სამშაბათი
2024-04-16
8:26 PM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† მართლმადიდებლური ფილმები †

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 7 » † მოწამე აბო ტფილელის ცხოვრება †
9:35 PM
† მოწამე აბო ტფილელის ცხოვრება †
 
† მოწამე აბო ტფილელის ცხოვრება †
მოწამე აბო ტფილელი დაიბადა არაბეთში 750 წლის ახლო ხანებში. აბოს მშობლები დახელოვნებულნი იყვნენ ნელსაცხებელთა დამზადებაში და აბოც ამ ხელობას დაეუფლა – "იყო ხელოვან კეთილად შემზავებელი სუნელთა მათ საცხებელთა და სწავლულ იყო მწიგნობრობათა სარკინოზთათა”.
არაბებს დაპყრობილი ჰქონდათ საქართველო და ყოველ ღონეს ხმარობდნენ ქართველთა დასათრგუნად. ბევრი გადადრიკეს კიდეც ჭეშმარი-ტებისაგან მძლავრებითა და ცბიერებით. შიშისაგან განლეული ქვეყანა ირყეოდა, "ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა”. სამღდელოება და ერის საუკეთესო შვილები ეძებდნენ გამოსავალს. 766 წელს კახეთის აჯანყება მტერმა სისხლში ჩაახშო, დამარცხდა აჯანყებული ქართლიც. აჯანყების ხელმძღვანელობა ქართლის ერისმთავარს ნერსეს დაბრალდა. არაბთა ამირამ, მუმნი აბდილამ ის ბაღდადში იხმო. სამი წელი გაატარა ნერსემ არაბთა ტყვეობაში. მან იქ გაიცნო ჩვიდმეტი წლის მენელსაცხებლე აბო, რომელიც განთავისუფლების შემდეგ თან წამოჰყვა ერისმთავარს – "წარმოვიდა აქა ნერსეს თანამგზავრ ქრისტეს სიყუარულისათჳს”.
აბო გაკვირვებული იყო ქართველთა ზნეობით; იგი სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა სამღდელოებას. აბო მთელი სულით ცდილობდა ქრისტიანობის მიღებას, მაგრამ "ვერ განაცხადებდა თავსა თჳსსა სრულად ქრისტიანედ, ხოლო ფარულად იმარხავნ და ილოცავნ ქრისტეს მიმართ და ეძიებდა ადგილსა კრძალულსა სადამცა ნათელ-იღო ქრისტეს მიერ”.
არაბთა ამირა ძალიან განარისხა ნერსე ერისთავის ქართულმა პოლიტიკამ, ნერსე იძულებული გახდა გაქცეულიყო ქვეყნიდან. მან ქართლის რჩეულ ერისთავებთან ერთად მოახერხა დარიალის ხეობით ხაზარეთში გადასვლა.
ნერსე ერისთავის თანმხლებ დიდებულებს შორის იყო წმიდა აბოც. ხაზარეთში ყოფნისას "ვითარცა იხილა ნეტარმან აბო, რამეთუ განშორებულ არს შიშისაგან და მძლავრებისა სარკინოზთასა, ისწრაფა მან მიახლებად ქრისტესა და ნათელ იღო სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა ხელითა პატიოსანთა მღდელთათა”.
ხაზარეთიდან, აბო, ნერსესთან ერთად გადავიდა აფხაზეთში, სადაც უშიშრად შეიძლებოდა ქრისტიანობის აღიარება და ნეტარი აბოც მადლობდა ღმერთს ყველაფრისთვის.
შემდგომმა მოვლენებმა ნერსეს საშუალება მისცა და ისევ ქართლში დაბრუნდა. აფხაზთა მთავარმა სთხოვა აბოს, დარ-ჩენილიყო აფხაზეთში: "მეში-ნის მე შენთჳს, ნუუკუე კუალად განგდრიკონ შენ სარწმუნოებისაგან ქრისტესისა ნებსით, გინა უნებლიეთ და ესოდენი შრომაჲ შენი წარწყმიდო”, – უთხრა მან აბოს. "განმიტევე მე, რათა ეუწყოს განცხადებულად ქრისტიანობა ჩემი ქრისტეს მოძულეთა მათ”, –უპასუხა ნეტარმა. სამი წელი მოღვა-წეობდა აბო ტფილისში. ძველმა თანამემამულეებმა დაასმინეს იგი და სატუსაღოში ჩააგდეს, მაგრამ სტეფანოზ ერისთავის თხოვნით მალე გაათავისუფლეს.
ტფილისში ახალი ამირა დასვეს. ქრისტიანებმა გაიგეს, რომ ამირა შეპყრობას უპირებდა აბოს და ურჩიეს, დამალულიყო, აბომ კი, გახარებულმა, ასე უპასუხა: "მე არა ხოლო ტანჯვად განმზადებულ ვარ ქრისტესთვის, არამედ სიკუდიდცა.”
ამირას მსახურებმა შეიპყრეს ნეტარი აბო და მსაჯულს წარუდგინეს. ამირამ აბოს სარკინოზთა სჯულზე დაბრუნება შესთავაზა, მაგრამ წმიდანი მტკიცედ იდგა ქრისტიანობაზე. განრისხებული მსაჯულის ბრძანებით, აბოს ხელ-ფეხზე ბორკილი დაადეს და საპყრობილეში ჩასვეს. ქრისტესთვის დათმენილმა ჭირმა კიდევ უფრო მეტი სიყვარულით აღავსო ნეტარი, აბომ სთხოვა ქრისტიანებს, გაეყიდათ მისი სამოსელი, ეყიდათ სანთელ-საკმეველი და ქალაქის ეკლესიებისათვის შეეწირათ.
წამების დღეს აბომ იცხო ნელსაცხებელი, მიიღო ზიარება და განემზადა საწამებლად. "ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ გიხაროდენ, რამეთუ მე უფლისა ჩემისა მივალ, ლოცვით წარმგზავნეთ და მშჳდობამან უფლისამან დაგიცვენინ თქუენ”, – ამხნევებდა აბო მისი მოსალოდნელი სიკვდილით დამწუხრებულ ქრისტიანებს.
სასიკვდილო განაჩენის მოსმენის შემდეგ აბომ მშვიდად დაიწყო გულზე ხელები და მოუდრიკა ქედი მახვილს. ჯალათებმა სამჯერ მსუბუქად დაჰკრეს მახვილი იმ იმედით, რომ სიკვდილის შიშით წმიდანი უარყოფდა ქრისტეს, მაგრამ აბო ბოლო წუთებშიც მხნედ იდგა.
უსჯულოებმა თავი მოჰკვეთეს აბოს, სხეული შესამოსელთან და მისივე სისხლით გაჟღენთილ მიწასთან ერთად ტომარაში ჩადეს, ქალაქიდან გაიტანეს და მტკვრის პირას დაწვეს. "ხოლო ძუალთა მათ წმიდისათა, რომელთა ვერღარაუძლეს დაწუად, შთაკრიბნეს ტყავსა ცხოვარისასა და შეკრეს მტკიცედ და მოიხუნეს და შთაყარნეს დიდსა მას მდინარესა… და იქმნა წყალი იგი მდინარისაჲ მის წმიდათა მათ ძუალთა სამოსელ გარეშეხუევითა მით და სიღრმე იგი წყალთაჲ საფლავ წმიდისა მის მარტჳრისა, რაჲთა არავინ უდებად მიეახლოს მას”.
ღამით, წმიდა აბოს წამების ადგილს და მდინარე მტკვარს, რომელმაც მისი წმიდა ნაწილები შეიწყნარა, ზეციური ნათელი დაადგა.
ნანახია: 1471 | დაამატა: leo_wien | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: