შაბათი
2024-12-07
0:10 AM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

სასწაულები

მთავარი » სტატიები » Мои статьи

† სრულიად ნახვა †
ღირსი შიო მღვიმელის
სასწაულები
მამა შიო, ნიშნად მონასტრის ძმობასა და, საზოგადოდ, ქართველებთან მარადმყოფობისა, ყოველ ყველიერის ხუთშაბათს, თავისი ხსენების დღეს, სასწაულს მოუვლენდა ერს - ძვალნი მისნი თავისით ამოიწეოდნენ და ეკლესიაში დაბრძანდებოდნენ ხოლმე. ერთხელ შაჰ-აბასმა თავისი ტყვის, ამილახვრის ქალის, გული რომ მოეგო, ბრძანა და მისი საყვარელი წმინდანის, ღირსი შიოს, ძვალნი სპარსეთში წააღებინა. ამის გამო დიდი უბედურება დაატყდა სპარსეთს - ჭირი, შიმშილი, გვალვა, სიბერწე ქალისა თუ პირუტყვისა... სამი წლის რისხვის შემდეგ წმინდა შიო ერთ მოლას გამოეცხადა და უბრძანა, მისი წმინდა ნაწილები უკანვე დაებრუნებინთ. შეშინებულმა შაჰმა ოქროს საცხედრეში ჩააბრძანა წმინდანის ნაწილები და განთავისუფლებულ ამილახვრის ქალთან ერთად საქართველოში გამოაგზავნა.
 

1735 წელს, შიოობას, ტაძარში ღირსი მამის სამი ნაწილი ამოსულა: თავი და ორი მკლავი. მანამდე ამდენი ნაწილი ერთდროულად არასოდეს ამოსულიყო. გაუკვირდათ ქართველებს... იმ წელს გარდაიცვალა კათოლიკოსი ბესარიონი. იმავე წელს ნადირ-შაჰმა დაარბია მონასტერი და წმინდა მამის განსასვენებელი დაანგრია. ამის შემდეგ ეს დიდი სასწაული აღარ აღსრულებულა, თუმცა ამბობენ, რომ ერთხელ, 1917 წელს, შიოობას, ამობრძანებულა ღირსი მამის თავი. ეტყობა, მამა შიომ დიდი განსაცდელის წინ გააფრთხილა და განამხნევა ქართველობა.
† † †
ბოლო დროს, როგორც შიომღვიმელი მამები ამბობენ, მამა შიოს სასწაულები ძალზე მომრავლებულა.
ერთხელ შიომღვიმეში ვინმე კაცთაგან შევიწროებული ასულა. საღამო ყოფილა და წინამძღვარს მავედრებელი წმინდა შიოს მღვიმის მოსალოცად გაუგზავნია. მომლოცველი მარტო, ხელის ცეცებით ჩასულა გამოქვაბულში და მიწაზე დამხობილა, რათა წმინდანის საფლავისთვის (მღვიმეში მამა შიოს პირობითი საფლავის ქვა დევს, მიწის ზედაპირდან ნახევარ მეტრზე ამოწეული) ეცა თაყვანი, მაგრამ ქვა ვერ იპოვა. იატაკზე დაწოლილა და ტრიალი დაუწყია, ქვა რომ ეპოვა, მაგრამ ამაოდ. კაცს ძალზე შეშინებია. უეცრად მის წინ ნათლით შემოსილი წმინდა შიო აღმართულა, რომელსაც დაუმშვიდებია, უნუგეშებია იგი და ეკლესიური ცხოვრებისკენ მოუწოდებია. გამოცხადება დასრულდადა კაცმაც უმალვე იპოვა საფლავის ქვა...
 

† † †
ერთ იმერელ ქალს, სნეულებისგან ლოგინად ჩავარდნილს, ძილში წმინდა შიო გამოსცხადებია და უთქვამს, მოდი ჩემთან და განიკურნებიო. ქალი ტაქსით ამოსულა, მანქანა გაუშვია, საღამომდე ულოცია წმინდა მამის საფლავთან, მიმწუხრისას კი, უკვე განკურნებული, საკუთარი ფეხით დასდგომია მცხეთის გზას. როცა მეორედ მისულა მონასტერში, უთქვამს, ქალაქამდე მამა შიომ ჩამაცილა და მითხრა, აღარ იავადმყოფებო...
 

† † †
ერთ ებრაელს შეუტყვია მამა შიოს სასწაულების ამბავი, ამერიკაში დაბრუნებულს ახლობელი სნეულებისგან დავარდნილი დახვედრია. უფიქრია, ნეტავ წმინდა შიო მასაც შეეწიოსო. ფიქრი არც კი დაესრულებინა, რომ ავადმყოფი ფეხზე წამომდგარა. ამას ისე შეუძრავს ებრაელი, რომ ქრისტეს რჯულზე მოქცეულა.
 

† † †
ღირსი მამა განსკუთრებით უშვილოებს შეეწევა. ერთ ცოლ-ქმარს შვილი შვიდი წელი არ ჰყავდა. მთელი საქართველო მოილოცეს, წმინდა მიწაზე, იერუსალიმში, შეკვეთილი წირვა დააყენეს, მაგრამ შვილიერებას ვერ ეღირსნენ. მერე კი წმინდა შიოს საფლავი მოინახულეს, ილოცეს და მესამე დღეს პატარა ჩაისახა...
 
რუსეთში მცხოვრებ ქართველ ცოლქმარს თხუთმეტი წელი არ შესძენია მემკვიდრე. მათ ახლობლებს მამა შიოს მღვიმეში ულოციათ მათთვის. ცოტა ხნის შემდეგ რუსეთიდან დაურეკავთ და უხარებიათ, პატარას ველითო. მათ არც კი იცოდნენ ვინ გამოითხოვა ღვთისგან მათი შვილიერება.
 
ჟურნალი „კარიბჭე", №3, 2005 წ.
კატეგორია: Мои статьи | დაამატა: leo_wien (2010-09-01)
ნანახია: 3733 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 4.4/5
სულ კომენტარები: 4
4 nino  
1
ert-erti gamocxadebit,taxtze titlikana chvilebi ikvnen mikrilebi, mama shio ki tavze adgat da gabrazebuli kvertxs miwas urtkamda, sad arian akamdeooo! bavshvebi ik gelodebian, mxolod adit da itxovet!!!

3 ekaterine  
1
dideba shens zalas cmindao, girso mamao shio, sheecie kvela shendami mavedrebels ,aashore mcuxareba da mieci kristesmieri sixaruli....

2 luiza  
1
dideba shens zlierebas cmida Shio.cheecie kvela ushvilos da kvela shentan mosul mtxovnels.amin!

1 ქეთევანი  
1
არ ვარ სამწუხაროდ ნანყოფი შიო მღვიმეში და აუცილებლად წავალ.

სახელი *:
Email *:
კოდი *: