ხუთშაბათი
2024-11-21
9:49 AM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† მამათა გამონათქვამები †

სიცოცხლესა და გარდაცვალებაზე 

უნდა იცხოვრო არა „იოლად", არამედ მთელი ძალების, როგორც ფიზიკურის, ისე სულიერის, შესაძლო დაძაბვით. ვხარჯავთ რა მაქსიმალურ ძალებს, ჩვენ როდი „ვითანგავთ" თავს, არამედ განვამრავლებთ წყაროს ძალებისას.
მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი)

ჩვენ ან მოწყენით ვიყურებით წარსულში, ან მომავალს ველოდებით, თითქოს სწორედ მაშინ უნდა დაიწყოს ნამდვილი ცხოვრება. აწმყო კი, ანუ ის, რაცაა სინამდვილეში ჩვენი ცხოვრება, სწორედ ამ უნაყოფო დინებასა და ოცნებებში გადის.
მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი)

თუ მდიდარი ხარ, იფიქრე იმაზე, შეძლებ თუ არა სიღარიბის ღირსეულად ატანას.
თუ ბედნიერი ხარ, წარმოიდგინე, როგორ შეხვდე ღირსეულად უბედურებას.
როდესაც ადამიანები გაქებენ, იფიქრე, შეძლებ თუ არა ღირსეულად გადაიტანო ძაგება.
და მთელი ცხოვრების მანძილზე იფიქრე, როგორ შეხვდე ღირსეულად სიკვდილს.
წმ. ნიკოლოზ სერბი

გააკეთე ის, რის ქმნასაც სიკვდილის წინ ისურვებდი.
მიტრპოლიტი ფილარეტი

სიკვდილი არ მოგვიცდის, სანამ ჩვენ მის შესახვედრად მოვემზადებით.
მიტრპოლიტი ფილარეტი

იმაზე კი ნუ იფიქრებ, რომ გარდაცვლილი აღარასოდეს დაბრუნდება შინ, არამედ იმაზე, რომ შენც მალე შეუერთდები მას.
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ფოტი

როცა დასაძინებლად მოემზადები, გაიხსენე სიკვდილი, რომლის სახე და წინკარია ძილი.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

სიკვდილი საშინელებაა ადამიანისათვის, მაგრამ მორწმუნეს არ ეშინია, როგორც მფრინავ არსებებს არ ეშინიათ უფსკრულებისა და დაცემის.
მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი

თუ შესაძლებელია, განუწყვეტლივ ვიგონებდეთ სიკვდილს, რამეთუ ამ ხსენებისაგან იბადება განშორება ამქვეყნიური ამაო საზრუნავისაგან და განუწყვეტელი ლოცვა, მიუკერძოებლობა სხეულისადმი და სიძულვილი ცოდვისადმი და სიმართლე რომ ვთქვათ, თითქმის, ყველა ცოცხალი და ქმედითი სათნოება მისგან იღებს სათავეს. ამიტომაც, თუკი შესაძლებელია, ამას ვიქმოდეთ ისევე განუწყვეტლივ, როგორი განუწყვეტელიცაა სუნთქვა.
ღირსი ისიხი ქორიბიტი

ამ ცხოვრების დასასრულს, ვფიქრობ, უსამართლოდ უწოდებენ სიკვდილს, არამედ უფრო სწორი იქნება სიკვდილისაგან თავდახსნა ვუწოდოთ, ხრწნილებისაგან გათავისუფლება, მონობის დასასრული, მღელვარებათა შეწყვეტა, ბრძოლათა აღკვეცა, წყვდიადიდან გამოსვლა, მოსვენება შრომათაგან, თავშეფარება სირცხვილისაგან, გაქცევა ვნებათაგან და საზოგადოდ რომ ვთქვათ – იგია სამანი ყოველთა ბოროტებათა... შეუპოვრად იბრძოდნენ რა წმინდანები ამა სოფელთან და ხორცთან და აქედან მომდინარე ყველა ბოროტებასთან... დაუზიანებლად შეინარჩუნეს ღირსება საკუთარი სულისა.
მაქსიმე აღმსარებელი

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან.
ეფრემ ასური

ამაოდ ევედრება დავით მეფე უფალს, აუწყოს დღენი ცხოვრებისა მისისანი. ყოვლადსახიერი და ყოვლადბრძენი განგება არ გვაძლევს ამ საშიშ ცოდნას, რათა უკანასკნელი დღის არცოდნით სასოწარკვეთილებისაგან იხსნას ისინი, ვინც მასში აღმოჩნდებოდნენ თუ რომ სცოდნოდათ თავისი აღსასრული და, მეორეს მხრივ, ზედმეტი თვითდაჯერებულობისაგან ათავისუფლებს მათ, რომელთაც შორეულად მიიჩნევდნენ თავისი სიკვდილის დღეს – თითოეულ მათგანს კი აიძულებს იფხიზლოს და დაუზარებლად აღასრულოს თავისი მოვალეობა.
ნეტარი ავგუსტინე 

მოთმინებასა და მორჩილებაზე
ნებით არ მივეცეთ ცდუნებას, არამედ მადლობით მოვითმინოთ ის, რაც უფლის დაშვებით მოგვევლინება.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი


მორჩილება ცეცხლივით სწვავს ვნებებს.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

შეიყვარე თავმდაბლობა და მორჩილება და ეს შენს ყველა ცოდვას გადასწონის.
(წმ. ანტონი დიდი)

რა წყენაც არ უნდა შეგემთხვეს, რა უსიამოვნებაც არ უნდა შეგხვდეს, თქვი: „ამას იესო ქროსტესთვის დავითმენ!" მხოლოდ თქვი ეს და მაშინვე გულზე მოგეშვება, რამეთუ იესუ ქრისტეს სახელი ძლიერია. მასთან ყოველგვარი უსიამოვნება წყნარდება, დემონები ქრებიან. დაწყნარდება შენი გულისტკენაც, შენი სულმოკლეობაც დამშვიდდება, როდესაც მის უტკბილეს სახელს გაიმეორებ.
(ღირსი ანტონ ოპტინელი)

ყველას სწადია, თავისი გაიტანოს. საბრალოთ ავიწყდებათ, რომ ბედნიერება მორჩილებაშია...
დედა თამარი (მარჯანიშვილი)

რადგან ურჩობის გამო განვიდევნეთ სამოთხიდან, ამიტომ ყოვლად მოწყალე ღმერთმა ინება, რთმ სამოთხე კვლავ, ჩვენი მორჩილებით დავიბრუნოთ.
(ღირსი თეოდორე სტუდიელი)

ვიცი, რაოდენ მძიმეა მორჩილების უღელი, რაოდენ მტკივნეულია ნების მოკვეთა, მაგრამ ასეთი ცხოვრების სიტკბოებაც ცნობილია ჩემთვის. გზა იოლია და ხსნა ადვილია, როცა საკუთარი ნება უარყოფილია. საკმარისია ნება მოვიკვეთოთ და მშვიდი და ნეტარი ცხოვრება მოგვევლინება.
(ღირსი თეოდორე სტუდიელი)

ზოგიერთი, ცდუნებას აყოლილი, ამპარტავნებისა და თვითნებობის გამო ისჯება; ხოლო ის, ვინც მორჩილებით და თავმდაბლობით ეძიებს ღმერთს, ქრისტეს წყალობა არ მოაკლდება და განსაცდელში არ ჩავარდება.
(ღირსი გრიგოლ სინელი)

ჭეშმარიტ მორჩილს, უპირველეს ყოვლისა, მოეთხოვება შემდეგი ხუთი სათნოების ასრულება: უპირველესად უნდა სწამდეს და სჯეროდეს საკუთარი მოძღვრის, ისევე, როგორც სწამს იესო ქრისტე და როგორც ქრისტეს, ისე ემორჩილებოდეს მას... მეორე: იყოს მართალი ე.ი. მისი საქმე და სიტყვა უნდა იყოს ჭეშმარიტი და გულწრფელად აღიაროს გულისთქმები... მესამე: არ იმოქმედოს თვითნებურად, რადგან მორჩილს, როგორც იტყვიან, დიდ ზიანს მოუტანს ასეთი ქმედება; მას მართებს თავის ნების მოკვეთა ნებაყოფლობით და არა მოძღვრის ძალისხმევით... მეოთხე: არასოდეს არ უნდა შეეპასუხოს და ეკამათოს ვინმეს, რადგან შეპასუხება და კამათი უცხოა ღვთის მოსავისათვის... თუ ეს ყველა ქრისტიანისთვის მიუღებელია, მით უფრო მონაზვნისათვის, რომელიც ყველაფერში მორჩილების აღთქმას დებს. შეპასუხება და კამათი თვითდაჯერებულობის, ურწმუნოებისა და ქედმაღლობის შედეგია: და პირიქით, არ შეპასუხება, კამათში არჩაბმა მორჩილებისა და თავმდაბლობის ნაყოფია. და ბოლოს, მეხუთე: ყოველივე ზუსტად და გულწრფელად უნდა აღიაროს თავისი მოძღვრის წინაშე.
(ღირსნი კალისტე და ეგნატე ქსანთოპულები)


თუკი ადამიანი არ ტოვებს გულში დაბუდებულ საკუთარ ნებას, და ყველაფერში საკუთარ თავს არ უარყოფს, თუ არ ჩამოშორდება თავის სიმდიდრესა და ქონებას და არ დაემონება ღმერთს სულიერი მამასთან მორჩილების გზით, იგი ვერც შეიტყობს და ვერც აღასრულებს ღვთის ნებას.
(ღირსი მამა ანტონი დიდი)

თუკი სულიერ მამასთან მომთმენნი: დამჯერნი და მორჩილნი იქნებით, მაშინ მშვენიერი იქნება უფლის მოსაგებელი: და გაიხარებთ იმ ღვაწლით, რომელიც მოხსენდება უფალ ღმერთს. ვინც ემორჩილება თავის მოძღვარს, ის უფალი ღმერთის ნებას აღასრულებს და ვინც ღმერთს ემორჩილება, ის თავის მოძღვრის მორჩილებაშიცაა.
(ღირსი მამა ანტონი დიდი)

მორჩილ ადამიანს საყვედური არ ეუხერხულება, არც შეფრაცხყოფა ააპილპილებს. მორჩილი დარდში ხარობს და მწუხარებაში მადლობას აღავლენს.
(ღირსი მამა ეფრემ ასური)


უნდა ვერწმუნოთ მათ, ვისაც უფლისგან აქვთ ჩვენზე ზრუნვის მადლმოსილება, თუნდაც მათი ბრძანებულებანი ჩვენი ხსნის საწინააღმდეგოდ მივიჩნიოთ. ჭეშმარიტი რწმენის ნიშანია უყოყმანო მორჩილება მაშინაც კი, როცა მოთხოვნა მოულოდნელია.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)

მორჩილება ესაა ადამიანური განსჯის გვერდზე გადადება მაშინაც კი როცა განსჯის დიდი ნიჭი გაქვს.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)

წმიდა მამები ფსალმუნებს იარაღს უწოდებენ, ლოცვას - კედელს, უბიწო ცრემლებს - განბანას, ხოლო ნეტარ მორჩილებას აღმსარებლობას, რომლის გარეშე ვერცერთი ვნებებით აღსავსე ადამიანი უფალს ვერ იხილავს.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)

მორჩილი, რომელიც მოძღვრის კეთილ განწყობას და შემწყნარებლობას შენიშნავს და თხოვს მას დაუნიშნოს მსახურება თავისი სურვილის მიხედვით, არც საკუთარ თავს იცნობს და არც საკუთარი სარგებელი იცის, იმიტომ რომ ასეთი კურთხევით ის კარგავს აღმსარებლურ გვირგვინს, რადგან მორჩილება ესაა თვალთმაქცობის და საკუთარი სურვილის უარყოფა.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)

მორჩილება საკუთარი თავის განკითხვისა და სულიერი სიჯანსაღის სურვილისგან წარმოიშვება.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)

ამპარტავნებაზე
სხვების შეხედულება ჩვენზე – აი, ის სარკე, რომლის წინაშეც თითქმის ყველა გამოუკლებლივ კეკლუცობს. ადამიანი თავის თავს ისე წარმოაჩენს, როგორადაც ისურვებდა, რომ სხვები ხედავდნენ. სინამდვილე კი, როგორიცაა ის თავისთავად, არავისთვის არ არის ცნობილი, საკუთარი თავის ჩათვლით. ხოლო ცხოვრობს და მოქმედებს რომელიღაც გამოგონილი ფიგურა. ლტოლვა ამ სიცრუისკენ იმდენად დიდია, რომ ადამიანი მას საკუთარ თავსაც კი უმსხვერპლებს. ამით ამახინჯებს თავის ბუნებას – ერთადერთსა და განუმეორობელს, რასაც თითოეული ადამიანური პიროვნება წარმოადგენს.
სამაგიეროდ, ყოველთვის როგორ გვატყვევებს შეხვედრა ადამიანთან, რომელსაც არ სჭირს ეს მანკიერება და როგორ გვიყვარს ბავშვები, რომელთა ცნობიერება ჯერაც არ მომწიფებულა, მათი სრული უბრალოება და უშუალობა.
(მამა ალექსანდრე ელჩანინოვი)

სჯობს ისევ ცოდვა სინანულით, ვიდრე სიმართლე თავდაჯერებით.
(წმ. იოანე ოქროპირი)

საკუთარ თავზე წარმოდგენა არის ის კედელი, რომელიც ადამიანს აშორებს ღვთისაგან.
(წმ. მაკარი დიდი)

როგორც კი იგრძნობ, რომ ჩადენილი კეთილი საქმეების გამო სიამაყე გეუფლება, მაშინვე შენი შეცოდებანი მოიხსენე, რათა უგუნური ამპარტავნება დააცხრო. ასევე მოიქეცი მაშინაც, როცა ხედავ, რომ მოყვასი ცდება, კერძოდ, მაშინვე მისი სათნოებანიც გაიხსენე.
(წმ. ბასილი დიდი)

რისთვის განსცხრები და ზვაობ, კაცო? რად განლაღებულხარ და ღრუბელზე მეტად მაღლობ? გულის-ხმა-ჰყავ ბუნება შენი, რომ მიწა ხარ და ნაცარი და მცირე ხნის შემდეგ მტვრად იქცევი.
(წმ. მაქსიმე აღმსარებელი)

ამპარტავნება – ეს წყალქვეშა ქვაა, რომელზედაც ხშირად იმტვრეოდნენ ისინიც კი, ვინც დიდხანს ეწინააღმდეგებოდნენ ვნებათა გრიგალებსა და სხვადასხვა განსაცდელებს.
(წმ. იოანე ოქროპირი)

ამპარტავნება არის ჭკუათხელობის დამამტკიცებელი.
(წმ. იოანე ოქროპირი)


ყველა ცოდვა საძაგელია ღვთის წინაშე, მაგრამ მათ შორის უსაძაგლესია ამპარტავნება.
(წმ. ანტონი დიდი)

დაიმდაბლე შენი ამპარტავნული გულისთქმა, სანამ ამპარტავნება ვნებად გადაგექცეოდეს და დაგიმორჩილებდეს. ქვე დაამხე შენი ქედმაღლობა და ზესთამჩინეობა - მაღალი შეხედულება საკუთარ თავზე, სანამ ბილწი ავხორცობა დაგეუფლებოდეს და შეგმუსრავდეს.
(წმ. ეფრემ ასური)


ყველაზე მეტად უნდა გვეშინოდეს იმ აზრისა, რომ ჩვენ უკვე ღვთისნიერი ცხოვრებით ვცხოვრობთ.
(წმინდა ბარსანუფი დიდი)

საკუთრ თავში ამპარტავნების ამოსაცნობად დაუკვირდი, როგორ გრძნობ თავს, როდესაც გარშემომყოფნი რაიმეს შენი სურვილის შესაბამისად არ აკეთებენ. თუკი შენ არ გიჩნდება სურვილი, მოკრძალებით გამოასწორო სხვის მიერ დაშვებული შეცდომა, არამედ უკმაყოფილო ხარ და მრისხანებ, მაშ, იცოდე, რომ ძალიან ამპარტავანი ხარ. თუკი შენი ცხოვრებისეული საქმეების მცირეოდენი წარუმატებლობაც კი მწუხარებას, სიმძიმესა და სევდას იწვევს, ისე რომ არ გამხიარულებს აზრი, რომ შენს საქმეებს ღვთაებრივი ჩანაფიქრი წარმართავს, მაშ, იცოდე, რომ ძალიან ამპარტავანი ხარ. თუ სხვისი, თუნდაც შენი მტრების, წარუმატებლობა გახარებს, ხოლო შენი ახლობლების წარმატებები გამწუხრებს, იცოდე, რომ ძალიან ამპარტავანი ხარ. თუ შეურაცგყოფს მოკრძალებული შენიშვნები შენს ნაკლოვანებათა შესახებ, ხოლო არარსებული ღირსებების ქება გახარებს და აღგაფრთოვანებს, იცოდე, რომ ძალიან ამპარტავანი ხარ.
(ნიჟეგოროდის მთავარეპისკოპოსი იაკობი)

როცა საყვედურის ან შეურაცხყოფის გამო გიმძიმს, იცოდე, რომ ამას დიდი საარგებლობა მოაქვს შენთვის. დამცირების საშუალებით მზვაობრობა განიდევნა შენგან.
(წმინდა მაქსიმე აღმსარებელი)

უკეთესია საკუთარი უძლურების და ნაკლოვანებების შეგრძნებით სიმდაბლის მოპოვება, ვიდრე ყალბი გამოსწორების იმედით ამპარტავნებაში ჩავარდნა.
(წმ. ამბროსი ოპტელი)

ვის ვემსგავსები, როცა სიამაყის დათრგუნვას მოვიწადინებ? ვგავარ ადამიანს, რომელიც ცდილობს, თავისი უსუსური ხელებით მთა დაანგრიოს. ყოველ ღონეს ვხმარობ, მთელს ცოდნას ვიყენებ. ვხედავ, რომ აუსრულებელია ოცნება - მთა მტკიცედ დგას - მე კი არ ვეპუები. ვხედავ, რომ ამაოდ ვირჯები, დავტირი ჩემს უძლურებას, ვდრტვინავ აუხდენელი ჩანაფიქრის გამო. სევდა გონს მიბინდავს, სხეულს უდებება იპყრობს, უსასოობა ღრღნის გულს. „ნეტავ, რას წვალობ, - მეუბნებიან სხვები, - შენი შრომა არავის სჭირდება". - „სჭირდება, - ცრემლმორეული მივუგებ მე, - სჭირდება, ამაში ხომ თვით ღმერთი მეხმარება".
(მღვდელმონაზონი ვასილი, ოპტინელი ახალმოწამე)