პარასკევი
2024-04-26
5:58 AM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† მართლმადიდებლური ფილმები †

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 23 » † ინტერვიუ გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოს ექვთიმესთან (ლეჟავა) †
12:36 PM
† ინტერვიუ გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოს ექვთიმესთან (ლეჟავა) †

დღეს შეიძლება,ვინმეს ეგონოს,რომ ეპისკოპოსობა მხოლოს პატივია...
ჩვენ ყველანი ათეიზმის უღმერთო ხანაში გავიზარდეთ,შემდეგ კი დადგა ჟამი,
როდესაც ეკლესიაში მოვედით;
როდის და როგორ მოხდა ეს პროცესი თქვენს ცხოვრებაში?
 
ძველ ქრისტიანულ სამყაროში უკვე ბავშვობიდან,ოჯახიდანვე ეზიარებოდნენ
ყველანაირ ქრისტიანულ სიწმინდესა თვითონ ეკლესიას;სამწუხაროდ,ჩემს ცხოვრებაში
ასე როდი მოხდა-ათეისტურ ეპოქაში ვცხოვრობდი;ასე ვიყავით თითქმის ყველა,
ვინც კომონისტური სივრცეში დავიბადეთ.
მაგრამ მადლობა ღმერთს,რომ იმ დროსაც იყო ძალიან ბევრი მორწმუნე,
თუნდაც ჩვენი უწმინდესი-ღვთისნიერ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა;ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს,
რომ ხშირად ასეთი გარემოდან გამოსული ადამიანები შემდეგ ივიწყებენ ამას და უფრო მეტი პრეტენზია აქვთ-
საკუთარ თავს უდარებენ თუნდაც იგივე დიდ მამებს,დიდ მორწმუნე ხალხს,
ვინც ბავშვობიდან ეზიარა ჭეშმარიტ ქრისტიანულ ღირებულებებს და
ეს მისი გარემო იყო;მე მაგალითად,ვთვლი,რომ თუნდაც ეს საბაბი უნდა იყოს შემზღუდველი და
ოდნავ შემაჩერებელი ყველა იმ პრეტენზიისადა შემდგომში ყველანაირი მაღალი სიტყვის წარმოთქმაში.
ეს იმიტომ,რომ ამ შემთხვევაში ადამიანი,უბრალოდ,მადლობელი უნდა იყოს,
რომ ღმერთმა მისი ეკლესიაში მოსვლა დაუშვა.
ეს უნდა იყოს,ალბათ,ერთ-ერთი,რაც მას მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა ახსოვდეს.
მეც ასე მოვედი ეკლესიაში,ათეისტური გარემოდან,ურწმუნოებიდან.თავისთავად,მწამდა ის
ღირებულებები და ფასეულობები,რასაც სამშობლო,მეგობრობა,სიკეთე,სიმართლე
თუ სხვა ჰქვია,ამას,ალბათ,ყველა ადამიანი აღიარებს.დანარჩენი ცხოვრების შეუსაბამობებმა,
საკუთარმა უძლურებამ,რაღაცეების ვერშეძლებამ,ამბიციამ,პრეტენზიამ განაპირობა.
თავმდაბლობა ხომ იქიდან მოდის,,როცა ადამიანი ცხოვრებით კმაყოფილია.
უკმაყოფილება კი იქიდან,რომ ამბიციურია და ფიქრობს,რომ მეტი ეკუთვნის და
ეს სამყარო უსამართლოა მის მიმართ.ალბათ მეც ასეთი ვარ,მაგრამ,მადლობა ღმერთს,
ასეთი განწყობა ბევრ რამე უჯეროს აკეთებინებს ადამიანს,მე კი ღმერთთან მომიყვანა.
ესეც სამადლობელია,მადლობა უნდა შესწირო ადამიანმა ღმერთს,მადლიერი უნდა იყო.
ყოველ შემთხვევაში ვთვლი,რომ შეიძლება,ვერ გამოვხატავ იმ მადლიერებას,
მაგრამ ვიცი,მადლიერი უნდა ვიყო ღვთისა.
დღევანდელი გადასახედიდან უკვე კარგახანია,30 წელი იქნება,რაც მოვედი,
უკვე საკმაოდ ჩამოყალიბებული ადამიანი ვიყავი,გავაცნობიერე,რომ არსებობს
ღმერთი და ამ მხრივ სატრაბახო არაფერი მაქვს.
 
შემდეგ ეს გზა როგორ გაიარეთ ეპისკოპოსობამდე?
 
1989 წელს ბეთანიაში მოვედი და იქიდან დავიწყე.
მაშინ ბეთანიის მონასტერი ერთადერთი ნავთსაყუდელი იყო.ყველა იქიდან იწყებდა და
მეც მანდ მივედიიმ გადაწყვეტილებიტ,რომ მონაზონი გავმხდარიყავი,
დანარჩენზე არ მიფიქრია,თავისთავად ასე აეწყო ღვთის ნებით.
ეს გზა სულ ბეთანიაში გაიარეთ?
 
მახსოვს,რომ ზედაზენზეც იყავით...
მამა გიორგი ბარიშვილი მასინ ბეთანიაში მოღვაწეობდა,მღვდელ მონაზონი იყო.
იგი გადაიყვანეს მარტყოფში,მეც მას გავყევი.მე და მამა გიორგის
ჯერ კიდევ ერიდან ახლო ურთიერთობა გვქონდა.
გავყევი მას და ერთად წავედით მე,მამა გიორგი და მამა შიო (გაბრიჩიძე)მარტყოფში,
ზამთარი იყო,დიდი თოვლი იდო.შემდეგ გადამიყვანეს სხალთაში,აჭარაში,
იქ მეუფე იობი ბრძანდებოდა,მასინ არქიმანდრიტი იყო.აქედან
მისმა უწმინდესობამ დამადგინა ზედაზენზე,მასინ დიაკვნის ხარისხში ვიყავი.
ზედაზენზე წელიწადნახევარი დავყავი,იქიდან კი მამა გიორგისთან ერთად შიომღვიმეში
გადავედი,სადაც დაახლოებით ორი წელი გავატარე,მერე უკვე პატრიარქმა დამაბრუნა ზედაზენზე,
სადაც ჩემი ყოფნა მთლიანობასი,რვა წელს მოიცავდა.ბოლოს გარეჯსი გადავედი.
ერთი რამე კი უნდა ითქვას-ადამიანი ხომ ცხოვრებით სწავლობს,
ეკლესიასი მოღვაწეობის მთავარი დასაყრდენი არის ის,რომ საკუთარი ნებით
გადაწყვიტო მოღვაწეობის მიმართულება და ყოველთვის უნდა დაელოდო.
მერე გარეჯიდან ისევ ზედაზენზე დავბრუნდი ძალიან ცოტა ხნით,
რადგან პატრიარქმა დამადგინა ყოვლად წმინდა სამების მშენებარე მონასტერში.
იქიდან კი ისე მოხდა,რომეპისკოპოსის ხარისხში ამიყვანეს.
მე იმთავითვე მიყვარდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეს ტაძარი,
რომელიც გურჯაანშია,ჩემს ეპარქიაში დამხვდა;ადრე სულ მინდოდა,
რომ აქ მონასტერი ყოფილიყო.შემდეგ ასეც მოხდა და მეუფე ანდრიას (გვაზავა)
დროსაც იყო აქ დედათა მონასტერი.
 
ადრე ეს ერთი დიდი ეპარქია იყო,რომელიც საგარეჯოსა და გურჯაანს მოიცავდა.ახლა იგი ცალკე გაიყო...

დიახ ,ახლა ეს გურჯაანის და ველისციხის ეპარქია;მგონი,კარგია,იმიტომ,
რომ საეკლესიო ისტორიიდან ცნობილია,რომ ძველად თითოეულ ქალაქს ეპისკოპოსი ჰყავდა.
დღეს შეიძლება ვინმეს ეგონოს,რომ ეპისკოპოსობა მხოლოდ პატივია და პასუხისმგებლობა,
მაგრამ უმთავრესია ყურადღება მორწმუნე ადამიანების მიმართ მრევლისა,ანუ მაყურებლობა,
ეს ეპისკოპოსის ფუნქციებში შედის.
რაც უფრო მრავალრიცხოვანია მრევლი,უფრო ძნელია ყურადღების მიქცევა და
საქმის სათანადოდ მართვა.მე მგონი,კარგია,ასე რომ პატრიარქმა გადაწყვიტა.
ახლა ეს ეპარქია გურჯაანის რაიონის საზღვრებს მოიცავს.
დღეს ეპარქიაში მხოლოდ ერთი მოქმედი მონასტერია?

დიახ,მამათა მონასტერი ერთია,დედათა მონასტერი არ გვაქვს.
არც გარემოა ისეთი,არც ადგილი გვაქვს.ეს საცხოვრებელიც,სადაც ჩვენ ვცხოვრობთ,
ეკლესიის კუთვნილებაში ჯერ არ არის გადმოცემული.
ერთმა მორწმუნე ოჯახმა,გვარად დუგლაძეებმა,დაგვითმეს თავიანთი საცხოვრებელი ბინა.
ამ სახლში ადრე მეუფე ანდრია (გვაზავა)ცხოვრობდა,როდესაც ამ ეპარქიის
მღვდელმთავარი იყო.
ზურაბ დუგლაძე ძალიან კარგი ადამიანია,მას ჯერ კიდევ ბეთანიიდან ვიცნობ;
მრევლიდან წამომყვნენ გოგონები,მონაზვნობა სურთ,მაგრამ ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი;
ასე ცხოვრობენ ისინი მცირედი ტიპიკონით.
მამათა მონასტერში რამდენი ადამიანია?
აქ ვართ თხუთმეტნი,ძალიან ბევრიც არ არის მაგრამ არც ცოტაა.
მღვდელმონაზონი რამდენია? 

არქიმანდრიტი სელაფიელი,რომელმაც ფეხი იტკინა და ახლა სამკურნალოდ არის თბილისში;
მღვდელმონაზონი რაფაელი,რომელიც ძალიან მოშურნე და ენერგიული კაცია.
რამდენი ბერია?
 
ბერი არის მამა კაპრიანე,მამა რაფაელი,მამა სელაფიელი,დიაკვნები-მამა გიორგი და მამა ევაგრე;
დანარჩენი ძმები შემოსილები არიან მორჩილის კაბით,გვყავს კიდევ შეუმოსავი ოთხი ადამიანი.
აქ მამა ანგიაც(ჩოხელი)მოღვაწეობდა...

დიახ,სამწუხაროდ,ასეთი განსაცდელი მოგვივლინა უფალმა ჩვენც და მამა ანგიასაც.
მამა ანგიამ დაამთავრა თავისი ამქვეყნიური მოღვაწეობა და წარუდგა ღმერთს...
ჩვენ გვაქვს სასოება ღვთისადმი;
უფალი ხომ ამბობს,რასაც ითხოვთ,მოგეცემათო და ჩვენ ლოცვებსი ვითხოვთ,
რომ მამა ანგია დაამკვიდროს სანახებსა მართალთასა;მამა ანგია კარგი კაცი იყო;
ვისაც რაღაც შეხება მაინც ჰქონდა მასთან,ყველას გულსი ტკივილი და სინანული დაუტოვა.
რამდენი მოქმედი ტაძარი და მღვდელმსახურია ეპარქიაში?

ეპარქიაში არის ექვსი მღვდელმსახური (ამ ბერებს თუ არ ჩავთვლით)ეს არის,
დეკანოზი მიქაელი ხიხაძე,მღვდელი ამირანი გოგლიძე,მღვდელი გრიგოლი მთვარელიშვილი,
დეკანოზი იოანე მიტიჩაშვილი,დეკანოზი ბარნაბა,მამა თეიმურაზი მეუფე დავითის
(მახარაძე)მიერ იყო დადგენილი დიაკვნად და იგი მე ვაკურთხე მღვდლად.
ესენი არიან ჩვენი ეპარქიის ღვთისმსახურები.
შესაბამისად არის ექვსი მოქმედი ტაძარი?
 
საბაწმინდასი არის მამა ამირანი,კიდევ აღდგენენ წმინდა გიორგის ტაძარს
ბაკურციხეში და იმასაც იგი უწინამძღვრებს;მამა მიქაელი არის გურჯაანის
მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის საკათედრო ტაძარში,
მამა გრიგოლი-ვაზის უბანსა და კაჭრეთში (იქ ტაძარი არ გვაქვს,
სკოლის შენობასი გაიხსნა სამლოცველო სახლი,ტრაპეზი არ გვიკურთხებია,მაგრამ
მოძრავი ოდიკია და წირვა აღესრულება ყოველ შაბათს)წირავს მამა გრიგოლი.
საკმაოდ ენერგიული ადამიანია და ყველას მალე შეაყვარა თავი.
მამა თეიმურაზი შაშიანშია;მამა იოანე არის ველისციხეში;მამა ბარნაბა
ჩუმლაყსა(სადაც ახლა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარი შენდება)და კოლაგშია,
სადაც ნაკურთხი ტრაპეზია.
 
ბაკურციხეში არის ერთი საინტერესო ტაძარი,სადაც მოღვაწეობდა წმინდა გრიგოლ ფერაძის მამა,
იგი იქვეა დაკრძალული და თვითონაც აქ მსახურობდა წიგნისმკითხველად...
 
