაეცითო,-ბრძანა.
ვიყავი სრულიად მარტო და ძალიან დაბნეული;თვითონ ის შენობა,სადაც ეს
მუშაობა უნდა წარმართულიყო და ამ სახლის მომსახურეობა მომხდარიყო,
ნახევრად ავარიულ მდგომარეობასი იყო,მარტო გაზქურა გვედგა,
სადაც სწრაფად ვამზადებდით სადილს და ზამთარ ზაფხულ ეზოში გავცემდით
წლების განმავლობაში,რადგან გვეშინოდა,რომ კედელი არ გადმონგრეულიყო.
პირველ ხანებში ძირითადად საპატრიარქოზე ვიყავით დამოკიდებულნი,
პურიც,პროდუქტებიც-ყველაფერი საპატრიარქოდან მოგვქონდა.
პატრიარქის კურთხევით უნდა დაგვეპურებინა ყველა ადამიანი,
განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა;
წარმოიდგინეთ,რამდენი ადამიანი დაგვეხვია იმ დროს თავზე!
შემდეგ,მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით,შეიქმნა
საპატრიარქოსთან არსებული საქველმოქმედო ცენტრი (ლაზარე)
მისი ხელმძღვანელი იყო მათე ბოლქვაძე.
ეს საქველმოქმედო ფონდი რომ გაჩნდა,ხალხის რაოდენობა ძალიან იზრდებოდა,
ბოლოს ფორმა ნ-1 მოვითხოვე,რომელიც მაშინ ფასიანი იყო,აქ მოსული კი ყველა
უსახლკარო,მიუსაფარი,მშიერი იყო.ამის საფასურზეც უკან არ დაიხიეს და
მოხუცებმა აკანკალებული ხელით მოიტანეს ეს ფორმა ნ-1.
მე დღესაც არქივსი მაქვს ისინი შენახული,ხუთიათასს რომ მიაღწია მისმა რიცხვმა,
მერე ვუთხარი,აღარ გვინდა-მეთქი.
პირველ ხანებში დღეში 3400-მდე ადამიანს ვაპურებდით.აქ მოდიოდა ინტელიგენტით
დაწყებული ქუჩის უსახლკაროთი დამთავრებული.
ზოგს ისე უჭირდა მოსვლა,ზოგი თავის შვილს ემალებოდა-დედა,რომელიც მშიერი იყო,
შვილს რომ მძიმე ტვირთად არ დასწოლოდა,არ უმხელდა მას,რომ მშიერი იყო,
ამ დროს ჩუმად ჩვენგან მიჰქონდა საჭმელი.

ალბათ,შორიდანაც დადიოდა გასაჭირში მყოფი და ულუკმაპუროდ დარჩენილი ხალხი?
 
საიდან აღარ მოდიოდნენ-გლდანიდან,ვაზისუბნიდან,ორთაჭალიდან,საბურთალოდან,
ზოგი ფეხით,ზოგი ტრანსპორტით...რამდენიმეს შევეკითხე,როგორ დადიხართ
აქ ყოველდღე-მეთქი და იცით,რა მიპასუხეს? პენსიას აქ მოსასვლელათ ვიზოგავთ,
კვებით კი თქვენს იმედად ვართო.ძალიან მძიმე იყო ასეთი ხალხის ყურება.
აქ,ძირითადად,როგორი ხალხი მოდის,იცით? თავის დროზე რომ მართლა
მარტო ხელფასიტ ცხოვრობდა;პენსიებიც შეუმცირეს და აღარაფერი გააჩნდათ.
მერე თანდათან შემცირდა მათი რაოდენობა,ვინაიდან,სხვაგანაც გაიხსნა
ასეთი მოწყალების სახლები.
დღეისთვის დაახლოებით რამდენი ადამიანი იღებს შემწეობას
საპატრიარქოსთან არსებულ სათნოების სახლში?
 
დღეისთვის 600 ამდე ოჯახს ვკვებავთ,ამას ემატება კიდევ მათი ოჯახის წევრები,
ეს კი დაახლოებით 900-1000 კაცი მაინც არის,ცხელი კერძი კი დღეში
300 ამდე ადამიანს მიაქვს.
რითი არსებობს დღეს ეს სახლი?

ჩვენ,ძირითადად,შემოწირულობებით ვარსებობთ,მაგრამ,ჩვენდა სამარცხვინოდ,
შემოწირულობას ხშირ შემთხვევაში უფრო უცხოელები გაიღებენ,იშვიათად,
რომ ვინმე ქართველი გამოჩნდეს და დაგვეხმაროს.
წლების მანძილზე ყოველ ორშაბათს უწმინდესი თავად სტუმრობდა ამ მოწყალების სახლს,
ამოწმებდა,რამდენად იყო იგი მზად აქ მოსულთა დასახმარებლად.
ერთხელ კიდევაც გვთხოვა,მეც უნდა გავსინჯო,რასაც ისინი მიირთმევენო.
მახსოვს,როგორ მივართვით მას და მოეწონა ჩვენი გაკლეთებული კერძი,
ძალიან გავიხარეთ.შემოწირულობა უღრესად მწირია,მართლაც უფლის იმედად ვართ;
სახარებისეული ხუთი პურის გაბევრება თუ გინდა,
გაიაზრო,ეს ხდება ჩვენი მოწყალების სახლში,მსიერს არავის ვუშვებთ.
ხომ არავის აღნიშნავდით შემომწირველთაგან?
 
უკვე სამი-ოთხი წელია,საპატრიარქო ფქვილს აწვდის შპს'დედას',
(მისი ხელმძღვანელები არიან ბატონი ბესარიონ მახარაძე და ბატონი მიხეილ ბერიძე)
რომლებიც უფასოდ გვიცხობენ პურს.შემომწირველები არიან აგრეთვე
შვილგარდაცვლილი დედები,თავიანთი შვილების დაბადების დღეებზე,
გარდაცვლილების თარიღებში მოაქვთ პროდუქტი ან ფულადი შესაწირი
და იმ დღეს მათი შვილების სახელზე და მათი სულის საოხად გაიცემა
ცხელი კერძი და პური.
ძალიან ხშირად გვეხმარება თვალის ექიმი,ქალბატონი მანანა შეროზია,
აგრეთვე ყურადღებით არიან და ჩვენს გასაჭირს იზიარებენ ბატონი
მამუკა დუნდუა,გოგა გალდავა,ივანე კაპანაძე,ბიძინა ლაბაძე და სხვები.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს წმინდა დავით აღმაშენებლის
სახელობის ტაძრის წინამძღვარი,დეკანოზი მიქაელ წურწუმია.
მან თავის მრევლს გამოუცხადა-ტაძარში დგომა და წირვაზე ყოფნა
ძალიან კარგი და უპირატესია,მაგრამ მას მოწყალების საქმეც უნდა ახლდეს თან.
ამიტომ მრევლმა გადაწყვიტა,რომ შეძლებისდაგვარად,ყოველთვის შეეგროვებინა
შესაწირი და როდესაც რაღაც გარკვეული რაოდენობა მოგროვდება,მოაქვთ.
ეს ჩვენთვის ძალიან დიდი შესაწირია,მათი საქციელი კი სამაგალიტოა.
თითოეულ მოსულს დღეში ვაძლევთ ერთ ულუფა ცხელ კერძს და პურს.
სახლებში ვატანთ მწოლიარე ავადმყოფებისათვის,ხოლო თუ საშვალება გვაქვს,
ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვითაც.
მოწყალების სახლის მომსახურე პერსონალზე რას გვეტყვიტ?
 
უკვე ათი წელია,ეს მოწყალების სახლი არსებობს და მინდა,
ავღნიშნო აგრეთვე მათი საქმიანობა,ვინც ამ ხნის განმავლობაში აქ მუშაობდა.
ესენი არიან აფხაზეთიდან ლტოლვილები-ქალბატონი თამარ შელია,
რომელმაც შვილიცა და ქმარიც აფხაზეთის ომში დაკარგა,მას თავისი შვილის
საფლავიც კი არ აქვს;დეიდა თამარი იქ ყველას უყვარს.
თავდადებისათვის მადლობა მინდა ვუთხრა აგრეთვე ირმა ქარცხიას.
ჩვენთან არის აგრეთვე ქალბატონი მარიამ ვილჰემ-ავსჯანიშვილი;
იგი გერმანელია,ამჟამად ლოგინადაა ჩავარდნილი.
თუნდაც მარტო ამ ადამიანებისთვის ღირდა ამ სათნოების სახლის გახსნა,
რადგან თვითონაც უკიდურესად გაჭირვებულები იყვნენ და საერთოდ,
ყველა აქ მოსული ფიზიკურად ამ მოწყალების სახლმა გადაარჩინა,
აქ მოსულებს ერთმანეთში უკვე გარკვეული ერთიერთდამოკიდებულება აქვთ,
ლუკმას უნაწილებენ ერთმანეთს.
იყო პერიოდი,პური არ გვქონდა,თითო პატარა ნაჭერს ვაძლევდით.
ერთი მეორეს უნახავდა ამ პურს-საოცარი დამოკიდებულება და სიყვარული იყო.
ოჯახებიდან შეკავშირდნენ ერთმანეთთან,ერთმანეთის დარდსა და ჭირს იზიარებდნენ.
განსაკუთრებულად რას გაიხსენებდით ამ ხნის განმავლობაში?
 
გახსოვთ,ალბათ,იმ მძიმე წლებში ქალაქში გაზი გაითიშა,მოწყალების სახლი კი
ორშაბათიდან კვირის ჩათვლით მუშაობს,ათიდან ხუთ საათამდე.
დავრჩით უმწეოდ,დღის განმავლობაში 10-12 ქვაბ სადილს ვამზადებდიტ,
რა უნდა გვექნა? ელექტროენერგიის იმედით ამ სადილის მომზადება შეუძლებელი იყო.
ეს არის დღეში 1200 ულუფა,იმისდა მიხედვით,რამდენი ადამიანი ემატებოდა.
როცა შევიტყობდით,რომ სამი საათისთვის მხოლოდ ერთი ქვაბი იყო დარჩენილი,
კიდევ ვამატებდით.
უწმინდესი,როგორც წესი,ორშაბათ დღეს გადმობრძანდა სანახავად და აღმოჩნდა,
რომ სადილი მზად არ იყო.გაოცებულმა იკითხა-რა ხდება? ავუხსენით,
რომ გაზი გაითიშა და იმ დღეს მხოლოდ პური გავეცით.
გვისაყვედურა-თქვენ მამაპაპური ადათ-წესები დაგავიწყდათო? მართლაც,
გარეთ გავაკეთეთ ზედადგარები,მასზე ვდგამდით ამ ქვაბებს და დღეში
1200-1500-მდე ულაფას ვაკეთებდით.
კიდევ ერთი რამ მინდა,აუცილებლად ვახსენო-მოსულთაგან ზოგს წნევა აწუხებდა,
ზოგს წამალი სჭირდებოდა;მაშინ ქალბატონმა ანი თოფურიამ (იგი რევმატოლოგია),
თქვა,ამ ადამიანებს საველე პირობებში მომსახურება გავუწიოთ.მართლაც,
დავიწყეთ ამის გაკეთება,ჩემი მეგობარი ექიმები შემოვიკრიბე,
უწმინდესს შევახვედრე კიდევ 150-მდე ექიმი,მათ იტვირთეს,თავიანტ სამუშაო
ადგილებზე მიეღოთ ჩვენგან გაგზავნილი პაციენტები;უტარებდნენ კონსულტაციებს,
ზოგი იქვე მათთვის წამალს ყიდულობდა...ამ დროს არ შემიძლია არ გავიხსენო
ახლახან გარდაცვლილი ბატონი ბადრი ჩლაიძე,რომელიც საკუთარი ფულით
ყიდულობდა წამლებს,ყველანაირ დახმარებას უწევდა მათ;
მის გვერდიტ კიდევ სხვა მრავალი ექიმი,
მაგრამ განსაკუთრებული იყო ქალბატონი ცისანა შარტავა,რომელიც დღემდე
მუხლჩაუხრელად შრომობს;ეს არის ადამიანი,რომელიც სხვისთვის ცხოვრობს.
გარეთ გვიხდებოდა პაციენტების მიღება,ეზოში დიდი გრძელი მაგიდები დგას,
დაჯდებოდა ქალბატონი ცისანა,შემოუსხდებოდნენ ეს ადამიანები გარშემო...
ერთი ჩემოდანი ჰქონდა,რომელშიც სამსახურიდან წამოღებული წამლები მოჰქონდა
(რომელთა შემოწირვის საშუალებაც ჰქონდთ,ექიმებსა და ავადმყოფებსი აგროვებდნენ);
შემდეგ კი ყინვასა და სიცხეში ღებულობდა მათ და შეძლებისდაგვარად წამლებითაც ეხმარებოდა.
დღეს კი მის საქმიანობას აგრძელებს საპატრიარქოს ექიმი ლალი ვაჭარაძე.
1999 წელს ბრიტანეთის საელჩო დაგვეხმარა და შენობას რეკონსტრუქცია გაუკეთდა,
მუშაობას ვაგრძელებთ;თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი,ჩვენი გამამხნევებელი
ყოველთვის იყო უწმინდესის სიტყვები-თუ აქ კეთილსინდისიერად იმუშავებთ,
ეს თქვენ გაცხოვნებთო.
ამგვარად შთაგონებულებმა ჩვენც გავითავისეთ უპოვართა გასაჭირი და ვცდილობთ,
ჩვენი საქმიანობა შეძლებისდაგვარად ღვთისსათნოდ წავმართოთ.
 
                                                                                                                საპატრიარქოს უწყებანი
                                                                                                                N 9.11-17 მარტი.2004 წ
                                                                                                       ესაუბრა: ხათუნა რაქვიაშვილმა
                                                                                    ვებ გვერდზე განათავსა:ლევან ლელუაშვილმა
 
ნანახია: 1313 | დაამატა: leo_wien | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: