ოთხშაბათი
2024-04-24
0:27 AM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » Test category » Test forum » მამათა გამონათქვამები...
მამათა გამონათქვამები...
tea-1989თარიღი: შაბათი, 2009-10-31, 11:45 PM | შეტყობინება # 1
რიგითი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 2
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ფსალმუნთა გალობისა და ლოცვის მიტოვების გამო კი არ განგვსჯის ღმერთი საშინელ სამსჯავროზე, არამედ ჩვენში ეშმაკების შემოსვლის გამო, რომელიც მათ მიტოვებას მოსდევს. / წმ.ისააკ ასური/

დამატებულია (10.31.2009, 11:19 Pm)
---------------------------------------------
ღირსი უნდა იყო იმისა, ვინც თავისი ძე გიწოდა და ისე უნდა იქცეოდე, როგორც ღვთის ძეს შეჰფერის, როცა რამის კეთებას იწყებ, გაიხსენე, რომ ღმერთს მამას უწოდებ.

მიწიერი მადლიც კი არ მოიპოვება შრომის გარეშე; მაშ რატომ გავურბივრთ ზეციურ მადლს შრომის მიზეზით?
წმ ნილოს სინელი

თუკი შენ არ პატიობ ყველას, ვინც კი შეგცოდა; მას მარხვასა და ლოცვაში ნუ დაშვრები... ღმერთი არ მიგიღებს. / წმ. ეფრემ ასური/

დამატებულია (10.31.2009, 11:19 Pm)
---------------------------------------------
ჩვენ არ უნდა განვეშოროთ ზიარებას იმიტომ, რომ თავს ცოდვილად მივიჩნევთ. უფრო მეტი და მეტი წყურვილით უნდა ვისწრაფვოდეთ მისკენ, სულის განკურნებისა და განწმენდისთვის.... უფრო სწორი იქნება, ყოველ კვირა დღეს ვეზიაროთ ჩვენი სალმობების საკურნებლად გულის იმ სიმდაბლით, რომლითაც გვწამს და ვაღიარებთ, რომ ვერასდროს შევძლებთ ღირსეულად შევეხოთ წმინდა საიდუმლოებებს, ვიდრე გულის ამაო დარწმუნებით აღზვავებულებს გვწამდეს, რომ წელიწადში ერთხელ ზიარების ღირსნი გავხდით... / წმ. კასიანე რომაელი/

დამატებულია (10.31.2009, 11:20 Pm)
---------------------------------------------
უფალმა ყოველ ადამიანში ჩადო სინდისი.ეს "პატარა ღმერთი",რომელიც გამუდმებით ზუსტად ახვედრებს ადამიანს,რა არის კარგი და რა ცუდი,რა სასახელო და გამოსაჩენი და რა სამარცხვინო და დასამალი. "ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი,რომელსაც სინდისს ეძახიან".(გაბრიელ ბერი)

დამატებულია (10.31.2009, 11:20 Pm)
---------------------------------------------
-მრისხანე ხარ? იყავ მრისხანე შენი ცოდვების მიმართ, სცემე შენს სულს, ჰგვემე შენი სინდისი, იყავი მკაცრი მსაჯული და მრისხანე მტანჯველი შენი საკუთარი ცოდვებისა- აი, მრისხანების სარგებელი, ამისთვის დანერგა იგი ღმერთმა ჩვენში / წმ. იოანე ოქროპირი /

დამატებულია (10.31.2009, 11:20 Pm)
---------------------------------------------
როდესაც რაიმე საშინელისა და აუტანელის დათმენისას, მრისხანება და მძვინვარება შემოგიტევს, ქრისტეს სიმშვიდე გაიხსენე.... მალე დამშვიდდები და დამდაბლდები.... /წმ. იოანე ოქროპირი /

დამატებულია (10.31.2009, 11:21 Pm)
---------------------------------------------
ვერ მოვასწარი კეთილმსახური ღვაწლის დაწყება და უკვე მზვაობრობით დავსნეულდი. ვერ მოვასწარი კარიბჭეში შესვლა და უკვე შინაგან საკურთხეველზე ვოცნებობ. ჯერ ღმრთის სათნო ცხოვრება არ დამიწყია და უკვე ჩემს ახლობლებს ვამხილებ. ჯერ ვერ გავიგე, რა არის ჭეშმარიტება და სხვების დამოძღვრა მწადია. სულო ჩემო! ღმერთმა ჭეშმარიტება მოგანიჭა, აზრი, გონება, ცნობა, განსჯა; შეიცანი რა არის შენთვის სასარგებლო. როგორ ოცნებობ სხვებისთვის ნათლის გადაცემაზე, როცა თვითონ წყვდიადში ხარ ჩაძირული? ჯერ საკუთარი თავი განკურნე, ხოლო თუ ეს არ შეგიძლია, დაიტირე შენი სიბრმავე /ეფრემ ასური/

დამატებულია (10.31.2009, 11:22 Pm)
---------------------------------------------
- საცოდავი ვარ, საბრალო და უსუსურია ჩემი ყოველდღიური სინანული, რამეთუ არ გამაჩნია მყარი საფუძველი. ყოველდღიურად ვქმნი სახლის საფუძველს, მაგრამ ჩემივე ხელით ვანგრევ მას. / ეფრემ ასური/

დამატებულია (10.31.2009, 11:22 Pm)
---------------------------------------------
"ის სხვებშიც ისეთსავე დაცემულობას ხედავს, როგორსაც საკუთარ თავში და უკვე ებრალება ისინი, როგორც მასსავით უბედურები"
თითოეულ ჩვენგანს გააჩნია უამრავი უსაზიზღრესი ცოდვა, <იღუმენი ნიკონი> (ვორობიოვი)

დამატებულია (10.31.2009, 11:24 Pm)
---------------------------------------------
1. შევიყვაროთ და მოვიხვეჭოთ კეთილშობილება (ხასიათისა), რომელიც შეიძინება უსასყიდლოდ, მაგრამ ყიდულობს ყველაფერს.
2. გვჯეროდეს და გვწამდეს, რომ ყველა სხვა გამარჯვებაზე შეუდარებლად აღმატებულია გამარჯვება საკუთარ ეგოიზმზე (საკუთარ თავში ძველ ადამიანზე).
3. ვისწავლოთ, რომ მივემსგავსოთ ვარდებს, რომლებიც არ ლაპარაკობენ,
არამედ მხოლოდ სურნელს აფრქვევენ.
4. უნდა შეგვეძლოს „ჩვენი უფლებების“ მსხვერპლად გაღება იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ: მშვიდობა, მეგობრობა, თანასწორობა, ჰარმონია.

დამატებულია (10.31.2009, 11:25 Pm)
---------------------------------------------
† იმაზე დიდებული არაფერია, ვიდრე ღმერთთან მყოფი ადამიანი და არაფერია იმაზე არარაობა, ვიდრე ადამიანი - ღმერთის გარეშე. <წმ.ტიხონ ზადონელი >†

დამატებულია (10.31.2009, 11:26 Pm)
---------------------------------------------
ცხოვრების წესად გვექცეს: არ ველოდოთ, რას გაგვიკეთებს სხვა, არამედ ვზრუნავდეთ, თუ რას ვაკეთებთ ჩვენ სხვისთვის.

დამატებულია (10.31.2009, 11:26 Pm)
---------------------------------------------
თავშეკავება თვით აღასრულებს ყველა მცნებას.

დამატებულია (10.31.2009, 11:27 Pm)
---------------------------------------------
როცა მოძღვრის განკითხვის ფიქრები მოდის, გაექეცი, როგორც სიძვას, და ამ გველს არანაირი ადგილი დაუთმო, არამედ უთხარი ვეშაპს:"ჰოი, მაცდურო! მე კი არა ვარ ჩემი წინამძღვრის მსაჯული, არამედ ის არის ჩემი მსაჯული, რადგან მე კი არ მიტვირთავს მისი ტვირთი, არამედ მან იტვირთა - ჩემი.

დამატებულია (10.31.2009, 11:27 Pm)
---------------------------------------------
თუ ვინმე მისთვის ლოცვას გთხოვს, ნუ უარყოფ მას, თუნდაც ლოცვის დიდი ნიჭი არ გქონდეს მოპოვებული, არამედ შემუსვრილი გულით ილოცე, რადგანაც ხშირად მთხოვნელის სარწმუნოება შემუსვრილებით მლოცველსაც აცხონებს.
უფრთხილდი ამპარტავნებამ არ შეგიპყროს, თუ სხვისთვის ილოცებ და უფალი შეისმენს შენსას; იცოდე, რომ მათი სარწმუნოების მიხედვით მიანიჭა მადლი.
სული მაშინ ილოცებს მხურვალედ, როდესაც მრისხანებას დაძლევს.

დამატებულია (10.31.2009, 11:28 Pm)
---------------------------------------------
სათნოების ყველა საფეხურზე რომც იყო ასული, მაინც ცოდვათა შენდობისათვის ილოცე, რადგანაც გსმენია დიდი მოციქულის - პავლეს სიტყვები, რომელიც ცოდვილთა შესახებ ამბობს, მათ შორის პირველი მე ვარო.

დამატებულია (10.31.2009, 11:28 Pm)
---------------------------------------------
საჭმლის საკაზმი მარილი და ზეთია, ხოლო ლოცვის ფრთაშესხმული - სიწმიდე და ცრემლი.
ლოცვის დასაწყისში საჭიროა, რომ ამაო ზრახვები მოსვლისთანავე უკუაგდო; შუა ლოცვაში საჭიროა გონების სიტყვებში მოქცევა; ხოლო ლოცვის სისრულე უფლის მიმართ აღტაცებაა.

დამატებულია (10.31.2009, 11:28 Pm)
---------------------------------------------
შებილწვა ის არის, როდესაც კაცი უფლის წინაშე დგას და ბოროტი აზრები მოსდის; ლოცვის გარყვნაა, როდესაც ლოცვისას ამაო საზრუნავზე ფიქრობს; წარპარვა ისაა, როცა ის შეუმჩნევლად მიმოქრის; ბიწი ლოცვისა არის ნებისმიერი ცუდი ფიქრი, რომელიც ამ დროს მოდის ჩვენთან.

დამატებულია (10.31.2009, 11:29 Pm)
---------------------------------------------
როდესაც ლოცვის რომელიმე სიტყვა ლმობიერებას აღძრავს შენში, მასზე შეჩერდი და მრავალჯერ გაიმეორე, რადგანაც ჩვენი მცველი ანგელოზი ჩვენს სიახლოვეს ლოცულობს.

დამატებულია (10.31.2009, 11:30 Pm)
---------------------------------------------
ყველაზე უწინარეს ჩვენი ვედრების სიაში მადლობა უნდა ჩავწეროთ; მეორედ - ცოდვათა აღსარება და შემუსვრილება სულისა; რადგან ასეთია კეთილი ლოცვა, როგორც ერთ ძმას აუწყა ანგელოზმა ამის შესახებ. <იოანე სინელი> (ანუ კლემაქსი),

დამატებულია (10.31.2009, 11:30 Pm)
---------------------------------------------
მოიხვეჭე სულ მცირეოდენი ნაწილი სულიწმინდის მადლისა და შენ გარშემო ათასები ცხონდებიან.
სერაფიმე საროველი

დამატებულია (10.31.2009, 11:41 Pm)
---------------------------------------------
”იცოდე და დარწმუნებული იყავი, რომ ტუნდაც ულამაზესი ქალი იყო, ვერაფრით იქნები იმის მოსაწონი, ვის სულსაც ადარდიანებ...”

იოანე ოქროპირი

დამატებულია (10.31.2009, 11:42 Pm)
---------------------------------------------
''ის ვინც სავსეა სიყვარულით, სავსეა ღმერთით''
<ნეტარი ავგუსტინე>

დამატებულია (10.31.2009, 11:42 Pm)
---------------------------------------------
განიკითხე მხოლოდ საკუთარი თავი, მაშინ შეწყვეტ სხვათა განკითხვას.
<ბარსანუფი დიდი>

დამატებულია (10.31.2009, 11:43 Pm)
---------------------------------------------
უნდა შეგეძლოს, ყოველ სიტყვას, რასაც გაიგონებ, ასე უპასუხო - შემინდე, რადგან თავმდაბლობა ბოროტის ყოველგვარ მახეს ანადგურებს.
<წმ. ანტონი დიდი>

დამატებულია (10.31.2009, 11:43 Pm)
---------------------------------------------
ისინი, ვინც ქრისტეს ეკლესიიდან არიან, ჭეშმარიტებაში და ჭეშმარიტებასთან არიან. ხოლო ისინი, ვინც ჭეშმარიტებიდან არ არიან, არც ქრისტეს ეკლესიიდან არიან, რამეთუ ქრისტეანობა საეკლესიო ხარისხის მქონე პირთა სახეების მიხედვით კი არ უნდა გავარჩიოთ, არამედ ჭეშმარიტებისა და სარწმუნოების სიწმინდისა და სიზუსტის მიხედვით“ (წმ. გრიგორი პალამა, თესალონიკის მთავარეპისკოპოსი, XIVს.).

დამატებულია (10.31.2009, 11:43 Pm)
---------------------------------------------
ეკლესიის დიდი ნაწილი აღარ იქნება ეკლესია, იგი ,,ცრუ ეკლესია“ გახდება, მიიღებს ანტიქრისტეს, ვითარცა თავის ,,მესიას“, გარდა ჭეშმარიტ მორწმუნეთა ,,მცირე რჩეულთა“ _ ამ ,,მცირე რჩეულთ“ წუთისოფელი გიჟად შერაცხავს, რადგან არ ჰგვანან მას“ (წმ. ნიფონტი).

დამატებულია (10.31.2009, 11:44 Pm)
---------------------------------------------
არცერთ ჭამისმოყვარულ და მძიმე ცხოველს არ შეუძლია ისეთი სწრაფი სირბილი, როგორც მცირედმჭამელ ირემს: ამის მსგავსად გემოთმოყვარე შეუძლებელია ისეთი აქტიური და ღვაწლისმოყვარე იყოს, როგორც მმარხველი.
რაც უფრო მეტია შეშა, მით უფრო ძლიერია ცეცხლი. რაც უფრო მეტია საკვები, მით უფრო მძვინვარეა ვნება.
<აბბა ლეონტი>

დამატებულია (10.31.2009, 11:45 Pm)
---------------------------------------------
„როდესაც მოვა კეთილდღეობა, ვმადლობდეთ უფალს და იგი ხანგრძლივი იქნება. მოვიდა უბედურება, ვმადლობდეთ უფალს და იგი დასრულდება.“

/წმ. იოანე ოქროპირი/

დამატებულია (10.31.2009, 11:45 Pm)
---------------------------------------------
"ღუმელი ცეცხლის გარეშე ვერ გაცხელდება; ასევე ღვთისგან გაუცხოებულ ადამიანს, რომელსაც გულში ღმერთჲ არ ყავს, მოყვასი ვერ ეყვარება"
"ის კი არ დაგამცირებს, თუ შენი მოყვასის მიმართ გამოიჩენ პატივისცემასა და სიყვარულს, თუნდაც იგი შენზე დაბალ საფეხურზე იდგეს გონებით, წოდებით, მდგომარეობით და ზნეობით, არამედ ის _ თუ ამას არ გამოიჩენ".
"თითოეულმა ყველა საკუთარ თავზე წინ უნდა დააყენოს"
(სულიერი მდელო).

დამატებულია (10.31.2009, 11:45 Pm)
---------------------------------------------
...ის ჭეშმარიტად ჩვენი მეოხია ღვთის წინაშე და მხოლოდ მისი სახელის წარმოთქმაც კი ახალისებს სულს. მთელი ზეცა და მთელი მიწა ხარობს მისი სიყვარულით. საოცარი და მიუწვდომელია მისი საქმენი. იგი ზეცად ცხოვრობს და დაუცხრომლად ჭვრეტს ღვთის დიდებას, მაგრამ ჩვენზეც, უბადრუკებზეც, ზრუნავს და თავისი მოწყალებით მთელ დედამიწას და ყველა ერს იფარავს. და უფალმა თავისი ყოვლადწმიდა დედა გვაჩუქა. ის არის ჩვენი სიხარული და იმედი. ის არის ჩვენი სულიერი დედა და როგორც ადამიანი, - ბუნებით ჩვენი მახლობელი, ამიტომ ყველა ქრისტიანის სული სიყვარულით მიილტვის მისკენ. <ბერი სილუანი>

 
mari_mariთარიღი: სამშაბათი, 2009-11-03, 2:15 PM | შეტყობინება # 2
რიგითი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 2
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
1. ღმერთზე
მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის.
ღმრთისათვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმინობის წესი.
წმ. ეფრემ ასური

ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე.
წმ. იოანე ოქროპირი

გახსოვდეს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე შენ.
წმ. ისააკ ასური

უფლის გარეშე არა მხოლოდ ქალაქი და ადამიანის სახლი, არამედ ჩიტის ბუდეც არ შენდება.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში.
წმ. ტიხონ ზადონელი

როცა ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე აღმოჩნდები, გაიხსენე, რომ ყოვლადძლიერი ღმერთი ყოველივეს ხედავს და ეცადე სწორედ მას სათნო ეყო და არა - ძლიერთა ამა სოფლისათა.
წმ. ანტონი დიდი

ღმერთზე საუბარი - დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისათვის.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

ვინც ღრმად შეიცნო ღმერთი, მისკენ მიილტვის, ვინც მცირედ შეიცნო – ხან პოულობს, ხან კარგავს. ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, დასცინის მას. ისინი ამბობენ: ღმერთი კი მწამს, მაგრამ მღვდელი და ეკლესია არ მომწონსო. ფუჭი და ამაოა ეს სიტყვები. თუ ადამიანს უყვარს სიმღერა, მომღერალს სცემს პატივს, თუ პოეზია უყვარს, პოეტს მიაგებს პატივს, ღმერთი თუ უყვარს, ყველაფერს პატივს მიაგებს, რაც ცისქვეშეთში ადიდებს უფალს – ეკლესიასაც და ღვთისმსახურსაც. ეს არის ნიღაბი. ვერ ამბობს ასეთი ადამიანი, ათეისტი ვარო, ამიტომ სათქმელს ასე ნიღბავს.
ეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია)

დამატებულია (11.03.2009, 12:32 Pm)
---------------------------------------------
2. ეკლესიასა და ცხონებაზე

ყოველი ვინც ეკლესიას განეშორება, მემრუშე ცოლს ემსგავსება და უცხო ექმნება ეკლესიისათვის აღთქმულ სუფევას. ვინც განუდგება ეკლესიას, ის აკლდება ქრისტეს მიერ დაპირებულ ჯილდოს. იგი უცხო, უხმარი, მტერია ეკლესიისა... ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხონება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, ვინმე რომ გადარჩენილიყო წარღვნის დროს ისეთი, ვინც ნოეს კიდობანში არ იჯდა.
წმ. კიპრიანე კართაგენელი

გაუფრთხილდით და დაიცავით ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, რადგან მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია ინახავს უძველესი სამოციქულო და განუყოფელი ეკლესიის რწმენასა და ტრადიციებს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ეკლესიის ერთობისაგან განშორებულ ნებისმიერ ადამიანს, დაე თუნდ მისი ცხოვრება შექების ღირსი იყოს, ვერ ექნება საუკუნო ნეტარი ცხოვრება სწორედ იმ ერთი უსჯულოების, ქრისტესთან ერთობისაგან განშორების გამო, და მას ღმერთის რისხვა ეწევა.
ნეტარი ავგუსტინე

ადგილსამყოფელი კი არ აცხოვნებს ადამიანს, არამედ საკუთარი კეთილი ნება. ადამი, ჩვენი პირველმშობელი, სამოთხეშიც დაეცა ცოდვით, მართალმა ლოთმა კი სოდომშიც შეინარჩუნა კეთილმსახურება.
წმ. ეფრემ ასური

ეკლესიის არსს მხოლოდ ის მიხვდება და იგრძნობს, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს. გარეშე მაყურებელი კი მხოლოდ მის ზედაპირულ მხარეს ხედავს; სული, ძალა და დიდება ეკლესიისა მისთვის უხილავი და შეუცნობელი რჩება, რადგან თვითონაც უსულოდ ცხოვრობს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან.
წმ. სერაფიმე საროველი

ყველა ის სიკეთე, რომლებითაც ადამიანი ამქვეყნად დასტკბება, მხოლოდ მცირე წვეთებია ულევი წყაროს სიხარულთან შედარებით, რითაც ნეტარნი განიხარებენ და დასტკბებიან ცათა შინა.
წმ. იოანე ოქროპირი

უბედურზე უბედურია ის, ვინც მომავალ საუკუნო ნეტარებას ცათა შინა მსხვერპლად გაიღებს აწინდელი წუთიერი ქვეყნიური ცხოვრებისათვის.
წმ. იოანე ოქროპირი

შეუძლებელია ხომალდის გარეშე ზღვის გადაცურვა. ქრისტეს წმინდა ეკლესია კი იგივეა ამ სოფელში, რაც ხომალდი ზღვაში. უფალი (განმგებელი) ამ სულიერი ხომალდისა მამა ღმერთია, მესაჭე – მხოლოდშობილი ძეჲ მისი, კეთილი ნიავი – სული წმიდა; ღვთისდა დამორჩილებულნი მენიჩბენი – მოციქულნი და მათი მემკვიდრენი, - მწყემსნი ეკლესიისანი და მოძღვარნი. გემბანზე მყოფნი – ყველა მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. ფსკერი და სიმაგრე ხომალდისა – ეს წმიდა სამებისადმი მართალი რწმენაა; მისი უკანა და წინა ნაწილები, აგრეთვე, საჭე გამოხატავენ რწმენის ჭეშმარიტ დოგმატებს, საღმრთო მცნებებს, საეკლესიო გადმოცემებს, სამოციქულო და საეკლესიო კრებათა განწესებებს. ანძა ქრისტეს პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვარია, რომლითაც ეკლესიაში ყოველივე ერთიანდება და განმტკიცდება; იალქანი სიყვარულია, ღუზა – იმედი. ამ სულიერ ხომალდს, ანუ ეკლესიას, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გადაჰყავს ჭეშმარიტი მართლმადიდებლები, ამ სოფლის ზღვის გავლით, ზეციურ სასუფეველში. თუმცა, ღელავს ზღვა და მრისხანე ტალღები აღიძვრიან (რაც დევნასა და წამებას განასახიერებს), მაგრამ ხომალდი არ დაინთქმის. რამდენი მტერი და მდევარიც არ უნდა აღსდგეს წმიდა ეკლესიის წინააღმდეგ, იგი არასოდეს არ დამარცხდება, რამეთუ განმტკიცდება უფლის სიტყვისაებრ: „...აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“.
წმინდა იოანე ოქროპირი

--------------------------------------------------------------------------------
სამებაო ერთარსებაო, დიდება შენდა

დამატებულია (11.03.2009, 1:03 Pm)
---------------------------------------------
შვილების მიმართ დაუდევრობა უდიდესია ცოდვათა შორის და უკიდურესი ხარისხია ურჯულოებისა. ერთი დედა, დროებით გადაყვანილი იმქვეყნიურ ცხოვრებაში, საკუთარზე მეტად ვაჟიშვილის ცოდვების გამო დაისაჯა. ბავშვებს უნდა ვაპატიოთ ცელქობა და უყურადღებობა და არა ბოროტება და მზაკვრობა. იმ შვილების გამო, რომელთა ატირებისაც ეშინოდათ და ამიტომ ცუდ საქციელს მიუტევებდნენ ხოლმე, შემდგომში თვითონ მშობლები ღვრიან ცრემლებს. ბავშვის აღზრდისას არც მეტისმეტი ლმობიერება გვმართებს და არც მეტისმეტი სიმკაცრე, არამედ გონიერება. ის კი არ არის გონიერი, ვისაც დასჯა შეუძლია, არამედ ის, ვისაც ცუდი საქციელისგან დაცვა ძალუძს. ვაჟიშვილს დაუტოვე არა სიმდიდრე, ოქრო და ვერცხლი, არამედ ქრისტიანული სიბრძნე, არა მდიდრული სახლი, არამედ მოთმინების ნიჭი, არა წარჩინებული, არამედ კეთილი და მორწმუნე მეგობრები.

დამატებულია (11.03.2009, 1:04 Pm)
---------------------------------------------
როცა გაქებენ საკუთარი ცოდვები გაიხსენე.

დამატებულია (11.03.2009, 1:06 Pm)
---------------------------------------------
სიყვარულის ორი სახე ორგვარ მოქალაქეობას შობს: ღვთის სიყვარული იერუსალიმის (ზეციური ქალაქის) მოქალაქეობას გვანიჭებს, ამა სოფლისა - ბაბილონისას (ცოდვილთა ქალაქისას). ამიტომ ყველამ საკუთარ თავს ჰკითხოს, რა უყვარს და გაიგებს, რომელი ქალაქის მკვიდრია.

დამატებულია (11.03.2009, 1:07 Pm)
---------------------------------------------
ყოველ ადამიანს სამი გული უნდა ჰქონდეს: წრფელი - უფლისთვის, მოწყალე - მოყვასისთვის და მკაცრი - საკუთარი თავისთვის.

დამატებულია (11.03.2009, 1:09 Pm)
---------------------------------------------
საკუთარი თავის სიყვარული მოყვასის სიყვარულს უნდა შევწიროთ მსხვერპლად, ხოლო ორივე ერთად - ღვთისას.

დამატებულია (11.03.2009, 1:10 Pm)
---------------------------------------------
"როგორ დავიცვათ თავი საცდურისგან?" - სკითხეს ამბა პიმენს. წმინდა მამამ მიუგო: "ქვაბში, რომელიც გამუდმებით ცეცხლზე დგას და დუღს, ბუზი არ ჩაფრინდება. ასევეა სულიც: თუ იგი მარადის ღვთის სიყვარულით იქნება ანთებული, ვერაფერი შებილწავს."

დამატებულია (11.03.2009, 1:14 Pm)
---------------------------------------------
როგორც იუდა ვერ იხსნა მოციქულის სახელმა მარადიული სასჯელისაგან მის ბოროტ ზრახვათა და საქმეთა გამო, ვერ ჩვენ გვიხსნის სასჯელისაგან ის, რომ ქრისტიანები გვქვია, თუ იესო ქრისტეს მცნებების მიხედვით არ ვიცხოვრებთ.

დამატებულია (11.03.2009, 1:15 Pm)
---------------------------------------------
როგორადაც ძალგიძს, ისე შეეწიე მოყვასს. თუკი სასწაულთმოქმედი სიტყვით არ შეგიძლია ადამიანთა უძლურება განკურნო, კეთილი სიტყვით გაამხნევე და ანუგეშე შეჭირვებული! და თუკი მოყვასს დაეხმარები, მაშინ, ჰოი, საკვირველებავ, თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე დაგიდგება მსახურად... ოდეს მოყვასს შეეწევი და მეოხ-ექმნები, თადავ დაეუფლები საღმრთო საგანძურს, ქრისტეს სამეუფოს; მოყვასის შემმოსველი და დამპურებელი თავად იგემებ უკვდავებას და სამეფო ძოწეულით შეიმოსები...
წმ. გრიგოლ პალამა

დამატებულია (11.03.2009, 1:16 Pm)
---------------------------------------------
თუკი ვინმე ქრისტიანთაგან მოწყალებას არ გასცემს, იგი საუფლო საქორწინო პალტთა მიღმა დარჩება და დაიღუპება. ამიტომ ხელნიცა შენნი ოდენ ზეცისაკენ კი არა, ღარიბ-ღატაკთა შესაწევნელდაც განიპყარ!
წმ. იოანე ოქროპირი

დამატებულია (11.03.2009, 1:18 Pm)
---------------------------------------------
უმოწყალო სულო სიბრძნეს განშორდება, ხოლო მოწყალე სული სულიწმიდის მიერ მიიღებს სიბრძნეს.
წმ. ისააკ ასური

დამატებულია (11.03.2009, 1:19 Pm)
---------------------------------------------
ღატაკი, ეს არის შენი კარი, შენ თავად კი - ღვთის კარების წინ მდგარი ღატაკი. როგორც მოექცევი შენს მთხოვნელს, ისევე მოგექცევა შენც ღმერთი.
ნეტარი ავგუსტინე

დამატებულია (11.03.2009, 1:21 Pm)
---------------------------------------------
ქრისტეზე ფიქრით შენ გასცემ პურის ნატეხს და შენ მოგეცემა უფლება სასუფეველისა; აცმევ შიშველს ხრწნად სამოსელს, და მადლი ღვთისა გიბოძებს შენ უხრწნელ სამოსელს სიმართლისა; მიდიხარ მწირის შესახვედრად, ავადმყოფის, ან პატიმრის მოსანახულებლად, და იგივე ნაბიჯებით გიხდება სვლა დიდებით მომავალი იესო ქრისტეს მარჯვნივ, ზეციური მამისაგან ნაკურთხ კრებულში. თუ სიყვარულით ანუგეშებ ღატაკს და სიკეთეს უკეთებ მას, თუნდაც მცირეოდენს, უმნიშვნელოს, იმავ დროს მიუყვები უფალს ღატაკის გადასარჩენად. აი, ღარიბზე გაწეული შენი სიკეთე როგორ გადადის უფლისაში, დიდი მხსნელისაგან გადარჩენილი, შენ თავად ხდები გადარჩენის იარაღი, ასე რომ ვთქვათ - პატარა მხსნელი მცირეთათვის, და თუ არ იქნება კადნიერად ნათქვამი, გარკვეული სახით კეთილისმოქმედი შენი მაცხოვრისა, რადგან მან თქვა: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“.
მიტროპოლიტი ფილარეტი

დამატებულია (11.03.2009, 1:22 Pm)
---------------------------------------------
ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი სხვისთვის სიხარულის მინიჭება, სხვისი გახარება უნდა იყოს. ალბათ, თქვენც გამოგიცდიათ ის დიდი სიხარული, რომელსაც გაჭირვებულისთვის დახმარება განგვაცდევინებს. ამ დროს გულში სიხარული სუფევს, რადგან ვგრძნობთ, რომ გაღებული მატერიალური შემწეობის ნაცვლად ისეთი დიდი საუნჯე მოვიპოვეთ, რომელსაც ის, რაც გავეცით, ვერც კი შეედრება. აი, სწორედ ეს არის ის სრული სიხარული, რომელიც ადამიანს ღმერთთან აკავშირებს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

დამატებულია (11.03.2009, 1:24 Pm)
---------------------------------------------
ღმერთა ყველას გონება და გული, სიკეთის შეძლება დაგვირიგა, ზოგს, მართალია, ცოტა, ზოგს ბევრი, მაგრამ ბევრს ბევრი მოეკითხება და ცოტას - ცოტა. იმისათვის კი არ დაგვირიგა, რომ იმ ზარმაც მონასავით კიდობანში, ან მიწაში დავმალოთ, - იმისათვის, რომ ბევრი გაჭირვებულია ქვეყანაზედ, უნდა გავცეთ, რომ მოვიგოთ რამე, თორემ ხელცარიელები დავრჩებით, როცა ღმერთი მოგვკითხავს. ამიტომაც არიან ეგრე გულმართალნი ეს სიტყვები: „რასაცა გასცემ - შენია, რაც არა - დაკარგულია“. ის ღვთის მადლი, რომელიც ყოველ კაცს თავდაპირველვე ჩაგვსახებია, ჩვენთვის დაკარგულია, თუ სიკეთე არ მოვაგებინეთ.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

დამატებულია (11.03.2009, 1:26 Pm)
---------------------------------------------
როცა... ადამიანს პირს არიდებ, მითამ ქრისტე-ღმერთისთვის მოგირიდებია პირი. იესომ ბრძანა: განკითხვის დღეს გეტყვითო მწყურვალი ვიყავ და არ მასვითო; მშიერი ვიყავ, არ მაჭამეთო; შიშველი ვიყავ, არ ჩამაცვითო; სნეული ვიყავ, არ მომიარეთო. როცა მეტყვიანო უფალო! სადა გნახეთ, რომ არ გიშველეთო მე ვეტყვიო: ყოველი გაჭირვებული კაცი, თქვენგან არ გაკითხული, მე ვიყავიო... სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი გზა ცხოვრებისა, აი ხიდი ცხონებისა, აი გასაღები სამოთხისა!..
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

დამატებულია (11.03.2009, 1:29 Pm)
---------------------------------------------
"ზეცა_თვით შენშია, თუ განიწმინდები_თვით შენში იხილავ ნათლით მოსილ ანგელოზებს, მათ მეუფეს მათთან და მათში. საგანძური თავმდაბლობისა თავად უფალია, რომელიც მის გულში ჰქიებს." (წმინდა მამა ისააკ ასური.)

დამატებულია (11.03.2009, 1:31 Pm)
---------------------------------------------
გამოცდილება ცეცხლის გზით მოიპოვება, რომელსაც მხედარი ქრისტესი ეშმაკთა მხრიდან სულიერ ბრძოლაში მოიწევს.
ბრძოლის დაწყების წინ მტერი ზრახვების საშუალებით არტილერიულ მზადებას იწყებს. ყველაზე საიმედო იარაღი მის წინააღმდეგ იესოს ლოცვაა.
[ბერი პაისი მთაწმინდელი

დამატებულია (11.03.2009, 1:33 Pm)
---------------------------------------------
,,ოჯახი უნდა იყოს სახლი სათნეობისა და სახლი სიყვარულისა."
ღირსი იოსებ ოპტინელი

დამატებულია (11.03.2009, 1:34 Pm)
---------------------------------------------
,,რატომ გძულს ადამიანი, რომელმაც გაწყენინა? მან კი არა, ეშმაკმა გატკინა გული, ავადმყოფი კი არა, ავადმყოფობა გძულდეს."

(დედა სინკლიტიკია)

დამატებულია (11.03.2009, 1:36 Pm)
---------------------------------------------
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი
კითხვები საკუთარ თავს

სად არის ამაღლებული მჭევრმეტყველება? – ჰაერში გაიფანტა.
სად არის ელფერი სიჭაბუკისა? – დაიღუპა.
სად არის დიდება? – განქარდა.
სად არის სიჯანსაღე სხეულისა? – ავადმყოფობამ შემუსრა იგი.
სად არის სიმდიდრე და ქონება? – ნაწილი ღმრთისადმია შეწირული, ხოლო ნაწილი – ადამიანთა შურმა მოიტაცა ბოროტმოქმედთა ხელით.
ჩემი მშობლები და ახლობლები საფლავებში განისვენებენ. მხოლოდ სამშობლოღა დამრჩა, მაგრამ ბოროტმა დემონმა ჩემზე სიძულვილის შავი ტალღები აღმართა და იქიდანაც გამაძევა; ახლა მე მარტოხელა მგზავრი ვარ, უცხო მხარეში დავეხეტები, მწუხარებით სავსე ცხოვრებასა და მიხრწნილ სიბერეს მივათრევ. არც ქალაქი გამაჩნია, არც საყდარი და ვეღარც სულიერ შვილებს ვხედავ, თუმცაღა მათზე ზრუნვით ძლიერ ვარ დამწუხრებული. დღესა და ღამეს მარტოობასა და ხეტიალში ვატარებ.
სად დასცილდება ჩემი სული სხეულს? სად შევხვდები აღსასრულს? რომელი მიწა, რომელი გლახაკთმოყვარე სამარე შემიფარებს? ვინ დამიხუჭავს სიკვდილ??ალ თვალებს? – მართლმორწმუნე და ქრისტეს მეგობარი თუ ვინმე ღვთისმგმობელი.
ყველაფერი ამაოა და ქარს მიაქვს. მე კი სულმოკლეს, მაწუხებს აზრი – ჩემს სხეულს კუბოს მიაბარებენ თუ გარეულ მხეცთა შესაჭმელი გავხდები; ფერფლად და ჰარეში გავიფანტები, თუ კუბოს გარეშე სადმე უფსკრულში ჩამაგდებენ; მდინარე დაალპობს თუ ხანგრძლივი წვიმები? თუმცა ასეც რომ მოხდეს, უკვალოდ მაინც არ გავქრები და არც ჩემი გვამის მთლიანობა დაირღვევა, რამეთუ ბოლო ჟამს უფალი აღადგენს და შეკრებს ყველას, იმათაც კი, ვინც სიკვდილის შემდეგ ფერფლად იქცა ან ნადირთა საჯიჯგნი გახდა.
მხოლოდ შენ აღძრავ ჩემში ცრემლსა და შიშს, უფალო!
ქრისტე, მეუფეო! შენა ხარ ჩემი სამშობლო, ჩემი სიმტკიცე და ჩემი ნეტარება. შენ ყველაფერი ხარ ჩემთვის!
ნეტავ მეღირსოს, ღმერთო, რომ მრავალი ტანჯვისა და მწუხარების საზღაურად განსვენება ვპოვო შენში!..

დამატებულია (11.03.2009, 1:39 Pm)
---------------------------------------------
ბერ-მონაზვნობაზე

მონაზვნები არა მხოლოდ ფარნები არიან, ქუჩაში რომ ანათებენ, რათა ხალხმა არ წაიბორძიკოს, არამედ შორ კლდეზე მდგარი შუქურები, რომელთა მეშვეობით გემები გზას პოულობენ აზვირთებულ ზღვაში და ნავსაყუდლამდე აღწევენ.
ბერი პაისი ათონელი

ვისთვისაც ცნობილია ანგელოზებრივი სახის დიდი ღირსება, ის სხვა წოდებას არ ესწრაფვის, თუ ნამდვილი მონაზონი გახდები, სულიერი სიხარული გექნება, როგორც მიწაზე, ასევე ცაში.
ბერი პაისი ათონელი

როცა მონაზონი ქრისტეს გულისათვის უარს ამბობს ადამიანების ნახვაზე, მაშინ ის ხედავს მრავალ ადამიანს და ღვთაბრივი სახით ლოცვით შეეწევა მათ იმ საქმეებში, რომელთა შესრულება ადამიანური საშუალებებით შეუძლებელია.
ბერი პაისი ათონელი

მონაზვნები ჩვენი ეკლესიის მეკავშირეები არიან, ისინი განეშორებიან მიწიერ დაბრკოლებებს, რათა მუდმივი ლოცვითი კავშირი იქონიონ ღმერთთან და შეეწევიან სხვა ადამიანებს.
ბერი პაისი ათონელი

ათონელი წმინდა მამები, ისე როგორც ჩვენ, ადამიანები იყვნენ, ათონი კი, როგორც სხვა მთები, იყო ველური მთა, მაგრამ რადგან ჩვენი მამები მოშურნეობით იღვწოდნენ, თვითონაც განიწმინდნენ და მთაც განწმინდეს. ასე რომ, მას ახალ წმინდა მთა ეწოდება, ჩვენ კი თავს ვიწონებთ იმით, რომ მთაწმინდელები ვართ.
ბერი პაისი ათონელი

მონაზონი წუთისოფლიდან შორს მიდის არა იმიტომ, რომ ეს ქვეყანა სძულს, არამედ იმიტომ, რომ უყვარს და ამ გზით შეუძლია უფრო მეტად დაეხმაროს ლოცვებით იმ საქმეებში, რომელთა აღსრულებაც ადამიანთა ძალისხმევით შეუძლებელია და მხოლოდ ღმერთის ჩარევით აღესრულება. ასე მოდის ღმერთისგან ქვეყნის ხსნა.
ბერი პაისი ათონელი

მონაზვნები - დედა ეკლესიის „რადისტები“ არიან და, ცხადია, თუ ამა სოფლისგან შორს მიდიან, ამას მხოლოდ სიყვარულით აკეთებენ; ისინი „რადიოხარვეზებს“ გაურბიან, რომ უკეთესი კავშირი იქონიონ უფალთან და ქვეყანას უფრო გამოადგნენ.
უგუნურ მოთხოვნას, რომელსაც ზოგიერთი ეკლესიის მსახური აყენებს, ანუ მონოზონის საწუთროში დაბრუნებას, ზოგიერთი უგუნური ჯარისკაციც გამოთქვამს, როცა საბრძოლო რაზმს საფრთხე ემუქრება. ეს ჯარისკაცები მოითხოვენ, რომ რადისტმა რაცია დატოვოს და სროლებში მიიღოს მონაწილეობა. თითქოს მდგომარეობის ხსნა შეიძლებოდეს, თუ ორ შაშხანას კიდევ ერთი მიემატება. როცა რადისტი მთელი ხმით გაჰყვირის კავშირზე გასასვლელად: „იხსენით ჩვენი სული!“ და ასე შემდეგ, სხვებს ჰგონიათ, რომ იგი ამაოდ ყვირის, თუმცაღა გონიერი რადისტები არ უსმენენ მათ ლანძღვას და მთელი ძალისხმევით ცდილობენ კავშირზე გასვლას, შემდეგ კი დაუყოვნებლივ დახმარებას სთხოვენ გენერალურ შტაბს („მხსნელს“), და მაშინ მოდიან ავიაციის დიდი ძალები, ბრონირებული სატანკო დივიზია, ფლოტი და ამგვარად ხდება მდგომარეობის გამოსწორება, და არა ამ ერთეული ჯარისკაცის ბრძოლით. ზუსტად ასევე - მონაზვნების ლოცვების მეშვეობით მოქმედებენ საღმრთო ძალები, ჩვენ კი, ჩვენს დროში, როცა ბოროტებამ უაღრესად იმატა, დიდად ვსაჭიროებთ საღმრთო შეწევნას.
ბერი პაისი ათონელი

მონოზვნები, რომლებიც ადამიანთა სულების ხსნით არიან დაინტერესებულნი, უფრო სიყვარულუხვი მამები არიან, ვიდრე ხორციელი მშობლები და უფრო მეტი შვილი ჰყავთ, ვიდრე ყველაზე მრავალშვილიან მამას, რამეთუ ყველა საღმრთო ქმნილებას ისინი თავიანთ შვილებად და ძმებად მიიჩნევენ და თანაგრძნობით ლოცულობენ, რომ თითოეულმა მათგანმა თავის დანიშნულებას მიაღწიოს - ღმერთთან მიახლოებას.
ბერი პაისი ათონელი

მშობლებმა ხელი არ უნდა შეუშალონ თავიანთ შვილებს, როცა მათ ღმერთი მონოზვნობისაკენ უხმობს, რამეთუ ეს მისია უაღრესად დიდია და იმაზე მეტია, რასაც თვითონ სწირავენ ღმერთს საკუთარი მისიით. ერისკაცები გარკვეულ დროს დადიან ეკლესიაში და ღმერთს დიდი ან პატარა სანთლის დანთებას აღუთქვამენ. მონოზონი კი ყოველღამ ფხიზლობს ეკლესიაში და მთლიანად საკუთარი თავი აღუთქვა ღმერთს; მისი სიყვარულით არის ანთებული, მას ადიდებს და მადლობას სწირავს როგორც თავისთვის, ასევე მთელი ერისთვისაც.
ბერი პაისი ათონელი

სადაც არ არის მართლმადიდებლური ბერ-მონაზვნობა, იქ არც ეკლესიაა. ასევე წარმოუდგენელია ქვეყანა უჯაროდ და სამართლებრივი სახელმწიფო - უპოლიციოდ. ბერები იცავენ ეკლესიის საზღვრებს, იცავენ ეკლესიას მტრებისაგან, მათგან, ვინც, ამ ჩვენი მატერიალიზმის ეპოქაში, მგლებივით მიესივნენ ეკლესიას დასაგლეჯად.
ბერი ამფილოქე

ბერმონაზვნური ცხოვრება მსხმოიარე ხეა, რომლის ფესვი სიყვარულია, ხოლო საზრდო - სინანულის ცრემლები.
ბერი იოილი

დამატებულია (11.03.2009, 1:42 Pm)
---------------------------------------------
ამაოდმეტყველებაზე, მრავლისმეტყველებაზე
შენ წარმოთქვი სიტყვა და იგი უკვე არასოდეს აღარ მოკვდება, არამედ იცოცხლებს საშინელ სამსჯავრომდე. იგი შენთან ერთად წარდგება საშინელ სამსჯავროზე და იქნება შენსკენ და შენს საწინააღმდეგოდ.
წმ. თეოფანე დაყუდებული

დამატებულია (11.03.2009, 1:43 Pm)
---------------------------------------------
სამოთხეში ბევრია ცოდვებმონანიებული ცოდვილი, მაგრამ მოლაყბე – არც ერთი.
ტროიცკე-სერგიევის ლავრის ბერი ზოსიმე

დამატებულია (11.03.2009, 1:44 Pm)
---------------------------------------------
ნუ მისცემ შენს თავს უფლებას ილაპარაკო და ჩაერიო ისეთ საქმეებში, რომელიც შენ არ გეხება.
ამბა აგაფონ ეგვიპტელი

დამატებულია (11.03.2009, 1:44 Pm)
---------------------------------------------
მრავლისმეტყველების ჟამს ძნელია არ შესცოდო. მაშინ სულში ჩნდება სევდა, რაც წმიდა მღვდელმთავარ თეოფანე დაყუდებულის სიტყვებით, იმის ნიშანს წარმოადგენს, რომ „ამ ლაპარაკის გამო ჩვენ უფალს დავშორდით“.

დამატებულია (11.03.2009, 1:45 Pm)
---------------------------------------------
გადაეჩვიეთ კამათს, იგი აფორიაქებს რა გულს, სულიერ სიმშვიდეს გვართმევს; ყოველგვარ უაზრო ფიქრს იესოს ლოცვა დაუპირისპირეთ.
ს.ა. ნილუსი

დამატებულია (11.03.2009, 1:46 Pm)
---------------------------------------------
ილაპარაკე, თუკი მდუმარებაზე უმჯობესი იცი და სათქმელი გაქვს, მაგრამ გიყვარდეს დუმილი, როცა ის თქმას სჯობს.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

დამატებულია (11.03.2009, 1:47 Pm)
---------------------------------------------
ნურასოდეს ჩაერევი საეკლესიო კამათში იმ ხალხთან, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს. რადგან ასეთი კამათი ვერასოდეს მიგიყვანს დადებით შედეგამდე, იგი მხოლოდ და მხოლოდ აბოროტებს და აღიზიანებს ადამიანებს. ამას კი აუცილებლად უნდა მოერიდო.
დედა ფამარი (მარჯანიშვილი)

დამატებულია (11.03.2009, 1:47 Pm)
---------------------------------------------
მბრძანებლობ კუჭზე? ენაც დაიმორჩილე, რადგან როცა მეორის მონა დარჩები, პირველისგან გათავისუფლება უსარგებლო არ იყოს.
წმ. ნილოს სინელი

დამატებულია (11.03.2009, 1:48 Pm)
---------------------------------------------
ძეო ჩემო! ნუ განამრავლებ სიტყვებს: მრავალსიტყვაობა განაშორებს შენგან ღმერთის სულს.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

დამატებულია (11.03.2009, 1:48 Pm)
---------------------------------------------
ძმათა კრებულში ყოფნისას შეინარჩუნე მშვიდი მდგომარეობა. თუ რაიმეს გამო საჭიროება შეგექმნება, მიმართო მათ, თქვი ამის შესახებ მოკლედ და თავმდაბლობით.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

დამატებულია (11.03.2009, 1:50 Pm)
---------------------------------------------
უფალი მუდამ იცავს შენ სულს, მანამ შენ იცავ შენს ენას.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

დამატებულია (11.03.2009, 1:50 Pm)
---------------------------------------------
არასოდეს დაიფიცო არც იმაზე, რაც საეჭვოა, და არც იმაზე, რაც უეჭველია.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

დამატებულია (11.03.2009, 1:51 Pm)
---------------------------------------------
ძეო ჩემო! უდიდესი მონაპოვარია ისწავლო მდუმარება. მდუმარება - უფლისადმი მიბაძვაა, რომელმაც „არარა მიუგო, ვიდრემდის უკვირდაცა პილატეს“ (მარკოზ. 15, 5)
დაე, შენმა ენამ იხელმძღვანელოს შენი გონებით: სიტყვები დაუფიქრებლად წარმოთქმულნი - კურო და ეკალია.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

დამატებულია (11.03.2009, 1:52 Pm)
---------------------------------------------
ნურასოდეს ნუ ისაუბრებ იმ კეთილ საქმეზე, რომლის გაკეთებასაც აპირებ, - აღასრულე იგი ისე, რომ არ განაცხადო წინასწარ.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

დამატებულია (11.03.2009, 1:53 Pm)
---------------------------------------------
სიტყვა აზრის გარეგნული არსია და როგორც ცუდი აზრისაგან ითესება ჩვენს სულში ცოდვა, ასევე ცუდი სიტყვისაგან ითესება იმის სულში ცოდვა, ვინც ჩვენ გვისმენს.

დამატებულია (11.03.2009, 1:54 Pm)
---------------------------------------------
ჭკვიანია ის, ვინც ღმერთს აამებს და უმეტესად დუმს, ან თუ საუბრობს, მცირედს საუბრობს, ისიც მხოლოდ საჭიროსა და ღვთისათვის სათნოს.
ღირსი ანტონი დიდი

დამატებულია (11.03.2009, 1:55 Pm)
---------------------------------------------
მრავალმეტყველება არის საჯდომელი, რომელზედაც ცუდმედიდობას უყვარს გამოცხადება და თავის საზეიმოდ წარმოჩენა. მრავალმეტყველება არის ნიშანი უგუნურებისა, კარი ავსიტყვაობისა, წარმძღვანელი უჯერო სიცილისაკენ, მსახური სიცრუისა, ამომძირკველი გულის სითბოსი, მომწოდებელი მოწყინებისა, წინამორბედი ძილისა, გამფლანგველი ყურადღებისა, გამანადგურებელი გულითადობისა, გაცივება წმინდა სითბოსი, შელახვა ლოცვისა.
წმ. იოანე კიბისაღმწერელი

დამატებულია (11.03.2009, 2:01 Pm)
---------------------------------------------
სულიერ ზრდასა და მრავალმეტყველებას შორის უკუპროპორციულობაა. იოლი და მაცდუნებელია სულიერი დაძაბულობის შეცვლა ყბედობით. ეს არის საცდური ყოველი „მასწავლებლობისა“. ამიტომაც მანამდე, სანამ რამეს მოვუყვებოდეთ მოყვასს, უნდა დავფიქრდეთ, გაამდიდრებს თუ არა სულიერად მას ეს ნაამბობი და მართლაც საჭიროა თუ არა იცოდეს ეს ამბავი რაიმე სერიოზული მიზეზის გამო.
მამა ალექსანდრე

დამატებულია (11.03.2009, 2:02 Pm)
---------------------------------------------
ლოცვაზე
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ შვიდგზის ლოცვებს. ასეთი გაერთიანებული, გამთლიანებული ლოცვა არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. ეს ჩვენი მოგონილი არ არის. ფსალმუნში წერია: „შვიდ გზის დღესა შინა გაქებდე შენ, უფალო“. სამწუხაროდ, ათასწლეულების განმავლობაში ეს ტრადიცია დავიწყებული იყო და საქართველოში აღსდგა.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

დამატებულია (11.03.2009, 2:03 Pm)
---------------------------------------------
ლოცვა დამღლელი შრომა როდია. იგი შინაგანი საქმიანობაა, სულის თბილი განაზება. ეს კია, ლოცვა მარხვასა და მღვიძარებას საჭიროებს. მარხვა ვნებებს აცხრობს, მღვიძარება კი კლავს. ლოცვა ზეცამდე აღაფრთოვანებს ადამიანს, უგზავნის რა ზეციურთა ნიჭთა.
წმინდა ანთიმოზ ქიოსელი

დამატებულია (11.03.2009, 2:05 Pm)
---------------------------------------------
დილის ლოცვა ადამიანისთვის იგივეა, რაც დილის ნამი მცენარისთვის. ის, ვინც დილით საჭირო ყურადღებით ლოცულობს, მთელი დღის მანძილზე უფრო ბედნიერი და მშვიდია.
გონება, საითაც დილით მიიმართება, იმით იქნება დაკავებული მთელი დღე. როგორც წისქვილის ქვა, მთელი დღის მანძილზე რომ ფქვავს იმას, რასაც დილით ჩაყრიან საფქვავად, იქნება ეს ფქვილი თუ ღვარძლი. შევეცადოთ, დილიდან ხორბალი ჩავყაროთ, რომ მტერმა ღვარძლი არ ჩაგვიყაროს მის ნაცვლად.
დღის მანძილზე გულმოდგინეს აკეთე ის საქმეები, რომლებიც შენი წოდებითა და საზოგადოებრივი მდგომარეობით გევალება. ამ საქმეების შესრულების დროსაც გამოძებნე წუთები, რომ მოწიწებით იფიქრო და ილოცო ღმრთისადმი, რომელიც აკურთხებს პატიოსან შრომას და კეთილ საქმეში შეეწევა კაცს.
შრომა და ლოცვა, ლოცვა და შრომა - აი, ღმრთის მიერ მოცემული დროის ყველაზე უფრო კარგი და საჭირო გამოყენება.
ილოცე და იშრომე - აი, ოქროს წესი, რომელიც მიწიერი ცხოვრების მთელ სიბრძნეს მოიცავს.
პროტოპრესვიტერი ი. ტოლმაჩოვი

დამატებულია (11.03.2009, 2:06 Pm)
---------------------------------------------
თუ გაიღვიძებ ღამით, გაიხსენე ღმერთი და ილოცე.
ღამით ლოცვა მზესავითაა, ანათებს დღის ყველა საქმეს.
რაც არ უნდა დაგაკისროს ღმერთმა, რა გარემოებებშიც არ უნდა აღმოჩნდე, ილოცე შენი სულის ხსნისათვის და იშრომე საზოგადოების სასარგებლოდ: ლოცვა და შრომა ერთმანეთს ამაგრებენ: ლოცვა იძლევა ძალას შრომისათვის, რომლისთვისაც დავიბადეთ, ხოლო შრომა ფანტავს ცუდ აზრებს - უქმობის შვილებს და გონებასა და გულს სიმშვიდეს და ყურადღებას ანიჭებს. ნეტარია ადამიანი, ვისი გულიც ამ წესრიგს არ არღვევს.

დამატებულია (11.03.2009, 2:07 Pm)
---------------------------------------------
ბრმის განკურნება იერიქონთან მისი დაჟინებული ლოცვის ნაყოფი იყო... მიუტევებელია სიცივე ლოცვის დროს... ილოცო - სწორედ ეს ნიშნავს იცხოვრო... ლოცვა განასხვავებს ჟინს მოთხოვნილებისაგან... ამბობენ ხოლმე, ირგვლივ მყოფნი გვიშლიანო ხელს ლოცვაში. - მაგრამ სახარება მიგვითითებს ბრმაზე, რომელსაც რისხავდნენ, აჩუმებდნენ, მაგრამ ის უფრო ხმამაღლა მოუხმობდა უფალს... ჩვენ ცუდად ვიცით ლოცვა, მაგრამ მაინც უნდა შევსთხოვდეთ უფალს, რათა მოვიდეს და განგვინათლოს გული...

დამატებულია (11.03.2009, 2:09 Pm)
---------------------------------------------
რად ისმინა უფალმა ბრმის თხოვნა, როდესაც ის ხმობდა „იესუ, ძეო დავითისაო, შემიწყალე მე“. ისმინა იმად, რომ ბრმის ლოცვა აღსავსე იყო არა მარტო ქრისტეს მესიანურობაში რწმენით, არამედ მისმა ლოცვამ გადალახა ყველა ის დაბრკოლება და საცთური, რაც ხალხისგან შეხვდა... ხშირად ჩვენს ლოცვით სიტყვებს წინ უსწრებენ გულისსიტყვანი, გონება სავსეა სიტყვებით, სახეებით, აზრებით, მოგონებებით, შთაბეჭდილებებით, რომელნიც ხელს გვიშლიან გონება მოვიკრიბოთ ლოცვისას... გაგვიტაცებენ ხოლმე რა გულისთქმები, ვკარგავთ იმის რწმენას და ხსოვნას, რომ უფალი დგას ჩვენს წინაშე და ისმენს ჩვენს ლოცვას... ჩვენც რომ უგულებელსვყოფდეთ ხოლმე იმ ბრმასავით გულისთქმებს და მიუხედავად ყველა იმ სიძნელისა, რაც ლოცვას ახ

 
ფორუმი » Test category » Test forum » მამათა გამონათქვამები...
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: