† სრულიად ნახვა † - Мои статьи - სასწაულები - www.leoteo.ucoz.de
ორშაბათი
2016-12-05
1:18 AM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

სასწაულები

მთავარი » სტატიები » Мои статьи

† სრულიად ნახვა †
 
 
†ჩვილის გადარჩენა†
 
ერთხელ ერთი მორწმუნე წმიდა მოწამეების ბორის და გლების ნაწილებისა და წმინდა ნიკოლოზის სასწაულმოქმედი ხატების თაყვანსაცემად ვიშგოროდში გაემგზავრა, თან წაიყვანა ცოლი და ძუძუმწოვარა ბავშვი. ისინი დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდნენ. ცოლს ჩაეძინა და მძინარეს ხელიდან გაუვარდა ბავშვი, წყალში ჩაიძირა და მათი თვალთახედვიდან გაქრა. სასოწარკვეთილი მშობლები საშველად წმინდა ნიკოლოზს კარგა ხანს უხმობდნენ, მაგრამ საშველი რომ არ გამოჩნდა, სასოწარკვეთილნი შინ დაბრუნდნენ. წმინდა ნიკოლოზი კი დიდ სასწაულს ამზადებდა იმ ქალაქის მცხოვრებთათვის. ღამით მან ამოიყვნა დნეპრიდან ჩვილი და სოფლის ჩაკეტილ ეკლესიაში თავისი ხატის ქვეშ დააწვინა. ცისკარზე მნათე რომ შევიდა ეკლესიის ეზოში, ბავშვის ტირილი შემოესმა. უსაყვედურა დარაჯს:
 
შენ რა ბავშვიანი ქალების სასტუმროდ აქციე ტაძარი?!

დარაჯმა მნათეს გაკვირვებულმა შეხედა და ჩაკეტილი კარზე მიუთითა. მაშინ ორივე შევიდნენ ტაძარში და სასწაულმოქმედი ნიკოლოზის ხატის წინ ნახეს მტირალა ჩვილი, რომლის სახვევებს ჯერაც ვერ მოესწრო გაშრობა. დილაადრიან მიტროპოლიტმა თავისი წარგზავნილების პირით ამცნო ბავშვის მშობლებს და მთელი ქალაქის მაცხოვრებლებს ეს ამბავი. ასე იპოვეს უკვე გამოტირებული ჩვილი მშობლებმა წმინდა ნიკოლოზის ხატთან.

წმიდა ნიკოლოზის მიერ მომავალი ბერის (გაბრიელის) გადარჩენა დახრჩობისაგან
საქართველოში ბევრისათვის არის ცნობილი მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში დაკრძალული ბერი გაბრიელის საფლავი, რომელსაც მრავალი მორწმუნე ადამიანი მიეახლება რწმენითა და სასოებით.
 
მოგვითხრობენ შემდეგ ეპიზოდს მამა გაბრიელის ცხოვრებიდან:

ერთხელ, ახალგაზრდობაში, იგი მგზავრობდა გემით, რომელიც შავი ზღვის ნაპირის გასწვრივ მოცურავდა. მოულოდნელად ბორტს მიღმა აღმოჩენილი, იგი უფლის ნებას მიენდო. ტალღებმა ჩაითრიეს ჭაბუკის სხეული და ზღვაში დანთქმას იქადდნენ.

ამ დროს ზღვის ტალღებზე წამოიმართა მღვდელმთავრის ძვირფასი სამოსით შემოსილი სპეტაკი წვერით შემკული ადამიანი, რომელმაც მკაცრად მიმართა გემის კაპიტანსა და მის თანაშემწეებს:
სად არის თქვენი სიფხიზლე და პასუხისმგებლობა, როდესაც თქვენი დაუდევრობით ზღვაში იხრჩობა ადამიანი?

მისი მითითებით კაპიტანმა სასწრაფოდ უხმო მეზღვაურებს, რომლებიც ნავში ჩასხდნენ და აჩქარებით მოისვეს ნიჩბებს.

მეზღვაურებმა ცოცხალ-მკვდარი ახალგაზრდა ნავში აიყვანეს და ნაპირზე გავიდნენ. როდესაც ხელოვნური სუნთქვით მოასულიერეს, მერეღა მოიკითხეს მისი მეოხმყოფელი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადარჩენილს უპოვეს მკერდზე ჩამოკიდებული წმიდა ნიკოლოზის ხატი, შეიცნეს მასში მშველელის ჭეშმარიტი ვინაობა.
 
 
წმინდა ნიკოლოზის ხატის მიერ მოხდენილი სასწაული

1938 წლის ზაფხულში შინსახკომის თამანშრომელი დიმიტრი ეფიმოვი სამუშაოდ მიავლინეს ნოვოდერევენსკის რაიონში. სოფელში მისთვის შესაფერი ბინის მოძებნა რთული აღმოჩნდა – მასზე ადრე ჩამოსულებს აქ ყველა ადგილი უკვე დაეკავებინათ. ადგილობრივი ადმინისტრაციის მუშაკებმა ერთი მარტოხელა ქვრივის სახლში გადაწყვიტეს ოთახის დაქირავება. მაგრამ ქვრივმა განაცხადა, რომ ოთახს არავის დაუთმობდა, რადგან იგი წმიდა ნიკოლოზს ჰქონდა დაკავებული. მას ოთახის გაღება უბრძანეს და როცა შევიდნენ, იხილეს ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის უზარმაზარი, იატაკიდან თითქმის ჭერამდე აზიდული ხატი. იგი აიღეს და საბრალო ქალის თხოვნა-მუდარის მიუხედავად სარდაფში ჩაიტანეს. ბოლოს ქვრივმა თქვა, რომ უსარგებლოდ ირჯებოდნენ, რადგან წმიდა ნიკოლოზი მაინც არავის დაუთმობდა თავის ოთახს. მას სიცილი დააყარეს. დიმიტრიმ შეიტანა ოთახში ნივთები, ოთახი ჩაკეტა და სამუშაოდ წავიდა.

იდგა ივნისის უღრუბლო დღე. უეცრად გაისმა ჭექა-ქუხილი და გაიელვა. დიმიტი მივარდა ფანჯარასთან და დაინახა, რომ იწვოდა ქვრივის სახლი. სასწრაფოდ მიირბინა შემთხვევის ადგილზე და თვითმხილველთაგან გაიგო, რომ მცირე, მუჭისხელა ღრუბლიდან გამოვარდა მეხი, რომელიც სწორედ მის მიერ დაქირავებულ ოთახს დაეცა. ამგვარად, წმიდა ნიკოლოზმა არავინ დაუშვა თავისი ხატის სამყოფელში. სახლი დაიწვა, ხატი კი უვნებელად გადარჩა. ქვრივმა მიიღო დაზღვევის თანხა, ააშენა ახალი ქოხი და მადლობდა წმიდა ნიკოლოზს წყალობისა და ნუგეშისათვის.

წმიდა ნიკოლოზისთვის აღთქმული შესაწირი
ერთი კეთილმორწმუნე კაცი გულმოდგინედ ევედრებოდა წმიდა ნიკოლოზს ცოლის უნაყოფობისგან განკურნებასა და შვილოსნობის უნარის მონიჭებას და აღუთქვამდა, რომ შვილთან ერთად მისი სახელობის ტაძარს ოქროს ჭურჭელს შესწირავდა. მისი ლოცვა შეისმინა სახიერმა მეოხმა და მოკლე ხანში მას ძე მისცა. მადლიერმა მამამ გაიხსენა თავისი აღთქმა და ოქრომჭედელს შეუკვეთა ოქროს ჭურჭელი. მაგრამ როდესაც ჭურჭელი ჩამოისხა, ამ კაცს ძლიერ მოეწონა იგი და თავისთვის დაიტოვა, ოქრომჭედელს კი წმიდა ნიკოლოზის ტაძრისთვის სხვა ჭურჭლის ჩამოსხმა სთხოვა. როდესაც ისიც მზად იყო, მან წაიღო ორივე ჭურჭელი, თან იახლა ძე და ხომალდით გაემგზავრა წმიდა ნიკოლოზის ტაძრისაკენ. მოგზაურობის დროს მოხდა უბედური შემთხვევა: მამის ბრძანებით ყრმა წყლის მოსატანად წავიდა, მაგრამ ჭურჭელთან ერთად ზღვაში გადავარდა და დაიხრჩო. ეს იყო სწორედ ის ჭურჭელი, რომელიც ბავშვის მამას დაენანა წმიდა ნიკოლოზისთვის შესაწირად.

მამამ ცხარე ცრელმებით დაიტირა თავისი ძის უდროო სიკვდილი და მარტომ განაგრძო გზა, რადგან ეწადა წმინდანისთვის მიცემული აღთქმის შესრულება. მან მშვიდობით მიაღწია წმიდა ნიკოლოზის ტაძარს, თაყვანი-სცა მღვდელმთავრის ხატს და ჭურჭელი ხატის წინ დადგა. მაგრამ უხილავმა ძალამ ჭურჭელი ტაძრის შუაგულში გადააგდო. მან ხელმეორედ დადგა ჭურჭელი ხატის წინ, მაგრამ ისევ წარუმატებლად: უხილავმა ძალამ ჭურჭელი ტაძრის შუაგულში მოისროლა. ამ ამბავმა ყველა გააოცა; ვერავინ ხვდებოდა, რას ნიშნავდა ეს. მოულოდნელად ტაძარში გაჩნდა ყრმა, რომელსაც ხელში ჭურჭელი ეკავა და იქ მყოფთ უამბო, რომ ზღვაში დახრჩობისაგან იგი დაიფარა ქრისტეს მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა. მამამ მადლობა შესწირა წმიდანთა შორის დიდებული უფალს, წმიდა ნიკოლოზის ტაძარს ორივე ჭურჭელი შესწირა და ძესთან ერთად შინ მშვიდობით დაბრუნდა.
 
 
მარმარილოს ქანდაკად ქცეული ქალიშვილი
 
(1956 წელს ქ. სამარაში მომხდარი ფაქტის შესახებ)
ეს ამბავი სამარაში მცხოვრებ ერთი ღვთისმოსავი ქალის ოჯახს გადახდა თავს 1956 წელს

ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს ახალი სტილით, მისმა ქალიშვილმა, სახელად ზოიამ, თავისი შვიდი მეგობარი გოგონა და ახალგაზრდა ყმაწვილები დაპატიჟა წვეულებაზე, სადაც დროსტარებასთან ერთად საცეკვაო გართობებიც ჰქონდათ გათვალისწინებული. რაკიღა შობის მარხვა იდგა, დედამ თხოვა ზოიას, ხმაურიანი ლხინი არ გადაეხადა, მაგრამ ქალიშვილმა დაიჟინა და თავისი გაიტანა. საღამოს დედა ეკლესიაში წავიდა ლოცვაზე.

სტუმრები თითიქმის უკლებლივ მოვიდნენ, მაგრამ ზოიას საქმრო, სახელად კოლია, არ ჩანდა. ახალგაზრდებმა მას აღარ დაუწყეს ლოდინი და დაიწყეს საცეკვაო სამზადისი. გოგო-ბიჭები დაწყვილდნენ, ზოია კი კენტად დარჩა. ამით განაწყენებულმა, მან კედლიდან ჩამოხსნა წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი და განაცხადა: „რაკი ჩემი ნიკოლოზი არ მოვიდა, ამ ნიკოლოზს ჩავკიდებ ხელს და მასთან ვიცეკვებ!” გოგონებმა თხოვეს, არ ჩაედინა ამგვარი მკრეხელობა. მან კი უპასუხა: „თუ ღმერთი არსებობს, იგი დამსჯის!”

ჩართეს საცეკვაო მელოდიები და ჯერ ხეირიანად არც კი აჰყოლოდნენ ცეკვის ტაქტს, რომ ოთახში ანაზდად წარმოუდგენელი გრიალი გაისმა, შუაგულიდან ქარბორია ავარდა და მთელი ოთახი ელვისებურმა კაშკაშა შუქმა გაანათა. მხირულება უეცარმა ელდამ შეცვალა. შიშისაგან თავზარდაცემულნი, ყველანი გავარდნენ ოთახიდან. მხოლოდ ზოია ვერ დაიძრა ადგილიდან. იგი ოთახში დარჩა, იატაკს მიყინული, მარმარილოსავით ცივი და გაქვავებული, გულში ჩაკრული წმიდა ნიკოლოზის ხატით. გამოძახებაზე მისული ექიმების ვერანაირმა მცდელობამ ვერ მოიყვანა ქალიშვილი გონს. ყველა ნემსი, რომელთა გაკეთებასაც ექიმები ცდილობდნენ, ტყდებოდა და იღუნებოდა ზოიას მარმარილოს სხეულზე. უნდოდათ მისი საავადმყოფოში გადაყვანა, მაგრამ ძვრა ვერ უყვეს – ფეხებით თითქოს შეზრდოდა იატაკს, მხოლოდ გული უცემდა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ზოია ფიზიკურად ცოცხალი იყო, მაგრამ ამ დროიდან მას უკვე აღარც სმა შეეძლო და აღარს ჭამა

როდესაც დედა ეკლესიიდან დაბრუნდა და თავისი ქალიშვილი ამგვარ ყოფაში იხილა, გონება დაკარგა და საავადმყოფოში წაიყვანეს, საიდანაც რამდენიმე დღეში გამოწერეს. უფლის გულმოწყალებისადმი მისმა რწმენამ და ღმერთისადმი აღვლენილმა მხურვალე ლოცვებმა, შვილისათვის ტანჯვათა შემსუბუქების თხოვნით, მის ქალიშვილს აღუდგინა სასიცოცხლო ძალა. იგი ცრემლებით თხოვდა ღმერთს პატიებას და დახმარებას.

პირველ დღეებში სახლი ფუტკრების სკას წააგავდა – უამრავი ხალხი ირეოდა მის გარშემო; საიდან აღარ მოდიოდნენ მორწმუნენი, ცნობისმოყვარენი, სასულიერო პირები. მაგრამ მალე, ხელისუფლების ორგანოების განკარგულებით, შენობაში შეღწევის ყოველგვარი საშუალება აღკვეთილ იქნა გარეშე მნახველებისათვის. დაწესდა მორიგეობა და ყოველ 8 საათში ერთხელ იცვლებოდა ორი მილიციელი. ამ მორიგეთაგან (რომელთა შორის იყვნენ 28-32 წლის ახალგაზრდები) მრავალი გაჭაღარავდა იმ შემზარავი სურათის მხილველნი, როდესაც ზოია საშინელი ხმით გაჰყვიროდა: „ – დედა, ილოცე; ცოდვებში ვიღუპებით, ილოცე!” ამ დროს მის გვერდით მდუღარე ცრემლების ფრქვევით ლოცულობდა დედამისი.

მოგვიანებით ზოიასთან დაშვებულ იქნა რამდენიმე ადამიანი. მოსკოვიდან ჩემოვიდა მედიცინის პროფესორი, რომელმაც დაადასტურა, რომ ზოიას გულისცემა არ შეწყვეტილა გარეგნული გაშეშებისა და გაქვავებულობის მიუხედავად. დედის თხოვნით მოწვეულ იყვნენ სასულიერო პირები, რათა ზოიას ხელიდან გამოეხსნათ წმიდა ნიკოლოზის ხატი, მაგრამ მათ ვერ შეძლეს გამოეცალათ ხატი მისი გაქვავებული ხელისგულებისთვის. ქრიტეშობის დღესასწაულზე ჩამოვიდა მღვდელმონაზონი სერაფიმე, რომელმაც აღავლინა ლოცვა, აკურთხა ოთახი, რის შემდეგაც მას მინებდა ზოიას ხელები და ხატს, სათანადო პატივის მიგების შემდეგ, პირვანდელი ადგილი მიუჩინეს. ბერმა ბრძანა: „ახლა დაველოდოთ უფლის ნიშანს, რომელსაც იგი მოგვივლენს დიდი დღესასწაულისთვის (ე.ი. აღდგომისათვის). თუ ეს არ მოხდა, მაშ, ახლო ყოფილა ქვეყნის აღსასრული”. იგივე გაიმეორა მოსკოვის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმაც.

ხარების დღესასწაულის წინ მოვიდა ერთი სათნო გამომეტყველების მოხუცი და ზოიასთან შეშვება ითხოვა, მაგრამ მილიციელებისაგან ცივი უარი მიიღო. იგი მეორე დღესაც მოვიდა, მაგრამ ახლა უკვე სხვა მორიგეებმა არ დართეს შესვლის ნება. მესამედ, უკვე უშუალოდ ხარება დღეს, მორიგეებმა შეუშვეს და მათ ყურს მისწვდა, თუ როგორ ეუბნებოდა იგი ზოიას დაყვავებით: „რაო, მოგბეზრდა დგომა?”

გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც მორიგეებს სურდათ უკან გამოესტუმრებინათ მოხუცი, იგი მათ აღარ დახვდა (ყველანი დარწმუნებულნი არიან, რომ ეს იყო თვით საკვირველმოქმედი ნიკოლოზი).

ასე იდგა ზოია 4 თვის განმავლობაში (128 დღე), თვით აღდგომამდე, რომელიც იმ წელს უწევდა 23 აპრილს (6 მაისს ახალი სტილით).

ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ღამეს ზოიამ განსაკუთრებულად ხმამაღალი ძახილით დაიწყო მოწოდება: „ილოცეთ!” ღამის გუშაგებმა ვერ აიტანეს მისი საცოდაობა და ჩაეკითხნენ: „ასეთი ხმით რად ყვირიხარ?” და მიიღეს პასუხად: „საშინელი ცეცხლით იწვის დედამიწა! ილოცეთ! მთელი დედამიწა ცოდვებში ინთქმება. ილოცეთ!”

და ამ დროს მას უეცრად დაუბრუნდა სიცოცხლის ნიშანწყალი: მისი კუნთები მოეშვა და სხეულიც დამყოლი გახდა. ზოია ჩააწვინეს ლოგინში, მაგრამ ის განუწყვეტლივ ყველას უხმობდა და ითხოვდა ელოცათ ცოდვებით აღვსილი სამყაროსათვის, უკანონობაში ჩაფლული ქვეყნიერებისათვის.
 
რით არსებობდი ამ ხნის განმავლობაში? – ეკითხებოდნენ მას. – ვინ გასაზრდოებდა?
 
მტრედები, მტრედები მაწვდიდნენ საკვებს, – პასუხობდა ზოია, რითაც ცხადლივ გვეუწყება, რომ შეწყალება და პატიება მოდიოდა თვით უფლის შემოქმედი მარჯვენისგან. უფალმა მიუტევა მას ცოდვები, ღვთის წმიდა სათნომყოფლის, ყოვლადმოწყალე ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის მეოხმყოფლობითა და უმძიმესი განსაცდელის, 128 დღის მანძილზე ფეხზე დგომის საზღაურად.

მომხდარმა ფაქტმა იმდენად იმოქმედა სამარის მცხოვრებლებზე, რომ მრავალმა ადამიანმა, ვინც ამ სასწაულს ხედავდა, ვისაც ესმოდა ზოიას ყვირილი და ვედრება – ელოცათ ცოდვებში მყოფი ადამიანებისათვის, ირწმუნეს ღმერთი. მოუნათლავები ინათლებოდნენ, მოუნანიებელნი ეკლესიებში მიიჩქაროდნენ აღსარების სათქმელად; ვინც ჯვარს არ ატარებდა, ყველამ დაიწყო ტარება – იმდენად დიდი იყო ახლადმოქცეულთა რაოდენობა, რომ ეკლესიებში ყველასათვის სამყოფი ჯვრები არ აღმოჩნდა.
 
შიშითა და თვალზე მომდგარი ცრემლებით თხოვდა ხალხი ღმერთს საკუთარი ცოდვების შენდობას და თან ზოიას სიტყვებს იმეორებდა: „საშინელება ხდება. დედამიწა იწვის, ცოდვებში ვიღუპებით. ილოცეთ. ადამიანები უკანონობის შედეგად წარწყმდებიან.”

აღდგომის მესამე დღეს ზოიას სული მიიღო უფალმა – აღესრულა მხევალი ღვთისა, რომელმაც თავისი მძიმე ცოდვები 128 დღის ფეხზე დგომით გამოისყიდა. სულიწმიდა იფარავდა მისი სულის არსებობას, აღადგინა იგი მომაკვდინებელ ცოდვებისაგან, რათა მომავლის, ყოველთა ცხოველთა და მკვდართა მარადიული აღდგენის დღეს აღედგინა იგი სხეულით მარადიული სიცოცხლისათვის, რამეთუ თვით სახელი ზოია ნიშნავს სიცოცხლეს. ამინ.

„მართლმადიდებლური სასწაულები XX საუკუნეში”, კრებული I, თბილისი, 1996 წ.
კატეგორია: Мои статьи | დაამატა: leo_wien (2009-11-10)
ნანახია: 14359 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 4.6/9
სულ კომენტარები: 2
2  
That's an erxept answer to an interesting question

1  
dideba shens zlierebas cmida Hikoloz.dagvicavi da dagvifare chven da mtlianad Sakartvelo amin!

სახელი *:
Email *:
კოდი *: