პარასკევი
2024-04-19
4:25 AM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† მართლმადიდებლური ფილმები †

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 22 » † ვნებებთან ბრძოლა მოწამეობაა †
0:06 AM
† ვნებებთან ბრძოლა მოწამეობაა †
წმინდა თეოდორე სტუდიელი
 
რაი მივაგო უფალსა ყოველივესათვის,რომელი მომაგო მე?სასუმელი ცხოვრებისაი მოვიღო და სახელისა უფლისასა ვხადო (ფს.3-4).ეს სასუმელი მოწამეობის მიღებაა.
მაგრამ ჩვენი მოწამეობა სისხლის დათხევის ტოლფასი როდია,არამედ შინაგან კეთილსინდისიერი ბრძოლა,როდესაც,მაგალითად,ბაალის წინაშე არ ვიდრეკთ მუხლს,ანუ არ მივეცემით
ხორციელ ვნებებს,გადავლახავთ ყველა ხილულ და უხილავ განსაცდელს,ზრახვათა მღელვარებას,ვნებებისა და სურვილების წვას,ნაკლულევანებაზე წუხილს,უბედურებას,დამცირებას.
 
აი,კეთილი მოწამენი!აი,ქრისტეს მხედარნი!აი,მსურველნი და მიმტაცებელნი ზეციური სასუფევლისა!გიხაროდენ,ზეიმობდეთ,გამაგრდით,ქმენით სიკეთე,აღივსეთ ძალისხმევით,ამაღლდით უმაღლეს სათნოებებში,განუწვეტლივ ჭვრეტდეთ უზენაესს და აკეთეთ ეს გამუდმებით,სანამ თქვენი ცხოვრების დასასრული არ დადგება და წუთისოფლის მწუხარებიდან თქვენთვის მომზადებულ სიხარულსა და
მხიარულებაში არ გადაგიყვანთ.
 
ნეტარი და კურთხეულია ის,ვინც ამას ყურადღებიტ მოისმენს და საქმით განახორციელებს,ცეცხლს ცეცხლზე დაამატებს თავის გულში,საკუთარ თავში
ღვთის სიყვარულის ზეცამდე აღმავალ ალსდაანათებს.
მაგრამ წყეულია ის,ვინც ყურებს დაიხშობს,შეიყვარებს ამაოებას და ხორციელ წარმავალ სიამოვნებებს დაუწყებს ძებნას.მაგრამ მხოლოდ საკუთარს ნუ ეძიებ,არამედ მოყვასსაც შეხედე და მისი ჭირი საკუთრად მიიჩნიე,რამეთუ ჩვენ ერთმანეთის განუყოფელი ნაწილნი ვართ.ამით უფალს გაახარებთ,საკუთარ თავს კი უკეთესს და სრულყოფილს გახდი.

                                                                                                                 საპატრიარქოს უწყებანი
                                                                                                          N 36.1-7 ოქტომბერი.2004 წ
                                                                                                      თარგმნა: ხათუნა რექვიაშვილმა
                                                                                   ვებ გვერდზე განათავსა:ლევან ლელუაშვილმა
 
ნანახია: 1289 | დაამატა: leo_wien | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: