პარასკევი
2024-04-26
10:47 PM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† მართლმადიდებლური ფილმები †

მთავარი » 2012 » აპრილი » 13 » † ნეტარ არიან მშვიდნი რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა †
9:40 PM
† ნეტარ არიან მშვიდნი რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა †
 
სამოთხეში მკვიდრობის დროს ადამ და ევა სრულ სულიერ სიმშვიდესა და ნეტარებას განიცდიდნენ. მათში უკეთური გულისთქმები არ არსებობდა და ფიქრითაც კი არ სცოდავდნენ.მათი გონება იყო უმანკო.სამოთხეში ყოფნის დროს ადამმა და ევამ ეშმაკის ნება აღასრულეს,რის გამოც შეირყვნა მათი გონება და კეთილი გულისთქმები უკეთურით შეიცვალა.დაირღვა მათი სულიერი სიმშვიდე.მოხდა ცოდვით დაცემა,რომელიც მემკვიდრეობით გადმოვიდა კაცობრიობაზე.ადამიანის ვალია დაიბრუნოს სამოთხისეული ნეტარება და მიაღწიოს სულიერ სიმშვიდეს. იმათ რომელთაც სიმშვიდე აქვთ,მაცხოვარი ქვეყნის დამკვიდრებას ჰპირდება.როგორ შეიძლება რომ ადამიანმა,რომელიც სწორედ თავისი მშვიდი ბუნების გამო აღმატებასა და უფლებებს არ ეძიებს,დაიმკვიდროს ქვეყანა? ჩვენ ვიცით,რომ ეს აღთქმა ხშირად სრულდება.მშვიდი და წყნარი იყო დავით წინასწარმეტყველი და არც ფიქრობდა სხვა რამ ღირსება,გარდა მწყემსობისა,მიეღო,მაგრამ ღმერთმა იგი სამეფო ტახტზე აღამაღლა. მშვიდნი და გულით მდაბალნი იყვნენ პირველი საუკუნეების ქრისტიანები,უსჯულოთაგან დევნილებსა და წამებულებს არც სადგომი ჰქონდათ და არც საზრდო,მაგრამ შევხედოთ,ვინ დაიმკვიდრა ქვეყანა,სად არიან მათი მდევნელები,მაშინ,როცა,რაც ქვეყნად განათლება,ძლიერება თუ წარმატებაა,ყოველი ქრისტიანის ხელშია.
 
აი, კიდევ ერთი მაგალითი ღმერთის სიტყვის აღსრულებისა (გაბრიელ ქიქოძე) ადამიანში მშვიდობის სული თავისთავად არ დაიმკვიდრებს,ის დიდი შრომითა და ღვაწლით მოიპოვება.თუკი აღვასრულებთ უფლის მცნებას,მაშინ მოვა ღმერთი მშვიდობისა და მარადიულად დაიმკვიდრებს ჩვენში.სიმშვიდე არის ადამიანის სულიერი მდგომარეობა,რომელიც გამოიხატება მის მოქმედებებსა და ადამიანებთან ურთიერთობებში.მშვიდ ადამიანს ეძლევა სულიწმინდის შემდეგი ნაყოფები: სიხარული,მშვიდობა,სულგრძელობა,სიტკბოება,სიკეთე,სარწმუნოება,მყუდროება და მოთმინება,რაც ღვთის უდიდესი ნაბოძვარია.მშვიდი სიტყვა და პასუხი გულისწყრომას აცხრობს,უკეთური სიტყვა კი რისხვას იწვევს.ტკბილი საუბარი სიცოცხლის ხეა,უკეთური კი სულის შემუსვრა.
 
მშვიდ ადამიანს,რომელიც სათნოებით არის შემოსილი,ამ ქვეყანაზე აქვს მოპოვებული ნეტარება,ხოლო ცოდვებით სავსე ადამიანის გული ბოროტებითაა აღვსილი და აქვე ჯოჯოხეთში იმყოფება.მშვიდი ადამიანი არც თვითონ ღიზიანდება და არც სხვებს აღიზიანებს.ქრისტიანის სიმშვიდე გამოიხატება იმაში,რომ მოთმინება იტანს წყენას,რომელსაც ადამიანები აყენებენ მას.სიმშვიდე არის ბოროტების,მრისხანების,შურისძიების,სიძულივილის,ღალატის,ცილისწამებისა და სხვა მრავალი ცოდვის საწინააღმდეგო სათნოება. მშვიდი ადამიანი ყოველთვის მლოცველია თავისი მაჭირვებლის უკეთურებაზე და სურს ამ ადამიანის გამოსწორება,ლოცულობს მისთვის და მის განსჯას უფალს მიანდობს,როგორც გვმოძღვრავს წმინდა პავლე მოციქული: თუკი შესაძლოა თ ქვენისმხრივ,მშვიდობისმყოფელნი იყავით ყოველი კაცის მიმართ. თქვენი თავისთვის ნუ იძიებთ შურს,საყვარელნო,არამედ მიეცით ადგილი ღმერთის რისხვას. ვინაიდან დაწერილია: ჩემია შურისგება,და მე მივაგებ,იტყვის უფალი (რომ.12.18-19). ღმერთი მშვიდ ადამიანებს აღუთქვამს ქვეყნის დამკვიდრებას,რაც ნიშნავს,რომ მშვიდი ადამიანი ამ ცხოვრებაშიც დაცული იქნება განსაცდელის ჟამს და გარდაცვალების ჟამს ის დაიმკვიდრებს ზეციურ ქვეყანას.
 
                                                                                                 მოამზადა(ლევან ლელუაშვილმა)
                                                                                         მუზა (მაია მეგრელიშვილი)
ნანახია: 1646 | დაამატა: leo_wien | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 Thaty  
0
That kind of tihiknng shows you're on top of your game

სახელი *:
Email *:
კოდი *: