ხუთშაბათი
2024-03-28
8:35 PM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† მართლმადიდებლური ფილმები †

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 7 » † წმინდა დიდმოწამე ფანარიოსის ცხოვრება †
9:47 PM
† წმინდა დიდმოწამე ფანარიოსის ცხოვრება †

წმინდა დიდმოწამე ფანარიოსის ცხოვრება

1500 წლებში იქნა ნაპოვნი წმინდა დიდმოწამე ფანარიოსის ხატი და ქრისტიანებმა ასე შეიტყვეს მისი არსებობისა და მისი სასწაული ძალის შესახებ. ზუსტად ამ ხატმა მოიტანა ჩვენამდე მისი სახელი. ფანარიოსის სამოსლის მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის იყო მხედართმთავარი, რომელიც ქრისტიანობის I საუკუნეებში მოღვაწეობდა, იმ დროს, როდესაც რომაელი იმპერატორები ქრისტიანობას სასტიკად დევნიდნენ. ეს ხატი ასევე დიდ მოწამოებრივ ღვაწლზეც მოგვითხრობს, რომელიც წმინდა ფანარიოსმა დაითმინა. სახელი "ფანარიოსი" ბერძნულიდან თარგმანებით "განმცხადებელს" ნიშნავს. ჩვენ ვევედრებით მას ჩვენს ლოცვებში და ვთხოვთ განგვიცხადოს და მიგვანიშნოს ცხოვრების სწორი გზა, ვთხოვთ დახმარებას რთულ სიტუაციებში და განსაცდელის ჟამს.
მცირე მონათხრობიდან ხატის მოპოვების შესახებ, ჩვენ ვგებულობთ, რომ როდესაც მუსლიმებმა კუნძული როდოსი დაიპყრეს, მოინდომეს ქალაქის დანგრეული ციხე-სიმაგრის კედლების აღდგენა, რომელიც მრავალრიცხოვანი ბრძოლებისა და ალყის შედეგად დაინგრა. ციხე-სიმაგრის სამხრეთ შესასვლელთან ნახევრად დანგრეული სახლებიდან მოჰქონდათ ქვები აღდგენითი სამუშაოებისათვის. ამ კედლების ნანგრევების ქვეშ იპოვეს მომცრო ზომის ტაძარი, მრავალი ხატით, რომელთა ფერწერული ფენაც იმდენად იყო დაზიანებული, რომ რაიმის გარჩევა შეუძლებელი იყო. აქვე იქნა ნაპოვნი ფანარიოსის ხატი, რომელიც ძალიან კარგად იყო შენახული, რაც რათქმა უნდა ღვთის საჩუქარია. დიდი იყო ქრისტიანების სიხარული, რომელთაც ეს ხატი იპოვეს. ამ ამბავმა მიტროპოლიტ ნილოსამდეც მიაღწია. მან დიდი პატივით მიიღო წმინდა მოწამის ხატი. წმინდა ფანარიოსი ხატზე მეომრის სამოსშია, მას ხელში ჯვარი და ანთებული სანთელი უპყრია. ძველი ტრადიციის მიხედვით, ხატის ირგვლივ თორმეტი სცენაა წარმოდგენილი წმინდანის ცხოვრებიდან: პირველ სცენაზეა გამოსახული თუ როგორ აღიარებს წმინდა ფანარიოსი ქრისტესადმი რწმენას რომაელი მმართველის წინაშე; მეორეზე – წმინდა ფანარიოსი გარშემორტყმულია მეომრებით, რომლებიც აწამებენ და ქვებით ქოლავენ მას; მესამე სცენაზე იგი მიწაზეა დანარცხებული და სცემენ ჯოხებით, ხოლო წმინდანი ლოცვას აღავლენს მისი მტრებისთვის; მეოთხეზე – წმინდა ფანარიოსი საპყრობილეშია ჩაგდებული, სადაც მას რკინის იარაღებით აწამებენ; მეხუთეზე – წმინდანი ტირანის წინაშეა წარმდგარი და საკუთარ რწმენას აღიარებს; მეექვსე სცენაზე – საპყრობილეშია და ხელაპყრობილი ლოცულობს; მეშვიდეზე – ის უკვე მთლიანად ჭრილობით არის დაფარული და მის ირგვლივ ანთებული სანთლებით მტარვალები დგანან, რომლებიც არ ინდობენ მის სხეულს; მერვეზე – წმინდანის წამებაა გამოსახული, სადაც მოწამეს დიდი ლოდი დასცეს და მის დასაგლეჯად ცხოველები გამოუშვეს, მაგრამ ველური ცხოველები თანაუგრძნობენ მას და ცდილობენ ლოდის გადმოგორებას; მეცხრე სცენაზე მას კერპების წინაშე მდგომს ხელში უჭირავს ნაკვერჩხლები და უარს ამბობს მსხვერპლშეწირვაზე; მეათეზე – ჩვენ მის სულიერ გამარჯვებას ვხედავთ. მას ხელები ზეცისკენ აღუპყრია და მისი სახე ღვთაებრივი ნათელითაა გაბრწყინებული, მაგრამ მისი წამება ჯერ არ დასრულებულა. მეთერთმეტეზე – გაშმაგებული ბრბო მტარვალებისა, რომლებიც მას ძვლებს უმტვრევენ; ბოლო – მეთორმეტე სცენაზე გამოსახულია წმინდა ფანარიოსი, რომელსაც ცეცხლზე წვავენ და აქაც ის უფლის ერთგულია, მან გაიმარჯვა სიკვდილზე. თუ ხატის მიხედვით ვიმსჯელებთ წმ. ფანარიოსი ახალგაზრდა ეწამა. ამგვარად ხატი საკმარის მასალას გვაწვდის წმინდანის შესახებ.
ხატის მოპოვების შემდეგ მეუფე ნილოსმა იმ ტაძრის აღდგინება განიზრახა, სადაც ხატი იქნა ნაპოვნი, მაგრამ კუნძულის მმართველმა მას ამის უფლება არ მისცა. მაშინ მიტროპოლიტი კონსტანტინეპოლს გაემგზავრა და თვით სულთანიდან გამოითხოვა ტაძრის აღდგენის უფლება, ამ ტაძარმა დღემდე მოაღწია და დღემდე უამრავ მლოცველს ღებულობს, რომლებიც იქ სასწაულმოქმედი წმ. ფანარიოსის ხატის თაყვანისცემლად ჩადიან.
იმ დროს, როდესაც კუნძული კრიტი ვენეციელი კათოლიკების ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა, მართლმადიდებელ მღვდელმსახურებს ეპისკოპოსები ღვთისმსახურების უფლებას არ აძლევდნენ. როდესაც მართმადიდებელი ეპისკოპოსი მიიცვალებოდა ახლის კურთხევის უფლება არავის ჰქონდა. ასეთნაირად დევნიდნენ ისინი მართლმადიდებლობას და ამგვარად მართლმადიდებლებს იძულებულს ხდიდნენ კათოლიკურ რწმენაზე გადასულიყვნენ. ამიტომ ვინც კუნძულ კრიტზე მღვდელობის გზაზე შედგომას გადაწყვეტდა მეზობელ კუნძულზე უნდა გამგზავრებულიყო მართლმადიდებელი ეპისკოპოსისაგან ხელდასმის მისაღებად. ერთხელ, როდესაც სამი დიაკვანი ხელდასმის შემდეგ მშობლიურ კუნძულზე ბრუნდებოდა მათი გემი ყაჩაღმა მუსულმანებმა შეიპყრეს და მონებად გაყიდეს. სამი მღვდელი უნუგეშოდ იყო შეწუხებული თავიანთი მდგომარეობით და აი ერთხელ მათ წმინდა ფანარიოსის სასწაულებრივად მოპოვებული ხატის შესახებ შეიტყვეს და რადგან ისინი იმავე კუნძულ როდოსზე იმყოფებოდნენ მათ დაიწყეს წმინდა ფარანიოსის ვედრება. ისინი სამივე სხვადასხვა ადგილზე ცხოვრობდნენ და ყველა მათგანი გულითადად ითხოვდა წმინდანისაგან შეწევნასა და თავისუფლების მინიჭებას. ბოლოს ღვთის განგებით სამივე მათგანს პატრონებმა ნება დართეს დიდმოწამის ტაძარი და ხატი მოელოცათ. მათი ვედრება შესმენილ იქნა, იმავე ღამეს წმინდა ფანარიოსი მათ მუსულმან პატრონებს გამოეცხადა და მღვდელმსახურების განთავისუფლება უბრძანა. მონათმფლობელმა კი ამის საპირისპიროდ ტყვეები ჯაჭვებით დააბეს და სასტიკად სცემეს , რადგან ღამის გამოცხადება მათ ჯადოქრობის შედეგად მიიჩნიეს. მეორე ღამეს დიდმოწამე სამ მღვდელმსახურს გამოეცხადა, თვითონ გაანთავისუფლა ისინი ბორკილებისაგან და აღუთქვა, რომ მეორე დღეს ტყვეობისაგან გაანთავისუფლებდა. ღამით კი ისევ მათ ბატონებს გაბრაზებულმა უთხრა; თუკი ხვალ სამივე მღვდელმსახურს არ გაანთავისუფლებთ ღვთის ძლევამოსილებას იხილავთო. დილით ურწმუნონი და მათი ოჯახის წევრები დაბრმავდნენ და ვერცერთი მათგანი ხელ-ფეხს ვერ ამოძრავებდა. მაშინ მათმა ახლობელმა მონათნყოფი მღვდელმსახურები გამოკითხეს და მათ დახმარება სთხოვეს და აი ასეთი პასუხი მიიღეს – ჩვენ ვერაფრით დაგეხმარებით, მაგრამ შევევედრებით უფალს და ის მოახდენს მოსახდენს. შემდეგ ღამეს წმ. ფანარიოსი ძილში გამოეცხადა აგარიელებს და უთხრა: თუკი გაანთავისუფლებთ მღვდელმსახურებს და ჩემს ტაძარში წერილობით დადასტურებას მოიტანთ მათი გათავისუფლების შესახებ, განკურნებულნი დარჩებითო. შეშინებულმა პატრონებმა წერილები დაწერეს, რომელშიაც თავისუფლება აღუქვეს მღვდელმსახურებს. მათ მიერ წარგზავნილმა მსახურებმა ეს წერილები წმინდანის ხატთან დააწყვეს. და აი სასწაული, მათ დაბრუნებაც ვერ მოასწრეს და სამი აგარიელი და მათი ოჯახის წევრები სრულიად განიკურნენ, მათ ისევ დაუბრუნდათ სინათლე. გაკვირვებულებმა მათ არამხოლოდ მღვდელმსახურები გაანთავისუფლეს, არამედ ფულიც მისცეს რათა მათ მშობლიურ კუნძულ კრიტამდე მიეღწიათ. ყოფილმა მონებმა ღვთის ტაძარს მიაშურეს და ცრემლებით ჰმადლობდნენ წმ. მოწამე ფანარიოსს სასწაულებრივი განთავისუფლებისათვის. შინ გამგზავრების წინ მათ ხატის ასლი დააწერინეს და თან, კრიტზე წააბრძანეს. აქ თავიანთ სამშობლოში ისინი განუწყვეტლივ განადიდებდნენ წმინდანს, დღესაც ამ ხატთან უამრავი სასწაული აღესრულება.
წმ. ფანარიონს იმ შემთხვევაში მიმართავენ, როდესაც რაიმე ნივთი დაიკარგება და ევედრებიან მის "განცხადებას", ევედრებიან რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნისთვის და ასევე ავადმყოფთათვის "ჯანმრთელობის" გამცხადებისათვის – ბოძებისათვის. მამაკაცის სახელი "ფანარიოსი" საკმაოდ გავრცელებულია ბერძნებს შორის, ხოლო დიდი მოწამე ფანარიოსის ხატები საბერძნეთის სხვადასხვა უამრავ ტაძრებშია დაბრძანებული. დიდმოწამე ფანარიოსის ხსენება აღესრულება 27 აგვისტოს წმინდანის ხატის მოპოვების დღეს.
წმინდანის ხსენების დღისათვის სპეციალურ ნამცვარს "ფანუროპიტას" აცხობენ, რომელიც მრგვალი ფორმისაა და არტოსს მოგვაგონებს. ღვთისმსახურების შემდეგ კი მას ნაწილებად ჭრიან და მირწმუნეებს ურიგებენ. ასეთივე ნამცხვარს მაშინაც აცხობენ, როდესაც პარაკლისს იხდიან წმინდანისადმი. საბერძნეთში ასევე არსებიბს ჩვეულება წმ. ფანარიოსის დედის მოხსენიებისათვისაც გამოაცხონ ეს ნამცხვარი. ამ ნამცხვრის კურთხევის სპეციალური ლოცვაც არსებობს, რომელსაც მღვდელი კითხულობს.

ნანახია: 1082 | დაამატა: leo_wien | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: