ხუთშაბათი
2024-04-18
8:33 PM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† მართლმადიდებლური ფილმები †

მთავარი » 2012 » აპრილი » 5 » † მე ვამჯობინებ დარჩენას ჩემს სიყვარულთან †
0:14 AM
† მე ვამჯობინებ დარჩენას ჩემს სიყვარულთან †
 
სიცოცხლე ძვირფასი და ერთადერთი სიკეთეა,ხოლო ჩვენ უაზროდ ვხარჯავთ მას,გვავიწყდება მისი ხანმოკლეობა.ჩვენ ან სევდით ვუყურებთ წარსულს,ან ველოდებიტ მომავალს,თითქოს უნდა დაიწყოს ნამდვილი ცხოვრება.აწმყო კი,ანუ ის,რაც არის ჩვენი ცხოვრება,მიდის ამ უნაყოფო სინანულსა და ოცნებაში.
 
 სხვა ადამიანთა აზრი ჩვენს შესახებ არის სარკე,რომლის წინაც ყველა პოზიორობს.ადამიანი თავს აჩვენებს ისეთად,როგორიც მას უნდა იყოს,სურს,რომ იგი ასეთი დაინახონ.ნამდვილი სახე კი ისეთი,როგორიც ის არის სინამდვილეში უცნობია ყველასთვის,თვით საკუთარი თავისთვისაც კი.იგი ცხოვრობს და მოქმედებს როგორც გამოგონილი და გალამაზებული ფიგურა.ლტოლვა მოტყუებისაკენ იმდენად დიდია,რომ ადამიანი მსხვერპლად ეწირება მას,ამახინჯებს თავის თავსაც კი-ერთადერთს და განუმეორებელს.სამაგიეროდ,გვატყვევებს შეხვედრა ადამიანებთან,რომელნიც თავისუფალნი არიან ამ წყლულისგან.ამიტომაც გვიყვარს ჩვენ ბავშვები,რადგან მათშია უბრალოება და უშუალობა,თუმცა,შესაძლებელია ბრძოლა უბრალოების მისაღწევად.
 
აღსარებაში სუსტი მეხსიერება გამართლება არ არის.გულმავიწყობა უყურადღებობისგან,არასერიოზულობისგან,თვისთა ცოდვათა განცდის უქონლობისგანაა.ცოდვა რომელიც სინდისს ამძიმებს,არ დაგავიწყდება.თითქმის სრული გულგრილობა აქვთ აღსარებისას მამაკაცებს.
 
 სასწაულების მოლოდინი და მოთხოვნა არა მხოლოდ უპატივცემულობა,უღირსობა და ღვთისადმი უნდობლობაა,არამედ უაზრობაც-ჩვენ ხომ გვაქვს მილიონი მომხდარი სასწაული და თუ მათ ვერ დაგვარწმუნეს,რატომ გვგონია რომ კიდევ ერთი სასწაული დაგვარწმუნებს?
 
იუდეველებმა არ ირწმუნეს,მიუხედავად იმისა,რომ ჰყავდათ ქრისტე,წინასწარმეტყველები,თვით ქრისტეს საქმეები,წმინდა წერილის დამოწმებები,და ბოლოს,ხმა ზეციდან მამის დამოწმება.არ ირწმუნეს,რადგან არ ჰქონდატ ღვთის სიყვარული.აი,ყოველგვარი ურწმუნოების საიდუმლო: თუ ღვთის სიყვარული არ გაქვს,მაშინ არც უფლის პირდაპირი ხმა ზეციდან,არც შინაგანი შეგრძნება,არც ყველაზე დამაჯერებელი ფაქტები არაფერს ნიშნავს თქვენთვის და პირიქით,თუ ღმერთი გიყვარს,თუ იცი,რომ მასშია შენი ჭესმარიტი სიცოცხლე,მაშინ არ არის საჭირო არავითარი მტკიცებულება: თვით ეს სიყვარულია მტკიცებულება.
 
თუ ამის წინააღმდეგ აღსდგება მთელი ფილოსოფია,კანონები,ლოგიკა-მე მაინც ვამჯობინებ დარჩენას ჩემს სიყვარულთან,ლოგიკის წინააღმდეგ. ყოველი ცოდვა ღრმა ნაჭდევია ლამაზ სურათზე,მახინჯი ნაოჭია ანგელოზის სახეზე.ვუფრთხილდეთ ცოდვას,ნიშნავს თავი დავიცვათ დანგრევისგან,განადგურებისგან,სულის სიკვდილისაგან.ნევრასტენია,ნევროზი და ა.შ.მე ვფიქრობ,ცოდვის სახეობებია,,კერძოდ კი ამპარტავნების ცოდვის.ყველაზე დიდი ნევრასტენიკია სატანა.შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მორჩილი,კეთილი,მომთმენი ადამიანი ნევრასტენიკად?და პირიქით,რატომ გამოიხატება ნევრასტენია სწორედ ბოროტებასი,გაღიზიანებებიტ,თავის გარდა ყველას განკითხვიტ,მოუთმენლობიტ,ადამიანების მიმართ სიძულვილით?
 
ჩვენ კეთილი საქმეები არ გაგვამართლებენ ღვთის წინაშე.რა არის ჩვენი სიკეთე ღვთის სიკეთის წინაშე.ღვთის დიდების წინაშე,ნუთუ რაიმე მნიშვნელობა აქვს ჩვენს კეთილ საქმეებს?მთავარია არა კეთილი საქმეების რაოდენობა,არამედ ჩვენი ცხოვრების სწორი მიმართულება-მარჯვნივ თუ მარცხნივ,ანუ სიკეთისაკენ თუ ბოროტებისაკენ,ღვთისაკენ თუ წღვდიადისაკენ. ცხოვრება მკაცრი გამოცდაა და ჩვენი უბედურებანი არ მიგვატოვებენ სიკვდილამდე:იდილია და კომფორტი ქრისტიანს არასოდეს ექნება.სამაგიეროდ სიხარული,რომელსაც ღმერთი უგზავნის ქრისტიანს,არ შეედრება არანაირ სიხარულს ამა ქვეყნისას.არაფერი არ არის შემთხვევითი ამქვეყნად.ვისაცსჯერა შემთხვევის,მას არ სწამს ღმერთი.ჩვენ ყველამ ვიციტ თხოვნა,ურწმუნონიც კი უკიდურესი გაჭირვებისას მირბიან ღმერთთან დახმარების სათხოვნელად.მაგრამ მადლობის თქმა არავინ ვიციტ.სამადლობელი ლოცვა სულის მაღალ საფეხურზე ასვლის ნიშანია.კარგია ღმერთი გაიხსენო უბედურებისას, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეს სიხარულის დროს.
 
                                                                                        მოამზადა დიაკონმა ამბროსი ხოშტარიამ
                                                                 www.teoleo.ucoz.de სთვის დაწერა ლევან ლელუაშვილმა
ნანახია: 1062 | დაამატა: leo_wien | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 Nesa  
0
You get a lot of rseepct from me for writing these helpful articles.

სახელი *:
Email *:
კოდი *: