წარმავალი და მეტად მძიმეა ადამიანის მიწიერი ცხოვრება. საცდურით აღსავსე მისი ბნელი გზა ტანჯვაზე, ეკლებსა და ათასგვარ განსაცდელზე გადის. ჩვენი ქვეყნიური სიცოცხლე მზადებაა სიკვდილთან შესახვედრად, დროის ყოველი მონაკვეთი მასთან გვაახლოებს, რადგან წუთისოფელი არავის ინდობს, არავის სწყალობს, მისი განაჩენი ყველასთვის ერთია - სიკვდილი. კაცისათვის შეიქმნა ეს სოფელი, მაგრამ კაცი არ შექმნილა მისთვის. ვინც ცხოვრებისეული ჟამის დინებას მიჰყვება, მასშივე შთაინთქმება, ვინც მიწას მეგობრობს, იგი ზეცას მტრობს. ერთადერთი ძალა, მიუწვდომელი საიდუმლო, რომელიც აჩერებს და რომელსაც ემორჩილება დრო - ქრისტე და მისი რწმენაა. ყოველი ადამიანი, რომელიც ისმენს უფლის მაცოცხლებელ ხმას და რწ
... კითხვის გაგრძელება »