სწორედ ამ ტაძრის შესახებ გესაუბრებოდით,მისი რესტავრაცია ახლა მთავრდება;
მე მგონი,ტრაპეზსაც გააკეთებენ,ამ ყველაფერს მამა ამირანი უდგას სათავეში და ალბათ,
მოკლე ხანსი გაკეთდება.
 
როგორ ფიქრობთ,რა პრობლემები აქვს დღევანდელ ადამიანს?
 
დღევანდელ ადამიანსაც,ალბათ იგივე პრობლემები აქვს,რაც 2000 წლის წინ;
სახარება არ მოძველებულა,არც მოძველდება და ადამიანიც არ იცვლება,ალბათ მეორედ მოსვლამდე;
იმიტომ,რომ ასეა ნათქვამი,რომ ღვთის რჩეული ხალხი,ანუ ვინც თვითონ ღმერთს აირჩევს,გადარჩება,
დანარჩენი წარწყმდება,პრობლემები სულ იქნება;რაც იყო,იგივე იქნება შემდგომშიც,
ასე რომ,ამ მხრივ,დიდი სხვაობა არ არის.
რას ეტყოდით სრულიად საქართველოს მრევლს?
 
იმაზე მეტი რა უნდა ვთქვა,რაც ამდენი საუკუნის განმავლობაში უთქვამთ მამებს-
უნდა გვქონდეს სასოება და იმედი ღვთისა,რადგან იმედიტ მიეახლება ადამიანი უფალს;
კიდევ ერთი რამეა,ყველა ადამიანი ინდივიდია;ყველა თავისებურად მიეახლება უფალს
და რაღაც თავისი დამოკიდებულება აქვს,მაგრამ მე მაინც ვიტყოდი,რომ მათი
გამაერთიანებელი არის მადლიერება,ამას უნდა მივაღწიოთ ყველამ;
როცა გულში მადლიერებაა,მასინ ყველაფერი კარგად იქნება.
ბევრს უყვარს ხოლმე აღნიშვნა მადლის შესახებ,რომ სადღაც მადლია
და სადღაც კიდევ არ არის;ეს,ალბათ,იმით უნდა განსაზღვრო,
თუ რამდენად მადლიერი ხარ;როცა გულსი მადლიერებაა,მადლიც მასინ მოქმედებს.
ზოგი შემოვა ტაძარსი,მხოლოდ დაათვალიერებს და წავა;
ამიტომ მისთვის შეუგრძნობელია მადლი;როცა შემოხვალ და
მადლიერება დაისადგურებს გულში,მაშინ უნდა ჩათვალო,რომ ტყუილად არ ყოფილხარ.
და ბოლოს,რას იტყოდით ჩვენი გაზეთის,საპატრიარქოს უწყებანის-შესახებ?
გაზეთი და საერთოდ,სიტყვა ძალზე მნიშვნელოვანია;სიტყვით მიეახლება და უგებს
ერთი ადამიანი მეორეს;ჩვენ სიტყვიერი,წიგნისმიერი სარწმუნოების ხალხი ვართ,
თან კიდევ ის არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ ჩვენს ტრაპეზზე დევს წიგნი-სახარება;
დღეს ზოგი უკვე იმასაც ამბობვს,წიგნი რა საჭიროაო;პირიქით,წიგნზე საჭირო რა უნდა იყოს,
თუმცა იმასაც გააჩნია,რა წიგნია;თორემ სახარებაც არის წიგნი და კიდევ სხვასაც წიგნი ჰქვია,
რომელსაც არანაირი სარგებელი არ მოაქვს.
თქვენი გაზეთის შესახებ კი რა უნდა ითქვას,იწერება ის,რაც ღმერთს ეხება და
ადამიანის სატკივარია ეს კი ძალიან კარგია.
ღმერთმა დაგლოცოთ,გაგახაროთ და გაგაძლიეროთ;ეს მოსურნეობა არ მოგაკლოთ
და გაგიმრავლოთ,თავდადებულად გეცხოვროთ მთელი ცხოვრების მანზილზე
სადიდებლად ღვთისა და საცხოვნებლად სულისა,რაც ერთი და იგივეა.
 
                                                                                                           საპატრიარქოს უწყებანი
                                                                                                     N 36.1-7 ოქტომბერი.2004 წ 
                                                                                                ესაუბრა: ხათუნა რაქვიაშვილმა 
                                                                        ვებ გვერდზე განათავსა:ლევან ლელუაშვილმა
ნანახია: 1926 | დაამატა: leo_wien | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 Thais  
0
Taking the oervview, this post is first class

სახელი *:
Email *:
კოდი *: