კვირა 2024-11-10 10:42 AM |
მოგესალმები სტუმარი მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა | RSS |
|||||||||||||||||||||
|
†ღმერთს ებარებოდეთ†† ლოცვები †მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი; მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა; და ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ. ლოცვა სნეულთათვის
შენ მხოლო ხარ ქრისტე მსწრაფლ შემწე, მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულსა მონასა შენსა ზედა და იხსენ სნეულებათაგან ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან და აღადგინენ მაქებელად შენდა, და სადიდებელად სამარადისოდ, მეოხებითა ღვთისმშობელისათა მხოლოო კაცთმოყვარე. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სალმობისა სარეცელსა ზედა მდებარესა და სასიკვდინოთა წყლულებითა მოწყლულსა ვითარცა ოდესმე აღ ადგინე მაცხოვარ სიდედრი იგი პეტრესი და განრღვეული ცხედარსა ზედა ტვირთული, ეგრეთვე აწცა მოწყალეო ვნებულსა ამას მოჰხედენ და განჰკურნენ, რამეთუ შენ მხოლო ხარ უძლურებათა და სალმობათა და სნეულებათა ნათესავისა ჩვენისათა აღჰმხმელი და ყოველივე ძალ-გიძს, ვითაცა მრავალ-მოწყალე ხარ. აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ლოცვა ყოველსა სნეულებასა ზედა
მეუფეო ყოვლისა მპყრობელო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩუენთაო, რომელი დაამდაბლებ და აღამაღლებ, რომელი სწყლავ და კვალად განკურნებ, ძმათა ამათ ჩუენთა ზედა სნეულთა მოჰხედე მოწყალებითა შენითა, მოჰყავ მარჯვენა შენი უხილავი, სავსე ლხინებითა და კურნებითა. განჰკურნენ მონანი ესე შენნი (სახელები) და აღადგინე იგინი ცხედრისაგან სნეულებისა მათისა და შეჰრისხენ სულსა ამას უძლურებისასა და განაშორე ამათგან ყოველივე წყლულება და ყოველივე სალმობა და ყოველივე გვემა და ყოველივე მხურვალება, გინა ცხრო და რაოდენი რა არს ამათ თანა ბრალი, გინა უსჯულოება მოუტევე, ულხინე, შეუნდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის. ჰე უფალო, შეიწყალე დაბადებულნი ესე შენნი ქრისტე იესოს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდება თანა ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი
ვუგალობ მადლსა შენსა, დედუფალო, და გევედრები, გონებაჲ ჩემი აღავსე მადლითა, წარმიმართე მე, რაჲთა ვიდოდე გზასა უფლისა მცნებათასა. გალობასა შინა მღვიძარებით განმაძლიერე, რომელი დახსნილობისა ძილითა შეპყრობილ ვარ. საკრველთაგან ცოდვათა ჩემთასა განმხსენ მეოხებითა შენითა, სძალო ღმრთისაო. ღამით და დღით დამიცევ ბრძოლათაგან ეშმაკისათა და განმარინე მე. რომელმან ცხოვრების მომცემელი ღმერთი მუცლად იღე, მე, მომწყდარი ვნებათაგან განმაცხოველე. რომელმან ნათელი დაუღამებელი ჰშევ, სული ჩემი დაბნელებული განანათლე. დიდებულო მეუფისა საყდარო, ტაძრად სულისა წმიდისა განმწმიდე მე. რომელმან მკურნალი იგი ყოველთა ჰშევ, განკურნენ სულისა ჩემისა ვნებანი დამძიმებულნი. რომელი ვიგვემები ღელვათა შინა ამის სოფლისათა, მყუდროებად მიმაწიე. მიხსენ მე ცეცხლისა მისგან საუკუნოჲსა და დაუცადებელად მტანჯველისაგან მატლისა. ნუ მიჩვენებ მე ეშმაკთა ჩემ ზედა მოხარულთა, რომელსა მიქმნიან მრავალნი ცოდვანი. განმაძლიერე ბრძოლასა შინა ვნებათასა, ყოვლად უბიწოო ქალწულო. უცხო მყავ მე ყოვლისაგან სატანჯველისა და ყოველთა ღმერთსა შემაწყნარე. ზეცისა სიხარულსა ღირს-მყავ მიმთხვევად ყოველთა თანა წმიდათა. ყოვლადწმიდაო ქალწულო, შეისმინე ვედრებაჲ უღირსისა და უხმარისა მონისა შენისა. უფსკრული ცრემლთა მომმადლე, დედუფალო, რაჲთა მწიკვლი სულისა ჩემისა განვიწმინდო. სულთქმაჲ ლმობიერი გულსა ჩემსა მომივლინე, დედუფალო. უძლური ესე ვედრებაჲ ჩემი შეისმინე, წმიდაო, და ღმრთისა სახიერისა შესწირე. უზეშთაესო ანგელოზთაო, უზეშთეას ვნებათა გამომაჩინე. ნათლით შემოსილო, სამკვიდრებელ დაამკვიდრე ჩემთანა მადლი შენი და სუნელ მყავ მე. ხელთა აღვიპყრობ და ბაგეთა ჩემთა შეგინებულთა აღვახვამ ქებად შენდა. ყოვლადწმიდაო, სულისა განმხრწნელთა ვნებათაგან მიხსენ მე დაუცხრომელითა ვედრებითა შენითა ქრისტეს მიმართ, რომელსა შვენის პატივი და თაყვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ლოცვა გარდაცვლილი ქრისტიანისათვის
მოიხსენე, უფალო ღმერთო ჩვენო, სავანეთა მათ საუკუნეთა რწმენითა და სასოებითა შენითა აღსრულებული მონაი (მხევალი) შენი (სახელი) და ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, ცოდვათა მიმტევებელმან და უშჯულოებათა აღმხოცელმან, უძალო-ჰქმენ, მიუტევენ და შეუნდვენ ყოველნი შეცოდებანი მისნი ნებსითნი და უნებლიეთნი. იხსენ, უფალო, იგი სამარადისოისა სატანჯველისა და გეჰენიისა მის ცეცხლისაგან უშრეტისა, ნეტარ-ყავ და თანაზიარ იგი საუკუნეთა მათ კეთილთა შენთა, რომელნი განუმზადენ მოყვარეთა შენთა. დაღაცათუ გცოდა, უფალო, არამედ არა განდგა შენგან, არცა შეორგულდა, არამედ ესავდა სამებასა წმიდასა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, და შენ, ერთსა სამებისაგანსა, განკაცებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, და ვიდრე უკანაისკნელად აღმოფშვინვამდე მართლმადიდებლობით აღიარებდა სამებასა ერთარსებასა, ვინაიცა მოწყალე ექმენ მას და რწმენაი მისი შენდა მომართ, ვითარცა ღვაწლი დიდი, მიითვალე და მოწყალებითა შენითა წმიდათა შენთა თანა განუსვენე. ამინ. ლოცვა ანტიქრისტესაგან დასაცავად
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, რომელი მომავალ-ხარ განსჯად ცხოველთა და მკვდართა, შეგვიწყალენ ჩუენ ცოდვილნი, შეგვინდევ შეცოდებანი ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩუენისათა და ვითარცა უწყი დაგვიფარენ ჩუენ პირისაგან ანტიქრისტესა დაფარულსა უდაბნოსა მაცხოვარებისა შენისასა. ლოცვა მართლმადიდებელ მეომართათვის
ესე ფსალმუნი თვისაგან აღიწერა დავითის მიერ და გარეშე ასერგასისთა ფსალმუნთასა, რაჟამს ეწყო გოლიათსა უმცირეს ვიყავ მე ძმათა შორის ჩემთა და უმრწემეს სახლსა შინა მამისა ჩემისასა და ვმწყსიდი საცხოვართა მამისა ჩემისათა. ხელთა ჩემთა ქმნეს საგალობელი, და თითთა ჩემთა განაგეს საქებელი. და ვინ-მე მიუთხრას ესე უფალსა ჩემსა და თავადმან უფალმან შეისმინა. და თავადმან გამოავლინა ანგელოზი მისი და აღმიღო მე ცხოვართაგან მამისა ჩემისათა და მცხო მე ზეთითა ცხებულისა მისისაითა. ძმანი ჩემნი იყვნეს კეთილ და დიდ, და არა სთნდეს იგინი უფალსა. განვედი მე შემთხუევად უცხო თესლისა მის, და მწყევდა მე კერპთა მიმართ თვისთა; ხოლო მე ვიხადე მახვილი მისი და წარვჰკუეთე თავი მისი და აღვხოცე ყუედრებაი ძეთაგან ისრაელისათა. ლოცვა ურწმუნოთათვის და რწმენის მდევნელთა და მოძულეთათვის უფალო, მოაქციე შენდა გულნიცა მტერთა ჩუენთანი და უკეთუ შეუძლებელ არს მოქცევაჲ ესე განძვინებულთაჲ, დასდევ ზღუარი ბოროტებასა მათსა და დაიცევ მათგან რჩეულნი შენნი. ყოველდღიური ლოცვანი მთავარანგელოზთა მიმართ
ორშაბათი
მთავარანგელოზი მიქაელი - შემწე და მძლეველი ყოველთა ზედა ბრძოლასა მტერისასა და მფარველი ყოვლისაგან ჭირისა, მწუხარებისა და ბოროტებისაგან წმიდაო მთავარანგელოზო უფლისაო მიქაელ! მსახურო საღმრთოჲსა მის ნათლისაო და თჳთ-მხილველო საიდუმლოჲსაო, რომელმან დათრგუნე ეშმაკთა სიბოროტჱ და ჴელმწიფებაჲ გაქუს განთავისუფლებად ჩუენდა ყოველთაგან ვნებათა და ვერაგობათა მტერისაჲთა, აწ გარე წარაქციენ აღძრვანი წარმართთანი, რომელნი კადნიერად მოვლენან ჩუენ ზედა, დაარღვიე მწვალებელთა მანქანებანი და მტკიცედ დაცულ ჰყავ ეკლესიანი ქრისტჱსნი ძალითა ღმრთისაჲთა. ჵ, დიდო მთავარო ზეცისა მჴედრობათაო მიქაელ! მთავართა ბნელისაჲთა წარმწყმედელო და ბოროტთა მძლეველო, აწ ამაო ჰყვენ საშინელნი მზაკუვარებანი მათნი, რომელნი უკეთურთა იღუწიან სავნებელად ჩუენდა, და შეუხებელად დაგვიცევ მტერთა წყობათა და ზედა მოსლვისაგან, რაჲთა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან; ევედრე ქრისტესა მეუფესა ჩუენსა, მხოლოსა მრავალ-მოწყალესა, მოიხილოს ერსა თჳსსა ზედა, რომელსა არა გუაქუს სიტყჳსგებაჲ წინაშე მისსა, და ყოველთაგან თესლთა, ბრძოლად ჩუენდა შემოკრებულთა გჳჴსნნეს და დაგჳფარნეს ჩუენ ყოველთა ურვათაგან, სენთა და სალმობათაგან, ვნებათა წყლულებისაგან და ამაოჲსაგან სიკუდილისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. სამშაბათი მთავარანგელოზი გაბრიელი - სიტკიცჱ ღმრთისაჲ და კეთილი მაცნჱ საღმრთოჲსა საიდუმლოჲსა წმიდაო დიდო მთავარანგელოზო გაბრიელ! წინა-მძღუარო და პირველ-მდგომარეო უჴორცოთა წესთაო, საშინელისა საიდუმლოჲსა და მიუწვთომელისა ჯერ-ჩინებისა ღმრთისა განმაცხადებელო და უბიწოჲსა ქალწულისა მიმართ მარიამისა ზეცითგან გამოუთქუმელისა სიხარულისა მაუწყებელო, აწცა განანათლე სული ჩემი და სიხარულითა აღავსე გული ჩემი, რაჲთა ურცხვენელითა და მხიარულითა პირითა აღვიმსთოთ დიდებისმეტყუელებად და მადლობისა შეწირვად ღმრთისა. ჵ, ზეცისა წესთა დიდო წინამძღუარო და საყდართა მათ მაღალთა და შესაძრწუნებელთა საღმრთოჲსა დიდებისა წინაშე მდგომელო გაბრიელ! ვითარცა მცველსა და შემწესა მორწმუნეთასა, და ზედა მდგომელსა ჩუენსა და მოსწრაფედ მსმენელსა გევედრებით: მაუწყე მეცა ცოდვილსა დღჱ საშინელისა სიკუდილისაჲ; ევედრე უფალსა ღმერთსა ცოდვილსათჳს სულისა ჩემისა, რაჲთა ბრალთა მიტევებაჲ მომმადლოს და საღმრთოსა მას ბანაკსა მას ზეცისაჲთა მკჳდრ მყოს წმიდათა თანა. ჵ, საღმრთოჲსა განკაცებისა მსახურო გაბრიელ! დამიცევ მე ყოვლისა ჭირისა და მწუხარებისა, ძვირთა სალმობათა და ცოდვათაგან და მიჴსენ სასჯელისა მისგან ულხინებელისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ოთხშაბათი მთავარანგელოზი რაფაელი - ავადმყოფობის განმკურვნელი და გზასა ზედა ჭეშმარიტებისასა დამაყენებელი წმიდაო დიდო მთავარანგელოზო რაფაელ! უფლისა მიერ შენდამი ბოძებულითა მადლითა ძალთა და ნიშთა აღასრულებ სოფელსა შინა და სნეულთა განჰკურნებ უძლურებასა და ვნებათა, აწ განხადე საეშმაკონი ვნებანი ჩუენგან და გჳჴსენ სენთა და სალმობათაგან, და დაგვიცევ ყოვლისაგან ჭირისა და კუეთებისა. ჵ, უხრწნელითა ნიჭითა და მადლითა შუენიერად განკეთილებულო საღმრთოო მთავარანგელოზო რაფაელ! ვითარცა შენ ხარ მეოხი და მკურნალი მომწოდებელთა შენთაჲ სნეულებათა შინა, და უჩუენებ კაცთა გზასაჲ მართალსა და საცხოვნებელსა, ეგრეთვე აწ წარმიძეღუ ჭეშმარიტისა მიმართ ნათლისა და მეყავნ მე შემწედ ყოველთა განსაცდელთა, ურვათა და მწუხარებათა შინა, რაჲთა ღირს-ვიქმნე კეთილითა მოქალაქობითა სრულ-ყოფად და სიწმიდითა მიწევნად და ხილვად და ღირსად თაყუანისცემად ერთარსსა წმიდასა სამებასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ხუთშაბათი მთავარანგელოზი ურიელი - აღმძვრელი ლოცვათა სურვილისაჲ და განმანათლებელი ღმრთისა მიმართ უგუნურ-ქმნილთა წმიდაო მთავარანგელოზო ღმრთისაო ურიელ! მსგავსად მზისა განბრწყინდა ძალნი იგი სასწაულთანი, შენ მიერ აღსრულებულნი, აწ განჰკურნე გულისა ჩემისა უკურნებელნი წყლულებანი და ჴორცთა ჩემთა მრავალფერნი სნეულებანი, წარმწყმედელთა გზათაგან განგვარინე და გუასწავე გზაჲ უცთომელი, ზეცად აღმყუანებელი. ჵ, დიდო მთავარო ანგელოზთა ძალთაო ურიელ! ვითარცა ხარ შენ ნათელი ღმრეებრივისა ცეცხლისაჲ და განმანათლებელი ცოდვილთაჲ, ეგრეთვე აწ გონებაჲ ჩემი ცთომილი ეშმაკთა სიბოროტითა, განამტკიცე უვნებელობითა და გულის სიტყუაჲ ჩემი განანათლე შუამდგომლობითა ძალთა შენთაჲთა, დამაყენე მე გზასა ზედა სინანულისასა და შემეწიე ყოვლითა ძჳრითა საქმითა და სიტყვითა შეგინებულითა აღსავსესა, რაჲთა შემინდვნეს ბრალნი ქრისტემან ღმერთმან და განწმედილნი ჴორცითა მარხვისა მიერ და განბრწყინვებულნი სულითა ლოცვისა მიერ ღირს-მყუნეს უოხჭნოთა კეთილთა და დაუღამებელსა ბრწყინვალებასა ზეცათა შინა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. პარასკევი მთავარანგელოზი სელაფიელი - მკურნალი ამაკანკალებელთა სენთა (მალარია და ეპილეფსია) და მორწმუნეთათჳს დაუცხრომელი მეოხი წინაშე ღმრთისა წმიდაო მთავარანგელოზო უფლისაო სელაფიელ! რომელმან მადლი კურნებათაჲ მიიხუენ და მიფენ ჭირვეულთა სიმრთელესა, აწ დაჴსნენ სულთა ჩუენთა ვნებანი აღძრულნი, და ჴორცთა სალმობანი უკურნებელნი მჴურვალედ ვედრებითა შენითა. ჵ, ანგელოზთ-მთავარო უჴორცოთა გუნდთაო სელაფიელ! მადლითა ელვარებისა ღმრთეებისაჲთა განათლებული მოიწევი რაჲ კიდეთა ქუეყანისაჲთა, მორწმუნეთა ერსა მიჰმადლებ წყალობათა ღმრთისათა და გარე შეზღუდავ მათ, აწ ევედრე სახიერებასა მისსა, რაჲთა მიჴსნეს მე ცოდვილი ყოვლისაგან მწუხარებისა, ურვისა, სნეულებისა და ცეცხლისა მისგან საუკუნოჲსა და დამიმკჳდროს სასუფეველი ცათაჲ ყოველთა წმიდათა თანა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ! შაბათი მთავარანგელოზი იეგუდიელი - მგზავრობასა შინა დამფარველი და შემწჱ შეჭირვებულთაჲ წმიდაო მთავარანგელოზო ღმრთისაო იეგუდიელ! ქრისტჱს გზასა ზედა შედგომილთათჳს მარადის მსწრაფლშემწეო, შეიწრებითთა განსაცდელთა მიერ შეპყრობილნი შენდამი, ვითარცა შუა-მდგომელისა მიმართ მოჳვლტით და სალმობიერითა გულითა გევედრებით: მარადღე თანამავალ გუექმენ და მრავალთა მათგან საფრჴეთა მტერისაჲთა გჳჴსენ სასოებითა მოქენენი შენნი. ჵ, ზეცისა უსხეულოთა წინამძღუარო და განწყობილთა ზეცისაჲთა დიდო მთავარო იეგუდიელ! თჳთ-მხილველო საღმრთოჲსა დიდებისაო, ტკბილითა მაგით მეოხებითა შენითა ყოვლისა ჭირისა და მწუხარებისა, ძვირთა სალმობათა და ცოდვათაგან განმათავისუფლე და აღმავსე მე სიყუარულითა საღმრთოჲთა, რაჲთა განწმედილითა გულითა, მძრწოლვარითა გონებითა და სულითა შემუსრვილითა ვადიდებდე ერთსა არსებასა დაუსაბამოჲსა ღმრთეებისასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. კვირა მთავარანგელოზი ვარაქიელი - მომცემელი და შუამდგომელი საღმრთოჲსა სიკეთისაჲ და მფარველი სულიერისა და ჴორციელისა სიწმიდისაჲ წმიდაო მთავარანგელოზო ღმრთისაო ვარაქიელ! საყდრისა მის საშინელისა წინაშე მიუდრეკელად დგომად ღირს-ქმნილო, მხედველო ღმრთისაო და ცისკრითა წმიდისა სამებისაჲთა შუებულო, მიფენითა მადლისა შენისაჲთა განმწმიდე და განმანათლე და ძღუნად მიმიპყარ ზეცათა მეუფესა. ჵ, უნივთოჲსა გუნდისა ანგელოსთ-მთავარო ვარაქიელ! საღმრთოჲთა ბრწყინვალებითა განბრწყინვებულო და წინაშე სამებისა მდგომარეო, მიეახლები რაჲ გამოუთქუმელსა დიდებასა მისსა, სიყუარულითა მარადის უგალობ მას, აწ ცოდვათა მოტევებაჲ და კეთილი ცხორებაჲ ითხოვე ჩუენთჳს, რაჲთა სათნო ვეყვნეთ მეუფესა ძალთასა და უგალობდეთ სახიერებასა მისსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი
|
† საიტის ავტორი ლევან ლელუაშვილი † | Website builder - uCoz |