სამშაბათი
2024-04-23
3:02 PM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† მართლმადიდებლური ფილმები †

მთავარი » 2012 » აპრილი » 21 » † სიცოცხლე ღვთის უდიდესი საიდუმლოა †
10:55 PM
† სიცოცხლე ღვთის უდიდესი საიდუმლოა †
 
საკითხი სამყაროს შექმნის რაგვარობასა და დროის შესახებ სადაო მხოლოდ ურწმუნო ადამიანებისთვისაა. ათეისტები ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ,,უთვალავ ფერთა" სამყარო არარაობისგან შემთხვევით წარმოიშვა, თუმცა არგუმენტებს ისინი ვერ უმკლავდებიან. ერთხელ ლექციას კითხულობდა ასტრონომიულ მეცნიერებათა დოქტორი. მან ცარცით დაფაზე წერტილი დასვა და განაცხადა-ეს არის დედამიწა, იგი მრავალი მილიონი წლის წინ წარმოიშვა. შემდეგ კი მოყვა, თუ როგორ ვითარდებოდა დედამიწაზე ცხოვრება და ლექცია ირონიული ტონით დაასრულა-ბიბლიაში წერია, რომ სამყარო ღმერთმა შექმნა.
 
ერთმა სტუდენტმა მას ასეთი შეკითხვა დაუსვა-თქვენ დაასკვენით, რომ ღმერთს არ შეუქმნია სამყარო, არც დედამიწა. ვინ დასვა დაფაზე ეს წერტილი? - როგორ თუ ვინ? მე! უპასუხა ლექტორმა. თქვენ შეძელით დედამიწა ასე წარმოგედგინათ დაფაზე. მიპასუხეთ, ვინ შექმნა სამყაროში ასეთი წერტილად დედამიწა? ლექტორი დაიბნა და ფილოსოფიური ტერმინები მოიშველია. მალე ზარიც დაირეკა. რატომღაც ბევრს ჰგონია, რომ მეცნიერული მიღწევები საკმარისია ყველაფრის ასახსნელად. სინამდვილეში კი მეცნიერება ისეთივე უსუსურია სამყაროს საიდუმლოთა ასახსნელად, როგორც თავიდანვე იყო. ზოგჯერ ისინი აბსურდამდეც მიდიან. მათ მდგომარეობას შეეფერება ის საანეგდოტო ამბები, რომელსაც მეცნიერებზე ყვებიან: ერთი მეცნიერი ოკეანესთან მივიდა, რომ დაედგინა, ბინადრობდნენ თუ არა მასში ვეშაპები. კოვზი ჩაჰყო მასში, კოვზს მხოლოდ წყალი ამოჰყვა და მეცნიერმა დაასკვნა: ტყუილი ყოფილა, ოკეანეში არავითარი ვეშაპები არ ბინადრობენო" ერთმა ფრანგმა ათეისტმა კი გულახდილად აღიარა-არ ვიცით და არც გვეცოდინება, საიდან წარმოიშვა ატმოსფერო.
 
ცნობილ ასტრონომ ვეშელს ეკუთვნის სიტყვები - ყველა აღმოჩენა, რასაც კი მეცნიერებამ მიაღწია, თვით უფლისგან იყო დაშვებული იმ ჭეშმარიტების დასამოწმებლად, რაც ბიბლიაშია ნათქვამი და რომელიც გვეუბნება, რომ ღმერთმა არაფრისგან შექმნა ყოველი. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს მის უდიდეს ძალას. მეცნიერება ბევრჯერ დარწმუნდა იმაში, რომ სამყაროს შექმნიდან მასში არც არაფერი მომატებულა და არც არაფერი მოკლებულა. ბუნების შეცნობით ჩვენ შეგვიძლია შევიცნოთ ღვთის ძალა და სიბრძნე.
 
სიცოცხლე გამოუცნობი საიდუმლოა. მას მეცნიერულად ვერ ახსნი. აკადემიკოსი დეროხვალოვი ამბობს- მეცნიერება დიდი ხანია დარწმუნდა, მატერია თავისთავად რომ მკვდარია. გამოჩენილი მეცნიერი პასტელის აზრით, სიცოცხლე ცოცხალი არსებისგან წარმოიშვა და არა მკვდარი მატერიისგან. მატერიალისტების აზრით, სიცოცხლე ერთუჯრედიან ცოცხალ ორგანიზმში ჩაისახა, ხოლო ვინ ჩასახა, ამ კითხვას იგნორირებას უკეთებენ. სამყაროში ვერავინ ვერსად ვერ გადააწყდება სიცოცხლის თავისთავად ჩასახვის კვალს. ვერცერთმა მეცნიერმა ვერ ამოიცნო ის ზღვარი, რაც ღმერთმა სულიერსა და უსულო ბუნებას შორის დაადგინა. მეცნიერებას ერთი მაგალითი მაინც რომ ეპოვა უჯრედის თავისთავად წარმოშობისა, ათეიზმი გამარჯვებას იზეიმებდა, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა და არც მოხდება. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ სიცოცხლე ღვთის უდიდესი საიდუმლოა. ღმერთმა თითოეულ სახეობას თავისი ჯიში დაუდგინა და ამიტომაცაა, რომ არასდროს დათესილ ხორბალს მუხა არ აღმოუცენებია; არც ძროხას მოუგია გოჭი, ათეისტები თავგამოდებით ამტკიცებენ, რომ ადამიანი ერთუჯრედიანი ქსოვილიდან წარმოიშვა, მაშინ, როდესაც სამყაროში მინიშნებაც კი არ არსებობს იმისა, რომ ერთუჯრედიანი არსება მრავალუჯრედიანად გადაქცეულიყო.
 
                                                                       ვებ გვერდისთვის მოამზადა: ლევან ლელუაშვილმა
                                                   მოამზადა: ია ღადუამ, წიგნის ,,ჩვენთან არს ღმერთის" მიხედვით.
ნანახია: 1179 | დაამატა: leo_wien | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 Omar  
0
If I communcaited I could thank you enough for this, I'd be lying.

სახელი *:
Email *:
კოდი *: