ხუთშაბათი
2024-11-21
9:37 AM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† რთული შეკითხვები †

სიმართლე აბორტის და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შესახებ

სხვადასხვა ადამიანებთან აბორტის თემაზე საუბრისას, ხშირად ვხვდები ტიპიურ სიტუაციაში: თანამოსაუბრე გულისყურით გისმენთ და გეთანხმებათ, რომ აბორტი ნამდვილად მკვლელობაა, თუმცა იმავე წამს ახსენდებათ გარემოებანი, რომელთა დროსაც ეს მკვლელობა გამართლებულია ან სულაც ერთადერთი გამოსავალია შექმნილი სიტუაციიდან გამოსასვლელად. შეკითხვები, რომლებიც ასეთ შემთხვევაში ისმება, როგორც წესი, არ იცვლება.
ყველა ეს შეკითხვა ნორმალური ფსიქიკისა და ლოგიკური აზროვნების მქონე ადამიანისათვის უბრალოდ, აბსურდულია, და მათზე პასუხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ ამ აბსურდულობის წინ წამოწევით, ასევე როგორც მათემატიკაში, იმისათვის, რომ დააამტკიცო ამა თუ იმ მტკიცებულების უზუსტობა, ზოგჯერ საჭიროა აბსურდამდის მიყვანის მეთოდის გამოყენება, აქაც, ეს არის ყველაზე გამოკვეთილი მეთოდი ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად.

დავიწყოთ ყველაზე გავრცელებული შეკითხვით: რატომ ვამრავლოთ სიღარიბე? ანუ რატომ გავაჩინოთ შვილები, თუკი ვერ მივცემთ მათ იმას, რისი მიცემაც ჩვენ გვსურს, რადგან არ გაგვაჩნია ამის შესაძლებლობა?
წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: ადამიანი, რომელმაც მსუყედ ისადილა, დგება მაგიდიდან და მას ეუბნებიან: "მოდი ვისადილოთ". თუ იგი რაღაც ხელოვნური საშუალებით გამოდევნის ყველაფერს კუჭიდან და ისევ სადილობს, ვიტყვით, რომ ეს აბსურდია, იმიტომ რომ, მართალია, ადამიანთა უმრავლესობა ზედმეტ საკვებს ღებულობს, მაგრამ ამ სახით (საჭმელით) სიამოვნების მიღება უაზრობაა. ასეა ამ შეკითხვის შემთხვევაშიც: სხეული, იქნება ეს ქალის თუ მამაკაცის, ყველა შინაგანი ორგანო, მოწყობილია იმისთვის, რომ ორგანიზმმა მოახდინოს ბავშვის ჩასახვა და შობა. თუ ადამიანები ქორწინდებიან, ბუნებრივიც და ნორმალურიცაა, რომ ამ პროცესს მოყვება ბავშვის გაჩენა, ე.ი. თუ ადამიანს არ სურს სიღარიბის გამრავლება, მაშინ იგი არც უნდა დაქორწინდეს. მაშინ არავითარი სიღარიბე არ იქნება. მაგრამ ადამიანი ისწრაფის მხოლოდ იმ ფიზიოლოგიური სიამოვნებისაკენ, რაც მოჰყვება ქორწინებას, და სურს ბედნიერება, მაგრამ არ სურს ჩაიდინოს მშობლური გმირობა, რომელიც წარმოადგენს ცოლქმრული ცხოვრების ბუნებრივ გაგრძელებას. თუ ადამიანს არ სურს რათა შვას სიღარიბე, არცაა საჭირო. მაშინ მან უნდა შეწყვიტოს სქესობრივი ცხოვრება .ამ შემთხვევაში მისი ქმედება ლოგიკური იქნება.

როგორ გამოვკვებოთ შვილები ჩვენს დროში? როგორ მოიქცნენ ღარიბი მრავალშვილიანი მშობლები?
პასუხი უბრალოა: ქმარი უნდა მუშაობდეს სამ ადგილას, ცოლმა კი კერვა უნდა ისწავლოს, იმიტომ, რომ ასე უფრო იაფი იქნება ბავშვების ჩაცმა და ა.შ. ამასთან ერთად აუცილებელია ბევრ რამეში თავის შეზღუდვა, (რადგან თუ ადამიანები არ მოითმენენ ერთს, მოუწევთ მოთმინება სხვა რამეში, მაგ., უსახსრობაში) ბუნების საწინააღმდეგოდ არაბუნებრივად პრობლემის გადაწყვეტით - საკუთარი შვილების მოკვლით, ან თვითონ იქნებიან უბედურნი, ან იავადმყოფებენ თავად, იწვალებენ თავიანთი ცოცხალი შვილების გამო, როგორი შვილები უნდა შეეძინოთ მკვლელებს?! როგორ უნდა გაზარდონ მკვლელებმა შვილები?! შვილის მკვლელი ხომ ცილდება ზნეობრივ ზღვარს?! როგორ შეიძლება გიყვარდეს ერთი შვილი, როდესაც მეორეს კლავ საკუთარი ნებით?! მაშინაც კი თუ ადამიანს არ ესმის, თუ რას სჩადის, მის ქვეცნობიერებაში მაინც აისახება ეს საშინელი ფაქტი. თუ ადამიანს არ სურს თავის შეზღუდვა ნებაყოფლობით, ის მაინც შეიზღუდება საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ. ადამიანს სურს უზრუნველყოს თავისი ბედნიერება მოკლული შვილის ხარჯზე, მაგრამ საბოლოოდ მისი ბედნიერება ამით არ იზრდება. შეუძლებელია მოიპოვო ბედნიერება მოკლული შვილის ხარჯზე.


რა ვქნათ, თუ ფეხმძიმობა გაუპატიურების შედეგია?
გაუპატიურების შედეგად ჩვეულებრივ, დაფეხმძიმება არ ხდება. ასე ხდება ერთეულ, გამონაკლის შემთხვევებში. მაგრამ დავუშვათ, რომ ვიხილავთ ასეთ შემთხვევას. უპირველესად, ბავშვი არაა დამნაშავე მომხდარ ფაქტში. მეორეც, გაუპატიურებაში ხშირად დამნაშავეა თავად დაზარალებული, ჩაცმულობის, ქცევის, უყურადღებობის ან უფროსების დაუჯერებლობის გამო და ა.შ. ხშირად სწორედ ამგვარი წინაპირობების გამო ხდება ტრაგედია. აქედან გამომდინარე, უფროსების საქციელზე უდანაშაულო ბავშვმა რატომ უნდა აგოს პასუხი?! თუ შვილი არ გსურს, შეიძლება გააჩინო და ბავშვთა სახლში მიაბარო. სახელმწიფო გაზრდის, გამოჩნდებიან ადამიანები რომლებიც მოინდომებენ ბავშვის აღზრდას. ბავშვების მსურველი ბევრია, ასე რომ არ არსებობს არავითარი მიზეზი ბავშვის მკვლელობისა.


თუ ქალი გასათხოვარია, მშობლები კი ბავშვის წინააღმდეგნი არიან ან ქმარი ამბობს, რომ მიატოვებს ცოლს, თუ ბავშვს არ მოიშორებს, როგორ მოვიქცეთ?
მოდი დავფიქრდეთ... ვთქვათ: მე ვარ ქალი, მყავს ორი შვილი, მათგან ერთმა დედაჩემი წყობიდან გამოიყვანა, დედაჩემი კი მეუბნება: "უნდა ამოირჩიო - ან მე ან შენი შვილი. ან ეხლავე გადააგდებ აივნიდან, ან შენ ჩემი შვილი აღარ ხარ!". რატომ არ შეიძლება უკვე დაბადებული, ცელქი შვილის აივნიდან გადაგდება, მით უფრო გაბრაზებულ გულზე გვეჩვენება, რომ ის ამას იმსახურებს, და რატომ არ შეიძლება არაფერში დამნაშავე, იქნებ კარგი, ჭკვიანი, დამჯერე, მომავალი ლომონოსოვის მოკვლა, იმის გამო, რომ იგი დროებით დედის საშოში იმყოფება. იქნებ უმჯობესია დავიცადოთ, გავაჩინოთ და ვნახოთ, როგორი იქნება? თუ იქნება ის ცუდი, ურჩი და დაუჯერებელი, მაშინ მოვკლათ! ყველა ერთხმად შესძახებს: "როგორ შეიძლება!" მაგრამ, თუ ის შეიძლება, ეს რატომ არ შეიძლება? ისევ მივდივართ აბსურდამდე. რას ნიშნავს, მშობლები არიან წინააღმდეგნი? იქნებ ჩვენს წინააღმდეგაცაა ვინმე? ე.ი. ჩვენც უნდა დავიხოცოთ?! ვიღაცის უკმაყოფილება ჯერ კიდევ არ არის არგუმენტი. ადამიანი, რომელიც აცხადებს, რომ ის წინააღმდეგია სხვისი ცხოვრებისა - მკვლელია!


როგორ მოვიქცეთ, თუ ფეხმძიმედ თორმეტი წლის გოგონაა.
თუ გოგონა ასეთი აღვირახსნილია და ამგვარად იქცევა, მაშინ ბუნებრივია მან უნდა კიდეც ზიდოს თავისი ჯვარი, როგორც თავისი ქმედების შედეგი. დავუშვათ ჩვენ გავიგეთ, რომ თორმეტი წლის ბიჭმა ჩაიდინა რაიმე დანაშაული. სრულიად ახლახან ასეთი შემთხვევა მოხდა ჩვენი ეკლესიის მახლობლად: მართალია, არა თორმეტი, არამედ ცამეტი წლის ბიჭებმა სასიკვდილოდ ცემეს ცხრა წლის ბიჭი. ჩვენი გონება ხომ გვკარნახობს, რომ ბოროტება როგორღაც უნდა აღიკვეთოს, რომ ბოროტება უნდა დაისაჯოს?! ასევეა ამ შემთხვევაშიც: გოგონა არ მოიქცა სწორად, მოიქცა როგორც ქუჩის გოგო. ამის გამო რატომ უნდა დაიღუპოს უდანაშაულო არსება?


თუ გათხოვილი ქალი ავადაა და მისთვის არ შეიძლება მშობიარობა?
თუ მისთვის არ შეიძლება მშობიარობა, მაშინ იგი სქესობრივი ცხოვრებით დანაშაულს სჩადის. არსებობს შემთხვევები, როცა ქალებს ქორწინებას უშლიან. თუ რაიმე გარკვეული ფიზიოლოგიური (და არა გონებრივი), –მიზეზის გამო, ქალისთვის არ შეიძლება მშობიარობა, ე.ი. მისთვის არ შეიძლება გათხოვება, რადგანაც ქმართან თანაცხოვრებას ბუნებრივად უნდა მივყავდეთ ბავშვის გაჩენამდე. თუ არ შეგიძლია შვილის გაჩენა, მაშინ ეს უკვე ჯვარია და უნდა ზიდო ეს ჯვარი. გინდა შვილი - არსებობს ბავშვთა სახლები, მრავალშვილიანი ოჯახები. შეგიძლია ვინმე იშვილო, ვინმეს დაეხმარო. ხდებოდა ასეც: მაგალითად, ოჯახში სამი გოგო თხოვდებოდა, ერთი კი არა და იგი ხდებოდა ძიძა დებისათვის. ყველამ ხომ არ უნდა ზიდოს გათხოვების ჯვარი და აჩინოს შვილები?! ზოგიერთი სხვა გზით მიდის.


თუ დედა შეიძლება მშობიარობის დროს მოკვდეს?
უამრავია შემთხვევაა, როდესაც ეკლესიაში მოდიან ქალები და ამბობენ: "ჩემთვის მშობიარობა არ შეიძლება, მოვკვდები". მე არ ვიცი არც ერთი შემთხვევა, რომელიც ნამდვილად სიკვდილით დამთავრებულიყო. ექიმები ჩვეულებრივ ვარაუდობენ, მაგრამ სიცოცხლესა და სიკვდილს წყვეტს არა ექიმი, არამედ - ღმერთი. და ღმერთი ყოველთვის მისცემს ძალას მთხოვნელს. მაგრამ, დავუშვათ, ქალს მართლა ემუქრება სიკვდილი. ჩვენ ვიცით რომ კარგი და ღვთისათვის მოსაწონი საქციელია, როდესაც ზრდასრული ადამიანი, სხვისი სიცოცხლის დასაცავად თავის სიცოცხლეს სწირავს. ასეთ ადამიანებს ჩვენ გმირებს ვუწოდებთ. ომის დროს ასეთებს მედლებსაც კი აძლევენ, რადგან სხვისთვის თავგანწირვა ღირსეული ნაბიჯია, წმინდა ადამიანური ქმედება. ხოლო საკუთარი შვილის სიკვდილის ხარჯზე გახანგრძლივებული სიცოცხლე, იგივეა რომ, დედამ შეჭამოს საკუთარი შვილი - ასეთი შემთხვევები იყო ლენინგრადის ბლოკადის დროს. როდესაც დედა ცდილობს შეინარჩუნოს საკუთარი სიცოცხლე შვილის ხარჯზე - ეს კანიბალიზმია. უმჯობესია მიენდო ღმერთს და იმედი იქონიო, რომ ცოცხალი გადარჩები. თუ ქალს ემუქრება სიკვდილი მშობიარობისას - ე.ი. მისთვის სქესობრივი ცხოვრება არ შეიძლება. არ შეიძლება მიიღო სიამოვნება საკუთარი შვილების მკვლელობით.


თუ ცნობილია, რომ ბავშვი ავადმყოფი დაიბადება?
ამ შემთხვევაში ლოგიკურია გავაჩინოთ, შევხედოთ, თუ დაიბადა ავადმყოფი ბავშვი - მოვკლათ საკუთარი ხელით, ყოველივე პრეპარატისა და ჩარევების გარეშე. არა და მითხარით, რატომაა ეს დაუბადებელი ბავშვის მოკვლაზე უარესი? და საერთოდ რა პრობლემაა: დაიბადება ავადმყოფი? ავადმყოფები სჭირდება საზოგადოებას. ისინი იწვევენ საზოგადოების თანაგრძნობას, გვასწავლიან სიყვარულს. თუ არ იქნებიან ავადმყოფები, მოხუცები, დავრდომილები, ჩვენ გავხდებით უფრო სასტიკნი. ამგვარი ადამიანების არსებობა აუცილებელიც კი არის. ხოლო ვის მისცეს ეს ჯვარი - ავადმყოფი შვილი, ამას ღმერთი არჩევს. ხომ შეიძლება ასეც მოხდეს: დაიბადა ჯანმრთელი ბავშვი და შემდეგ დასნეულდა. რა ვქნათ, მოვკლათ? არა! ჩვენ ვცდილობთ ვუმკურნალოთ, ექიმებს ვახვევთ თავზე, ვიხდით ფულს, ვეძებთ წამლებს. არის პრინციპული სხვაობა? რატომ უნდა მოვკლათ ავადმყოფი ბავშვი დედის მუცელში?


მშობლები ლოთები არიან. რატომ გავაჩინოთ ავადმყოფი, არავისთვის სასურველი შვილები?
აქ იცვლება დამოკიდებულება საკითხისადმი: დავხოცოთ მათი მშობლები! ლოთი მშობლები სოციალურად საშიშნი არიან. რატომ უნდა აგონ მათ მაგივრად პასუხი ბავშვებმა? შეიძლება გამოიცეს კანონი, ფულადი ჯარიმა, მოხდეს მათი იზოლირება. თუმცა, უკეთესია, თუ დაანებებენ სმას თავს და ნორმალური ცხოვრების წესით იცხოვრებდნენ. ეს იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი, მაგრამ რატომღაც ამის ნაცვლად ყველაზე დიდი ბოროტების არჩევა ხდება. სახელმწიფომ უნდა იპოვოს სხვა გამოსავალი, ვიდრე ""უბრალოდ"”მოკლას ბავშვი. ახლა რაც შეეხება არასასურველ ბავშვებს. ეს ჩვენთან არ ჭირდება ისინი არავის. მდიდარ ქვეყნებში კი მოიძებნება ათასობით ადამიანი, რომელებიც მზად არიან იშვილონ თუნდაც ავადმყოფი ბავშვი. და თუ სერიოზულად მოვეკიდებით ამ საქმეს, შეიძლება, ყველაფრის სახელმწიფო დონეზე ორგანიზება.


როგორ გავაჩინოთ ყველა შვილი, თუკი მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ დედამიწა მალე ვეღარ გამოკვებავს მოსახლეობას?
მართალია, დედამიწა ვეღარ გამოკვებავს მოსახლეობას, მაგრამ მაშინ დავხოცოთ ისინი ვინც ბევრს ჭამს, ან დავხოცოთ მსუქნები. ერთ ამ ნაირის მოკვლით ცხოვრების საშუალებას მივცემთ მეორეს. როგორც ვხედავთ, კითხვა ისევ აბსურდულია.
ამგვარად, ჩვენ განვიხილეთ ყველა ის გარემოება, რომელიც ერთი შეხედვით აბორტის სასარგებლოდ მეტყველებდა, მაგრამ როგორც ვნახეთ, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შეიძლებოდეს მუცლადმყოფი ბავშვის მოკვლა.


და ბოლოს, გავარკვიოთ, თუ რატომ კრძალავს ეკლესია ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს.
საქმე იმაშია, რომ თუ დავუბრუნდებით ჩვენი საუბრის დასაწყისს, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ხმარება იგივეა, რაც კუჭის ხელოვნური გამოწმენდა, რათა კიდევ მივიღოთ სრულად არასაჭირო საჭმელი. ეს ერთგვარი თავის მოტყუება, სქესობრივი ცხოვრებით ვეწევით ორგანიზმის უაზრო ექსპლუატაციას შობის უნარის იგნორირების ხარჯზე. ადამიანი ემსგავსება მაიმუნს, რომელიც ზის თავის გალიაში და "მაიმუნობს." არა და ადამიანები უნდა მოქმედებდნენ ბუნების კანონების შესაბამისად. რაკი ღმერთმა აკურთხა ბავშვები, ე.ი. ბავშვი უნდა გაჩდეს. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება შეურაცყოფს ქორწინების საიდუმლოს, - უდიდეს საეკლესიო საიდუმლოს თავისი მნიშვნელობით. ქორწინებაში ორი ადამიანი სიყვარულით ერთდება და ორი უჯრედიდან წარმოიქმნება ერთი, წარმოიქმნება ახალი ადამიანი, თავისი შესაძლებლობებით, თავისი გენოფონდით, რომელიც აერთიანებს წინაპრების გენოფონდს, და რომელიც არასდროს ყოფილა დედამიწაზე. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება ადამიანის ბუნების წინააღმდეგაა მიმართული, ეს იგივეა რაც გადაიკეტო საყლაპავი. ამით ირღვევა ადამიანის სასიცოცხლო აგებულება. ხომ, მაგალითად, მდინარის აღმა შებრუნება უგუნურებაა, რაც ყოველთვის მოიტანს უბედურებას. ნებისმიერი ბოროტება უზნეობაა, ე.ი. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებაც უზნეობაა, თუნდაც "უმნიშვნელო", ყოველთვის დამანგრეველად მოქმედებს მასზე, ვინც ეს ჩაიდინა. ამიტომაც ეკლესიას არ შეუძლია აკურთხოს ასეთი საშუალებები, რომლებიც ცვლიან ადამიანის ორგანიზმს, შექმნილს ღვთისაგან. ეკლესია გვასწავლის, რომ უნდა მოვთოკოთ ჩვენი ვნებები, და არა მარტო სექსუალური, არამედ სხვანიც - უნდა მოვთოკოთ მუცელი - არ გავცდეთ სიმაძღრის ზღვარს. უნდა ვებრძოლოდ განკითხვის ცოდვას, მრისხანების, ვერცხლისმოყვარეობისა და სხვა. მრუში გულთქმები ერთ-ერთი ვნებაა მრავალ ვნებათა შორის. ამ ცოდვით შეპყრობილი ადამიანები უკვე ატროფირებული არიან და არანაირ სიხარულს არ განიცდიან მისგან, ასევე, როგორც ალკოჰოლიზმი, შეიძლება ითქვას, რომ ის უკვე ერთგვარი ავადმყოფობაა და არავითარი ბედნიერება არ მოაქვს ადამიანისთვის. თავად ღვინოში არაფერია ცუდი, მაგრამ თუ ლოთობ, ეს უკვე დამანგრეველია ორგანიზმისათვის. ან ვერცხლისმოყვარეობის ცოდვა ავიღოთ. ადამიანს აქვს იმდენი მატერიალური შეძლება, რომ გამოიკვებოს, ჩაიცვას, მაგრამ მას მეტი და მეტი უნდა. ის სიცოცხლეს არ იშურებს იმისთვის რომ უფრო მეტი ქონება დააგროვოს. მხოლოდ ფული, ფული და ფული- მაგრამ ეს ხომ უგუნურებაა?! ასევეა მრუშობის ვნება. სწორედ ასევე შეიძლება მუდმივად ამ ვნებით იცხოვრო ისე რომ შესწირო მას ყველაფერი: დრო, ენერგია, უნარი. მაგრამ ეს ხომ უკვე ავადმყოფობაა, რომელიც ანგრევს და აცარიელებს სულს, ფიტავს ორგანიზმს. ადამიანთან, რომელიც შეპყრობილია მრუშობის ვნებით, კამათი უაზრობაა: ის ამბობს, რომ ამ ცოდვის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, ამისთვის ის მზადაა ბავშვებიც მოკლას და საკუთარი ორგანიზმიც გამოფიტოს, რადგან ყველამ კარგად იცის ჩასახვის საწინააღმდეგო შასუალებების მვნებელობის შესახებ. საინტერესოა! როცა ლაპარაკია ბავშვის მოკვლაზე, ადამიანები ფიქრობენ საკუთარ ჯანმრთელობაზე - "ჩემთვის არ შეიძლება ბავშვის გაჩენა" და როცა ლაპარაკია ჩასახვის საწინააღმდეგო წამლებზე - ისინი შეგნებულად ვნებენ საკუთარ თავს. ე.ი. საქმე არა ჯანმრთელობაშია, არამედ - ვნებებში. ამიტომ ადამიანმა უნდა აღიაროს: "მე ვარ მრუში და არ შემიძლია თავის მოთოკვა". აქედან გამომდინარე, უნდა ჩამოიშოროს ეს ვნება და არა ბავშვები.

პროტოპრესვიტერი დიმიტრი სმირნოვი