ხუთშაბათი
2024-04-25
11:29 AM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† მართლმადიდებლური ფილმები †

მთავარი » 2012 » აპრილი » 10 » † ლოცვა წმინდა მახვილი არს †
9:47 PM
† ლოცვა წმინდა მახვილი არს †
 
†††
უპირველესი და უდიდესი მცნება უფლის მთელი გულით,სულით,ძალითა და გონებით შეყვარებაა.ამ სრულ სიყვარულს,როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს,ღვთისადმი ჭეშმარიტი და სამარადისო ლოცვა გამოაჩენს.როგორც ანგელოზთ უყვართ უფალი და მარადის დაუცხრომლად სამ-წმინდაარსობით უგალობენ,აქებენ და ადიდებენ,ასევე ადამიანები ღვთის დიდ სიყვარულს სწორედ ლოცვით ამჟღავნებენ.
 
იყო ბერი ვინმე ღმერთშემოსილი და გონებით განათლებული,რომელიც მუდამ ლოცულობდა.ერთ დღეს მას სულიერი ძმები ესტუმრნენ და სთხოვეს განემარტა მოციქულის სიტყვები-მოუკლებლად ილოცვიდეთ,მან კი მიუგო-მე გლახაკი,ღვთის სულიერნო შვილნო ჩემნო,უპირველესად ვლოცულობ ვლოცულობ გულითა მხურვალითა ძალისაებრ ჩემისა,ხოლო შემდეგ დავჯდები ხელსაქმრად და გამოვისახავ ჯვარსა მეტყველი-მიწყალე მე ღმერთო,დიდითა წყალობითა შენითა.როდესაც მოაწევს ჟამი ლოცვითა,ვლოცულობ,შემდეგ კი,კვლავ განვაგრძობ შრომას ლოცვითურთ.
 
ჩემივე ნაშრომის გაყიდვითმოვიღებ საზრდოს,რომელთაგან უმრავლეს გლახაკებს ვურიგებ,რადგან სწორედ მაშინ,როდესაც ლოცვა აღარ შემეძლება,ჩემს მიერ გაღებული მოწყალება ილოცებს და აღსრულდება მოციქულის სიტყვები მოუკლებელი ლოცვის შესახებ.
 
უფალი იესო ქრისტე ბრძანებს:იღვიძებდით და ილოცებდით რათა არა შეხვიდეთ განსაცდელსა (მათე26,41)მოსეს ლოცვამ მეწამული ზღვა განაპო,ილიას ლოცვამ ცაი დახშნა და კვლავ განახვნა,სახმილი დაშრიტა,მხეცი დაამშვიდა,ეშმაკი განახსნა და მრავალი იხსნა განსაცდელისაგან.ლოცვა წმინდა მახვილი არს ბოროტთა დასათრგუნად და განსაცდელთა დასაძლევად.ამიტომაც ყოველგვარი განსაცდელის ჟამს ვისწრაფოდ ღვთისაკენ,განვამრავლო
თ მხურვალე ლოცვა მარხვითურთ,რათა მსწრაფლ განვთავისუფლდეთ განსაცდელთა და საფრთხეთაგან.ვითარცა უფალი ბრძანებს:ნათესავი ისე არარაითა განვალს,გარნა ლოცვითა და მარხვითა,რადგან ვინც წრფელი გულით ლოცულობს და მარხულობს,მასში სულიწმინდა დაიმკვიდრებს.
                                                                     www.teoleo.ucoz.de განათავსა ლევან ლელუაშვილმა
ნანახია: 1365 | დაამატა: leo_wien | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 Asma  
0
Just what the dcootr ordered, thankity you!

სახელი *:
Email *:
კოდი *: