მრწამსი – სარწმუნოების სიმბოლო
სარწმუნოება არის უხილავის დაჯერება. მართალი სარწმუნოება გადმოცემულიასარწმუნოების სიმბოლოში, რომელიც წარმოადგენს მოკლედ გამოთქმულ მოძღვრებას იმისშესახებ, თუ რა უნდა სწამდეს ქრისტიანს. სარწმუნოების სიმბოლოს ეწოდება "მრწამსი". იგი თორმეტი მუხლისგან შედგება.
სარწმუნოება არის უხილავის დაჯერება. მართალი სარწმუნოება გადმოცემულიასარწმუნოების სიმბოლოში, რომელიც წარმოადგენს მოკლედ გამოთქმულ მოძღვრებას იმისშესახებ, თუ რა უნდა სწამდეს ქრისტიანს. სარწმუნოების სიმბოლოს ეწოდება "მრწამსი". იგი თორმეტი მუხლისგან შედგება.
მრწამსი
1.მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;
2.და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.
3.რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.
4.და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა.
5.და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.
6.და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.
7.და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.
8.და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.
9.ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია.
10.აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.
11.მოველი აღდგომასა მკუდრეთით.
12.და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.
მრწამსის განმარტება
1 – მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა.
მე მწამს, რომ არსებით ღმერთი არის ერთი, მაგრამ სამსახოვანი: პირველი სახე არის მამა ღმერთი, მეორე – ძე ღმერთი, მესამე – სულიწმიდა ღმერთი. ამიტომ ღმერთს ვუწოდებთ ყოვლადწმიდა სამებას, ერთარსებას და განუყოფელს. ყოვლადწმიდა სამების სამივე სახე თანასწორი ღირსებისაა, ამიტომ შეეფერება მათ ერთნაირი დიდება, პატივი და თაყვანისცემა.
ღმერთი არის მარადიული სული, ყოვლადკეთილი, ყოვლისმცოდნე, ყოვლადმართალი, ყოვლადძლიერი, ყოველგან მყოფი, უცვალებელი, ყოვლად ნეტარი.
ყოვლადწმიდა წამების სახენი განირჩევიან იმით, რომ მამა ღმერთი არც იშობა და არც გამოდის სხვა პირისაგან; ძე ღმრთისა იშობა მამა ღმერთისაგან; სულისწმიდა გამოდის მამა ღმერთისაგან.
ღმერთს ვუწოდებთ ყოვლისმპყრობელსა და შემოქმედს, რადგან მან შექმნა ცა და ქვეყანა, ყოველივე ხილული და უხილავი და მას ემორჩილება ყოველივე, რაც კი არის.
უხილავში იგულისხმებიან ანგელოზები, რომელთაც მინიჭებული აქვთ გონება, ნება და ძალა. სიტყვა ანგელოზი ნიშნავს მაუწყებელს, მოამბეს. ასე მათ იმიტომ ეწოდებათ, რომ ღმერთი აგზანვის მათ თავისი ნების მაუწყებლად. ნათლისღების დროს ღმერთი ყოველ ქრისტიანს უგზავნის მფარველ ანგელოზს, რომ დაიფაროს მისი სული და ხორცი ყოველგვარი ბოროტებისა და ეშნაკისაგან.
ეშმაკი ცოდვილი და ღმრთისაგან შერისხული ანგელოზია, რომელსაც შურს კაცის და ცდილობს აცდუნოს და ჩაადენინოს ცოდვა. ეშმაკისაგან და ყოველივე ბოროტისაგან თავი უნდა დავიცვათ ქრისტე ღმერთის სახელის სხენებით, ლოცვითა და მარხვით.
ღმრთის განგება არის ღმერთის მოქმედება, რომლითაც ის იფარავს ქმნილებათა მყოფობას. ყოველ კეთილ საქმეს ჩადის, ხოლო ბოროტს სპობს, ან ასწორებს და მიმართავს კეთილი შედეგისაკენ.
2 – და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.
მეორე მუხლში ლაპარაკია სამების მეორე სახის, ღმრთის ძის, იესო ქრისტეს შესახებ. "იესო" ნიშნავს მაცხოვარს; "ქრისტე" კი ნიშნავს ცხებულს. რატომ ეწოდება ღმრთის ძეს მაცხოვარი? – იმიტომ, რომ ის იშვა კაცთა საცხოვნებლად (გადასარჩენად). იესო ქრისტეს, ძეს ღმრთისას ვუწოდებთ მხოლოდშობილს, რადგან ის შობილია ყოველ დროზე ადრე, ე.ი. ის არის ისეთივე მარადიული ძე ღმრთისა, როგორც მარადიულია მამა ღმერთი.
"ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა შობილი და არა ქმნილი" ნიშნავს იმას, რომ იესო ქრისტე არის ნათელი, და შობილია ასევე ნათლისაგან, რომ ის არის ჭეშმარიტი ღმერთი და შობილია ასევე ჭეშმარიტი ღმერთისაგან. იგი არის შობილი მამა ღმერთისაგან და შექმნილი, როგორც სხვა ქმნილებები. ამასთან, თანაარსია მამისა, ანუ აქვს ერთიდაიგივე არსება მამა ღმერთთან.
"რომლისაგან ყოველი შეიქმნა" ნიშნავს იმას, რომ ძე ღმერთისაგან შექმნილია ყოველივე ისევე, როგორც მამა ღმერთისაგან, ე.ი. ის არის ისეთივე შემოქმედი, როგორიცაა მამა ღმერთი.
3 – რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.
მრწამსის მესამე მუხლში საუბარია ღმრთის ძის, იესო ქრისტეს განხორციელების შესახებ. სიტყვები – "ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით" ნიშნავს, რომ ძე ღმრთისა ჩვენთვის, ადამიანებისთვის, და ჩვენი ხსნისთვის გადმოვიდა ზეციდან ქვეყნად. სახელდობრ, რისგან უნდა გამოვეხსენით მას? – ცოდვის, წყევისა და სიკვდილისაგან. ცოდვა არის სჯულის დარღვევა, რის გამოც ადამიანი დაისაჯა წყევით. ცოდვამ გამოიწვია სიკვდილი. არის სიკვდილი ხორციელი და არის სიკვდილი სულიერი. ხორციელი სიკვდილი ხორცისა და სულის გაყრაა, სულიერი სიკვდილი არის ღმერთის მადლის მოკლება.
სიტყვები – "და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა" ნიშნავს, რომ ძე ღმრთისამ მარიამ ქალწულისაგან სულიწმიდის გადმოსვლით მიიღო კაცის სხეული. ღმრთის განკაცება ნიშნავს იმას, რომ იგი შეიქმნა სრული კაცი, მიიღო არა მარტო კაცის სხეული, არამედ კაცის სულიც.
ეკლესია ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამს უწოდებს ღმრთისმშობელს და, როგორც ღმრთის დედას, ქერაბინებსა და სერაბინებზე მეტ პატივს სცემს.
4 – და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა.
მეოთხე მუხლში ლაპარაკია იესო ქრისტეს ტანჯვისა და სიკვდილის შესახებ, როგორ იტანჯა და მოკვდა სხეულით, ე.ი. კაცობრივი ბუნებით და არა ღმრთაებრივით.
ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოელი პილატეს დროს, რომელიც იყო იუდეის რომაელი მმართველი.
სიტყვები – "ივნო და დაეფლა" ნიშნავს, რომ მან დაითმინა წამება, მოკვდა ჯვარზე და დაასაფლავეს.
5 – და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.
მეხუთე მუხლში საუბარია იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შესახებ. "მსგავსად წერილისა" ნიშნავს, რომ ძე ღმრთისა, იესო ქრისტე, აღდგა თავისი ღმრთაებრივი ძლიერებით, გაცოცხლდა სიკვდილის შემდეგ მესამე დღეს, როგორც წინასწარმეტყველთა მიერ იყო წინათვე თქმული და დაწერილი საღმრთო წერილში.
6 – და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.
მეექვსე მუხლი ლაპარაკობს იესო ქრისტეს ზეცაში ამაღლების შესახებ. რომელი ბუნებით ამაღლდა იესო ქრისტე ზეცაში, ღმრთაებრივით თუ კაცობრივით? – ის კაცობრივი ბუნებით ამაღლდა. ხოლო ღმრთაებრივი ბუნებით ის ყოველთვის იმყოფებოდა ზეცაშიც და ქვეყანაზეც.
ამაღლების შემდეგ ის დაჯდა მამა ღმერთის მარჯვენით, ე.ი. მას აქვს ისეთივე ძალა, დიდება და პატივი, როგორც მამა ღმერთს.
7 – და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.
მეშვიდე მუხლში საუბარია ქვეყნად იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის, საშინელი სამსჯავროსა და საუკუნო სუფევის შესახებ. ანუ იესო ქრისტე კიდევ (მეორედ) მოვა ქვეყნად თავისი დიდებით. ის მოვა, რათა განსაჯოს ყოველი ადამიანი, ცოცხლები (რომლებიც ცოცხლები იქნებიან მისი მეორედ მოსვლის დროს) და მკვდრები (რომელნიც აღდგებიან მეორედ მოსვლის წინ). ამ სამსჯავროზე ყოველი კაცის სინდისი გამოაშკარავდება და გამოჩნდება ყოველი მათი საქმე, სიტყვა და გულისთქმა.
არავინ იცის, როდის მოვა ქრისტე განსასჯელად. ამიტომ ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ყოველთვის მზად ვიყოთ მისი მოსვლისთვის.
საყოველთაო განსჯის შემდგომ დადგება ქრისტეს სასუფეველი, რომელსაც არ ექნება დასასრული.
მეშვიდე მუხლში საუბარია ქვეყნად იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის, საშინელი სამსჯავროსა და საუკუნო სუფევის შესახებ. ანუ იესო ქრისტე კიდევ (მეორედ) მოვა ქვეყნად თავისი დიდებით. ის მოვა, რათა განსაჯოს ყოველი ადამიანი, ცოცხლები (რომლებიც ცოცხლები იქნებიან მისი მეორედ მოსვლის დროს) და მკვდრები (რომელნიც აღდგებიან მეორედ მოსვლის წინ). ამ სამსჯავროზე ყოველი კაცის სინდისი გამოაშკარავდება და გამოჩნდება ყოველი მათი საქმე, სიტყვა და გულისთქმა.
არავინ იცის, როდის მოვა ქრისტე განსასჯელად. ამიტომ ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ყოველთვის მზად ვიყოთ მისი მოსვლისთვის.
საყოველთაო განსჯის შემდგომ დადგება ქრისტეს სასუფეველი, რომელსაც არ ექნება დასასრული.
8 – და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.
მერვე მუხლი გვესაუბრება სულიწმიდის შესახებ. სულიწმიდას უფალი ეწოდება იმის გამო, რომ ის არის ჭეშმარიტი ღმერთი, როგორც მამა ღმერთი და ძე ღმერთი. ის არის ცხოველსმყოფელი, რადგან მამა ღმერთთან და ძე ღმერთთან ერთად, სიცოცხლეს ანიჭებს ყოველ ქმნილებას, განსაკუთრებით სულიერ სიცოცხლეს ანიჭებს ადამიანებს. მაშასადამე, ის არის ყოვლის შემოქმედი, როგორც მამა ღმერთი და ძე ღმერთი.
სულიწმიდა გამოდის მამა ღმერთისაგან და ამით განირჩევა ყოვლადწმიდა სამების მეორე სახისაგან, ძე ღმერთისაგან, რომელიც მამისაგანაა შობილი. სულიწმიდა რომ მამა ღმერთისაგან გამოდის, ეს იესო ქრისტეს სიტყვებიდან ჩანს: სული ჭეშმარიტებისა, რომელიც მამისაგან გამოვალს (იოანე 15, 26).
სულიწმიდას თაყვანი უნდა ვსცეთ და ვადიდოთ ისე, როგორც ვადიდებთ და თაყვანს ვსცემთ მამასა და ძეს.
სიტყვები – "რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ" ნიშნავს იმას, რომ სულიწმიდა ლაპარაკობდა წინასწარმეტყველთა მიერ, ე.ი. წინასწარმეტყველნი ლაპარაკობდნენ და წერდნენ სულიწმიდის შთაგონებით.
9 – ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია.
მეცხრე მუხლი გვესაუბრება ეკლესიის შესახებ.
რა არის ეკლესია?
ეკლესია არის კრება, ანუ საზოგადოება ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისა, ხოლო თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანი არის ეკლესიის წევრი. ამ საზოგადოებაში მუდამ იმყოფება და მოქმედებს ქრისტე თავისი მადლით. ეკლესია ერთია, რადგან მას ჰყავს ერთი თავი – ქრისტე, მასში მოქმედებს ერთი სულიწმიდა, ეკლესიის ყველა წევრს აქვს ერთი სარწმუნოება და სულიერად შეადგენენ ერთ მთლიანობას.
ეკლესია წმინდაა, რადგან ის განწმენდილია იესო ქრისტესაგან მისი ტანჯვით, მოძღვრებით, ლოცვით და საიდუმლოებებით. მართალია, ეკლესიაში არიან ცოდვილნიც, მაგრამ ის მაინც წმინდაა, რადგან ცოდვილნი ინანიებენ თავიანთ ცოდვებს და ღმრთის მადლის ძალით მოიქცევიან; ხოლო შეუნანებელი ცოდვილები, როგორც ხისაგან ხმელი ტოტები, განიკვეთებიან ეკლესიისაგან.
ეკლესიას უწოდებენ კათოლიკეს, რაც ნიშნავს საყოველთაოს. ასე იმიტომ ეწოდება, რომ მას ეკუთვნიან ყოველი ადგილის, დროისა და ხალხის მორწმუნეები.
ჩვენს ეკლესიას სამოციქულო ეწოდება იმიტომ, რომ ის შეუცვლელად იცავს მოციქულთაგან მიღებულ მოძღვრებას და მოციქულთაგანვე აქვს მიღებული თავისი იერარქია. იერარქია არის მღვდელმთავრობა, ანუ საყოველთაო მთავრობა, რომელიც მართავს და განაგებს ეკლესიურ საქმეებს.
საღმრთო იერარქიაში მოციქულთაგან მადლი გადაეცემა საღმრთო ხელდასხმის მეშვეობით მღვდლად კურთხევის საიდუმლოს აღსრულებისას.
კათოლიკე, ანუ საყოველთაო ეკლესიას განაგებს მსოფლიო კრება.
მსოფლიო ეკლესიის უმთავრესი ნაწილები ემორჩილებიან საეკლესიო მთავრობას, რომელსაც წარმოადგენენ უწმინდესი პატრიარქები და უწმინდესი სინოდი
10 – აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.
მეათე მუხლში ლაპარაკია ნათლისღებისა და სხვა საიდუმლოთა შესახებ.
საიდუმლო არის ისეთი მღვდელმოქმედება, რომელშიც უხილავად (საიდუმლოდ) მიეცემათ მორწმუნეებს მადლი, ანუ ძალა სულიწმიდისა. წმინდა ეკლესიაში არსებობს შვიდი საიდუმლოება: ნათლისღება, მირონცხება, ზიარება, სინანული, მღვდლობა, ქორწინება და ზეთის კურთხევა.
ნათლისღების საიდუმლო:
ადამიანი ინათლება იმისათვის, რომ განიწმინდოს ცოდვებისაგან და მიიღოს მადლით შემოსილი ახალი ცხოვრება. ბავშვებს არ აქვთ პირადი ცოდვები, მაგრამ მათ დაჰყვებათ ადამის ცოდვა, რომელიც აღიხოცება ნათლისღების ჟამს. ნათლობისას მოსანათლს ჰყავს მიმრქმელნი, ანუ ნათლიები, რომელნიც თავმდებნი არიან ეკლესიის წინაშე მონათლულის სარწმუნოებაზე და შემდგომში ზრუნავენ ნათლულის სარწმუნოების განმტკიცებისათვის.
სარწმუნოების სიმბოლოში წერია: აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა. ასე იმიტომაა დაწერილი, რომ ნათლისღება არ განმეორდება, ანუ არ შეიძლება ადამიანი ორჯერ ან მეტჯერ მოინათლოს.
მონათლულს გულზე ჯვარს ჰკიდებენ იმის ნიშნად, რომ მუდამ ახსოვდეს: შეუძლებელია ცხონება (ხსნა) ჯვარცმულ ქრისტეში რწმენის გარეშე. ამასთან, ჯვარი იფარავს კაცს ყოველი ბოროტისაგან.
მირონცხების საიდუმლო:
ნათლისღებისას ადამიანს ეცხება მირონი, რითაც მას ენიჭება მადლი სულიწმიდისა, რომლის შემწეობით კაცი იზრდება და ძლიერდება სულიერ ცხოვრებაში.
ზიარების საიდუმლო:
ზიარების საიდუმლოში მორწმუნე პურისა და ღვინის სახით იღებს ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცსა და სისხლს. ის უხილავად უერთდება ქრისტეს და საუკუნო ცხოვრების მოზიარე ხდება. წმინდა ზიარების მისაღებად აუცილებელია მომზადება, რაშიც იგულისხმება მარხვა, ლოცვაი, სინანული და აღსარების თქმა.
სინანულის საიდუმლო:
სინანულის საიდუმლო გულისხმობს, რომ მონანულმა აღიაროს მღვდლის წინაშე ის ცოდვები, რაც მონათვლის შემდგომ ჩაუდენია. მაგრამ საკმარისი არ არის მხოლოდ აღიარება. მონანული ადამიანი უნდა წუხდეს თავის ცოდვებზე, სურდეს თავისი ცხოვრების გამოსწორება, განმტკიცდებოდეს ქრისტეს სარწმუნოებაში და ჰქონდეს უფლის მოწყალების იმედი. ასეთი ადამიანი მღვდლის დახმარებით მიიღებს შენდობას თვით იესო ქრისტესაგან.
მღვდლობის საიდუმლო:
მღვდლობის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ გამოარჩევენ ღირსეულ პირს და ეპისკოპოსის ლოცვით დაასხამენ ხელს, რითაც მას გადაეცემა მადლი მღვდლობისა, რათა შეასრულოს საიდუმლონი და უპატრონოს ქრისტეს სამწყსოს დედამიწაზე.
ქორწინების საიდუმლო:
ქორწინების საიდუმლო სრულდება სასიძოსა და სასძლოზე, რომლებიც თავიანთი ნებით ქმნიან ოჯახს. ქორწინების საიდუმლოში ხდება მათი მეუღლეობრივი კავშირის კურთხევა. მეუღლეებს მოეთხოვებათ ერთმანეთის სიყვარული, ერთგულება და შვილების აღზრდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაში.
ზეთის კურთხევის საიდუმლო:
ზეთის კურთხევის საიდუმლოებაში მორწმუნეს სცხებენ ნაკურთ ზეთს და მოუწოდებენ მასზე სულიწმიდის მადლს, რომელიც კურნავს მის სულიერ და ხორციელ უძლურებებს.
11 – მოველი აღდგომასა მკუდრეთით.
მეთერთმეტე მუხლში საუბარია მკვდრეთით აღდგომის შესახებ.
ყოველი გარდაცვლილი ადამიანის სული ხელახლა შეისხამს ხორცს და ადამიანი გაცოცხლდება, აღდგება მკვდრეთით და ამის შემდეგ უხრწნელი და უკვდავი იქნება. უკვე გახრწნილი და გაბნეული სხეულის აღდგინება მოხდება ღმრთის ძალით, ადამიანის სხეული ღმერთის შექმნილია, ამიტომ მისთვის არც გახრწნილი სხეულის აღდგინება წარმოადგენს სირთულეს.
აღდგომა შეეხება ყველა გარდაცვლილ ადამიანს, ხოლო ისინი, ვინც მეორედ მოსვლას ცოცხალი შეხვდება, წამიერად შეიცვლებიან და უხრწნელ სხეულს მიიღებენ. მკვდრეთით აღდგომა მოხდება ქვეყნის დასასრულს. ამ დროს განხრწნადი ქვეყანა დაიწვება და შეიქმნება ახალი ცა და ახალი ქვეყანა, რომელიც იქნება უხრწნელი.
მკვდართა საყოველთაო აღდგომამდე კი გარდაცვლილთა სულები მიდიან სამოთხეში, ან ჯოჯოხეთში. მართალთა სულები ნეტარებენ სამოთხეში, მაგრამ არასრულად; ცოდვილთა სულები კი იტანჯებიან ჯოჯოხეთში, თუმცა ასევე არასრულია მათი ტანჯვა. სრული მისაგებელი ადამიანებს საშინელი განსჯის შემდგომ მიეცემათ. საშინელი განსჯის დროს ცოდვილთა სულებს დიდად დაეხმარებათ მათთვის ეკლესიასა და სახლში აღვლენილი ლოცვები.
12 – და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.
მეთორმეტე მუხლში ლაპარაკია მომავალ საუკუნო ცხოვრებაზე, რომელიც დადგება მკვდების აღდგომისა და საშინელი განსჯის შემდეგ. ეს ცხოვრება მართალთათვის იქნება ისეთი ნეტარი, რომ ჩვენ წარმოდგენაც არ შეგვიძლია, ხოლო ცოდვილთათვის – მეტად სატანჯველი.
სარწმუნოების სიმბოლო სრულდება სიტყვით "ამინ", რაც ნიშნავს: "ჭეშმარიტად, ასეა". როდესაც ამ სიტყვით სარწმუნოების სიმბოლოს ვამთავრებთ, ამით ვადასტურებთ, რომ გვწამს ისე, როგორც წარმოვთქვით.