ოთხშაბათი
2024-04-24
6:49 PM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† მართლმადიდებლური ფილმები †

მთავარი » 2012 » აპრილი » 20 » † ცოდვის შესახებ †
10:16 PM
† ცოდვის შესახებ †
 
ეკლესიის წმინდა მამები გვასწავლიან: უფალი ჩვენგან მოითხოვს, რათა შევიყვაროთ იგი ყოვლითა გულითა ჩვენითა და ყოვლითა სულითა ჩვენითა და ყოვლითა გონებითა ჩვენითა. მაგრამ თუ ცოდვილი რამ ჩვევად გვაქვს, მაშინ ჩვენ ამ ცოდვას ვემსახურებით, მასზე ვფიქრობთ, ვზრუნავთ, მისი დაკმაყოფილებით ვტკბებით, იგი გვიყვარს.
 
ამ ცოდვილ ჩვევათა რიცხვს მიეკუთვნება თამბაქოს წევაც, რომლის ცოდვიანობა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს უფრო მეტად თამბაქო ახსოვს, ვიდრე ღმერთი. იგი თამბაქოს ,,წირავს მსხვერპლს" დროს, ფულს, გონებას, ჯანმრთელობას, როგორც თავისი გულის კერპს. ღმერთს კი ივიწყებს... რაო? მაინც იტყვის ბევრი, ესეც ცოდვააო? განა ირგვლივ ყველა ამას არ აკეთებსო! ამაზე ჩვენ წმინდა მღვდელმთავარ ტიხონის სიტყვებით გიპასუხებთ: ,,მხოლოდ ერთს გვეტყვიან სამსჯავროზე: რისი გულისათვის არ აკეთებდი იმას, რაც მე გიბრძანე შენ? და პასუხი შენ უნდა გასცე. მთელს ქვეყნიერებაზე ვერავინ შეძლებს შენს გამოქომაგებას. იქ შენ ვერ იტყვი, ისიც ხომ ასე იქცეოდაო, ან სხვა ამისთანას. ამიტომაც იყავი ამ სოფელში, როგორც მართალი ლოთი სოდომში, სადაც ყველანი უშჯულოებდნენ, მაგრამ იგი როდი ბაძავდა მათ, არამედ ღვთის ნებას მისდევდა და აღასრულებდა კიდეც.
 
                                                                                                    მოამზადა: ლევან ლელუაშვილმა
                                                                                    ქრონიკა.2003 წელი.
ნანახია: 1069 | დაამატა: leo_wien | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: