პარასკევი
2024-04-19
8:34 AM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† მართლმადიდებლური ფილმები †

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 22 » † რვა უმთავრესი ვნების შესახებ †
1:24 AM
† რვა უმთავრესი ვნების შესახებ †
წმინდა იოანე კასიანე

რვა უმთავრესი ვნებაა:
ნაყროვანება,სიძვა,ვერცხლისმოყვარეობა,მრისხანება,მწუხარება,სასოწარკვეთილება,
პატივმოყვარეობა,ამპარტავნება.
არსებობს ბუნებითი ვნება,ანუ ის,რაც გადაგვარდა ბუნებრივ მოთხოვნილებებიდან,მაგალითად
ნაყროვანება და სიძვა;და ასევე არსებობს არაბუნებითი ვნებანი,
ანუ ისეთები,რომელთაც კაცურ ბუნებასი ფესვები არ გააჩნიათ,მაგალითად,ვერცხლისმოყვარეობა.

ამ ვნებათა მოქმედებებიც ოთხ კატეგორიად იყოფა:
1)ზოგიერთი ვნება მხოლოდ სხეულში და სხეულის მიერ მოქმედებს,მაგალითად ნაყროვანება და სიძვა.
2)სხვა ვნებები კი სხეულის დახმარების გარეშე წარმოიშვება,მაგალითად-პატივმოყვარეობა და ამპარტავნება.
3)ზოგიერთი ვნება სიზმრად აღიძრება,მაგალითად-ვერცხლისმოყვარეობა და მრისხანება.
4)სხვანი კი ადამიანის შინაგანი მიზეზებით აღიძრება-მაგალითად,მწუხარება და სასოწარკვეთილება.

მაშასადამე,შესაძლოა ეს ვნებები ხორციელ და მშვინვიერ სახეობებად დავყოთ.ხორციელი ვნებანი სხეულში იშვება;
ისინი ხორცს კვებავენ და ატკბობენ,ხოლო მშვინვიერნი-სამშვინველის მიდრეკილებებიდან მომდინარეობენ და სამშვინველს კვებავენ,თანაც ხშირად ხორცსაც აზიანებენ.
ეს ვნებები,სულ უბრალოდ,გულის განწმენდით იკურნება.რაც შეეხება ხორციელ ვნებათა განკურნებას,მათ შინაგანი და გარეგანი მკურნალობა ესაჭიროებათ.
მათი დათრგუნვისათვის საჭიროა მარხვა,სიფხიზლე,ზოგჯერ კი განმარტოება და დაყუდებაც კი.თუმცა კი ჩამოთვლილ რვა უმთავრეს ვნებას სხვადასხვა მომდინარეობა და მოქმედება გააჩნია,
უნდა ითქვას,რომ ექვსი მათგანი,კერძოდ კი:ნაყროვანება,სიძვა,ვერცხლისმოყვარეობა,მრისხანება,მწუხარება და სასოწარკვეთილება ერთმანეთში განსაკუთრებულადაა შეერთებული.
სწორედ ამ თანმიმდევრობით ერთის გადამეტება მომდევნოს წარმოშობს.ასე ნაყროვანებით სიძვა აღიძრება,სიძვისგან-ვერცხლისმოყვარეობა,ვერცხლისმოყვარეობისგან-მრისხანება,მრისხანებისგან-მწუხარება,მწუხარებისგან-სასოწარკვეთილება.

ამიტომ მათ წინააღმდეგ ბრძოლა სწორედ იგივე თანმიმდევრობით უნდა მოხდეს.
ასე მაგალითად,რათა სძლიო სასოწარკვეთილებას,ჯერ მწუხარება უნდა აღმოფხვრა,
მაგრამ მანამდე მრისხანების მოთოკვა
მოგიწევს,ამისთვის კი ვერცხლისმოყვარეობა უნდა დასძლიო,მაგრამ მანამდე სიძვის ვნებას უნდა დასძლიო,
უფრო ადრე კი ნაყროვანებას უნდა სძლიო.
ორი დანარჩენი-პატივმოყვარეობისა და ამპარტავნების ვნებები ასევე ერთმანეთს უკავშირდება და პირველ მეორეს დასაბამს აძლევს.
გადამეტებული პატივმოყვარეობა ამპარტავნების ვნებას წარმოშობს.ამრიგად,
ამპარტავნების გასანადგურებლად პატივმოყვარეობაზე ძლევა მოგიწევთ.ეს ორი ვნება,
ხშირად,ზემოაღნიშნულ ექვს ვნებაზე გამარჯვების შემდეგ გვეუფლება.
თითოეული ამ ვნებათაგანი სხვადასხვა სახეობისაა და ადამიანში სწორედ რომელიმე მათგანი იქცევა ძირითად ვნებად.

                                                                                                საპატრიარქოს უწყებანი  
                                                                                         N 36.1-7 ოქტომბერი.2004 წ 
                                                                                                თარგმნა: მარიამ გაგუამ 
                                                                 ვებ გვერდზე განათავსა:ლევან ლელუაშვილმა
ნანახია: 1645 | დაამატა: leo_wien | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: