ოთხშაბათი
2024-05-08
7:00 AM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† მართლმადიდებლური ფილმები †

მთავარი » 2012 » აპრილი » 18 » † ღირსი მამა ანტონ მარტყოფელი †
0:29 AM
† ღირსი მამა ანტონ მარტყოფელი †
 
ღირსი მამა ანტონ მარტყოფელი ცამეტ ასურელ მამასთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში. წმინდა იოანე ზედაზნელის ლოცვა კურთხევით კახეთს დაემკვიდრა საქადაგებლად. მისმა მადლმოსილმა ლოცვამ და სასწაულებმა უამრავი ხალხი მიიზიდა. წმინდა ანტონმა მათთვის ეკლესია ააშენა ალაზნის გაღმა, თვითონ კი მივარდნილ ადგილას დაეყუდა სამოღვაწეოდ. წმინდა მამა მუდამ თან ატარებდა მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს, რომლის წინაშეც დღე და ღამე ლოცულობდა. უკაცრიელ ადგილას დამკვიდრებულ მოღვაწესთან ყოველ საღამოს მოდიოდნენ ირმები და თავიანთი რძით კვებავდნენ ღირს მამას. ერთ საღამოს ირმები ადრე მოვიდნენ დაფეთებულნი, უკან დაჭრილი ნუკრი მოსდევდათ. გაოცებული ანტონი ირმებს კვალში ჩაუდგა და ნახა, რომ ველზე ვიღაც წარჩინებული ნადირობდა.
 
ის მახლობელი დაბის მამასახლისი აღმოჩნდა. მონადირე გაოგნებული მიაჩერდა მხცოვან ბერს, რომელსაც გულზე ხატი ეკიდა და ისე იდგა ირმების ჯოგში. მამასახლისმა ის საშიშ კაცად მიიჩნია და მხლებლებს უბრძანა, წმინდანი მჭედელთან წაეყვანათ ხელის მოსაჭრელად. მჭედელმა შანთი გაახურა, მაგრამ როგორც კი აღმართა წმინდა მამის ხელის მოსაჭრელად, დავარდა ქუე და ხელნი, ვითარცა შეშანი შეექმნეს. მჭედელი გაოგნდა, შეშინდა, წმინდა მამამ კი ჯვარი გადასახა და განკურნა. როდესაც ამ სასწაულის შესახებ მამასახლისს საუწყეს, მიხვდა, რომ მის წინაშე ხვთის მადლით შემოსილი ადამიანი იდგა, თაყვანი სცა მას და აღუთქვა, მიეცა ყოველივე, რასაც წმინდა მამა მოითხოვდა.
 
წმინდა ანტონმა ქვამარილის ნატეხი მოითხოვა. მას მარილის ორი ლოდი მიართვეს, მაგრამ მხოლოდ მცირეოდენი ჩამოტეხა და თავის სადგომს მიაშურა, ქვამარილი კი თავისი სენაკის ახლოს დადო ირმებისთვის. წმინდა მამის შესახებ მახლობელ სოფლებში გაიგეს და მასთან მრავალმა ხალხმა იწყო სიარული. ბევრი დარჩა კიდეც მასთან სამოღვაწეოდ. მამა ანტონმა მათთვის მონასტერი ააშენა, თვითონ კი მთის მწვერვალზე, სვეტზე დაეყუდა და იქ მოღვაწეობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში. ღირს მამას უფლისგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე. მოუწოდა მოწაფეებს, უკანასკნელად დაარიგა და აკურთხა ისინი, თვითონ კი ხატისწინ დაჩოქილი აღესრულა. ღირსი მამა ანტონის გვამი სვეტიდან ჩამოასვენეს და მის მიერ დაარსებულ მონასტერში დაკრძალეს ღვთისმშობლის ხატის წინ.
 
                                                                                               მოამზადა: ლევან ლელუაშვილმა
                                                                             იანვარი.2004 წელი
ნანახია: 1389 | დაამატა: leo_wien | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 Dheeraj  
0
Hallelujah! I ndeeed this-you're my savior.

სახელი *:
Email *:
კოდი *: