ხუთშაბათი
2024-04-25
1:53 PM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† მართლმადიდებლური ფილმები †

მთავარი » 2012 » აპრილი » 15 » † რელიგია და სახელმწიფო †
10:11 PM
† რელიგია და სახელმწიფო †
 
იქნებ ვაზია სამშობლო? აბა,დააკვირდით,თუ დაბლნარია,დაჩოქილმა უნდა მოჰკრიფო,თუ მაღლნარია–ცაში ხელაპყრობილმა.ორთავე საოცრად ჰგავს ლოცვას,ლოცვა კი არაფერს ისე არ უხდება,როგორც სამშობლოს. (ნოდარ დუმბაძე)
 
საზოგადოდ,ერის ჩამოყალიბების პროცესი ისტორიულ ქარტეხილებში მიმდინარეობს.ეთნიკური ჯგუფების შერწყმა და მათი ერთ ორგანიზმად,ანუ ერად გარდაქმნა,უპირველეს ყოვლისა,დამოკიდებულია სარწმუნოების,მეტყველების,კულტურული ცივილიზაციების სინთეზზე.ქართული ეროვნული ტრადიციები,განვითარებული სულიერი თუ მატერიალური მემკვიდრეობა ცხადად მოწმობს იმას,რომ ივერიის მიწაზე არსებობდა ხალხი,მუხლჩაუხრელად მოღვაწე და კეთილსინდისიერად პასუხისმგებელი ღვთისა და ერის წინაშე. XX საუკუნის ერთ–ერთი ტიტანი პოლიტიკოსი ამბობდა,რომ საქმის საკეთებლად საჭიროა ცოდნა,ხოლო ცოდნისათვის სწავლა. სწავლება კი,თუ ის ჭეშმარიტებაზე არ არის აღმოცენებული, არარაობაა.ერთი წუთით წარმოვიდგინოთ,რა გვექნებოდა დღეს ხელში,რითი მოვიწონებდით საქვეყნოდ თვს,თუ ჩვენი წინაპარი არ მიიღებდა და გაისისხლხორცებდა ქრისტიანულ ჭეშმარიტებას. ვერც კოსმოსის უზადო ცოდნა,ვერც მიწისგულის ხელისგულივით შესწავლა სარგებელს ვერ მისცემს, სულიერი საზრდოთი ვერ გამოკვებავს ადამიანს, თუ ცოდნა ღმერთის გმობით და მისი უგულვებელყოფითაა გაჯერებული. დასაბამი სიბრძნისა,შიში უფლისა–ერთადერთი სწორი გზაა უფალთან მისასვლელი.
 
როცა საუბარია განათლებულ ერზე და მასში ქართველობაც, ცხადია,მოიაზრება, უნდა გვახსოვდეს ერთი რამ.. წარსული დროის ყველა მწიგნობარი, რწმენით გაზრდილი,მიუჯდებოდა და ქმნიდა ლიტერატურისა თუ ხელოვნების უბადლო ნიომუშს. წინა თაობები სახარებაზე და ფსალმუნთა სიბრძნეზე იზრდებოდნენ,მათი პირველი მოძღვარი მშობელი იყო..პირველდაწყებითი ცოდნის შეთვისების შემდეგ,დამრიგებლის როლს ეკლესია–მონასტრები და იქ გაშლილი დიდი სულიერი მოღვაწეობა ასრულებდნენ. ქართული ოჯახის ყველა წევრისათვის სავალდებულო იყო საკვირაო წირვის მოსმენა, აღსარება და ზიარება. უფალი ამის გამო მოწყალებით უყურებდა ერს და უხვად აძლევდა მას ცხოვრების წყაროს. ერი,თავის მხრივ, მადლობისა საქმით მასუხობდა შემოქმედს. ამ პერიოდში შეიქმნა ვარძია, სვეტიცხოველი,ოშკი,ხანძთა,ოპიზა,მეტეხი,დაიწერა ვეფხისტყაოსანი,უამრავი სვინაქსარული ცხოვრება,ითარგმნა სიბრძნე ბალავარისა,სახარება,სამოციქულო და სხვა... მაგრამ,ეს იყო მაშინ,როცა ღვთის ნება ამოძრავებდა კაცს,როცა ქართველი ხელისუფალი ღამეს ფსალმუნებში და თავისი ერისათვის ცრემლთა რქვევაში ატარებდა,როცა სამშობლოს ძახილზე ქუდზე კაცი დადიოდა აბჯარშემოსილი,როცა მეფის შვილი მორიგე ჯარში ეწერებოდა რიგით ჯარისკაცად.
 
დღევანდელი გადასახედიდან,შეიუძლება მივსტიროთ კიდეც იმ დროს და რომანტიკოსის ერთი სტროფი ლექსიც გამოვიყენოთ ნოსტალგიური გძნობის გამოსახატავად..
 
ვაჰ,დრონი,დრონი,ნაგემნი მტკბარად,წარილტვნენ,გაქრნენ სიზმრებრივ ჩქარად.
 
თუმცა,რომანტიკოსების მსგავსი გოდება არ უშველის საქმის კეთილად მიმდინარეობას. შეიძლება,დღეს არსებული მრავალი ინსტიტუტებისა თუ საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზროვნების კოშკურიდან კონსერვატორული ან კიდევ დამყაყებული გამოჩნდეს ლტოლვა ეროვნულ–ქრისტიანული ფესვებისაკენ,მაგრამ მათი გააზრებული,წინდაწინ გათვლილი მარში უეროვნებო საზოგადოებისაკენ არაფრისმთქმელი იქნება, თუ ვირწმუნებთ, რომ ფესვებს მოშორებული ხე (ანუ უნაყოფო) სწრაფად გახმება და მისი მხოლოდ ცეცხლზე დაწვა იქნება საჭირო.
 
მსოფლიო ისტორიიდან უამრავი ფაქტი გამოგვადგება ვამტკიცოთ ზემოთ თქმული..როცა მეფე საულმა ღმერთი დაივიწყა, ძალიან სწრაფად დაისაჯა. კონსტანტინეპოლი მას შემდეგ დაეცა,როდესაც ფლორენციაში ხელი მოეწერა მართლმადიდებელ პატრიარქსა და რომის პაპს შორის ხელშეკრულებას, უნიის (გაერთიანების) შესახებ პაპის ძალაუფლების ქვეშ, ბიზანტიის იმპერია დაცემამდე 50 წლით ადრე იდგა საფრთხის წინაშე. 1402 წელს ოსმანთა სულთანმა ბაიზიდ l ალყა შემოარტყა კონსტანტინეპოლს. მაშინ, როცა ბიზანტიის იმპერიის დღეები დათვლილი იყო, უფალმა მას მხსნელად მონღოლები გამოუგზავნა, მონღოლებსა და თურქებს შორის ბრძოლა ანგორასთან (დღევანდელი ანკარა)ამ უკანასკნელთა განადგურებით დასრულდა, ქართლის ცხოვრების ფურცლებზე ჟამთააღმწერელი Xlll ს–ის 20–იანი წლებიდან საქართველოში დატრიალებულ უბედურებას ღვთის რისხვას მიაწერს (როგორც ვიცით,ამ პერიოდში ტახტზე ავიდა გიორგი lV თამარის ძე), რომელიც გამოწვეული იყო ხალხში და მეტადრე საზეპურო ერში უფლის შიშის განელებით.
 
ქართველ ხალხს ანალოგიური უბედურებანი მაშინ ეწვეოდა, როცა თანასისხლიერთა შორის მძლავრობდა შური, გაუტანლობა,ღალატი (მაგალითისათვის განრისის ბრძოლა გამოდგება), ენის შებილწვა. უამრავი შავლაქიანი დღეები დაუმწუხრებიათ და ღამეები გაუცისკრებიათ პატრიოტ მამაპაპათ თუ ჩვენი საუკუნის გმირებს. სწორედ მამა–პაპათაგან საუნჯეთ დატოვებული სამების–მამულის,ენის და სარწმუნოების შებილწვა ვერ აიტანა წმინდა ილია მართალმა და ბედნიერ ერში დაუფარავად ამხილა საქმენი საგმირონი, რისთვისაც საშური გულუხვობით გაუმასპინძლდნენ მას და ერისთვის ფიქრშიუ გახურებული შუბლი ტყვიით გაუცივეს, მაგრამ ვერ მოკლეს იდეა ეროვნულობისა, ქრისტიანულ ფილოსოფიაზე აღმოცენებული და ქართული ენით მეტყველი. დასასრულს, ისევ დავით მეფსალმუნეს დავესესხოთ და მისი ფსალმუნებისაგან კიდევ ერთი, ერის და უფლის ლოცვა გამოვარჩიოთ..აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი!
 
                                                                 მოამზადა: ლევან ლელუაშვილმა– სალომე თეთრუაშვილმა
                               ტექსტის ავტორი: ლევან გიორგაძე
ნანახია: 1193 | დაამატა: leo_wien | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 1
1 Heru  
0
You can always tell an expert! Thanks for cotnbriutnig.

სახელი *:
Email *:
კოდი *: