ხუთშაბათი
2024-04-25
4:41 PM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† მართლმადიდებლური ფილმები †

მთავარი » 2012 » აპრილი » 12 » † გიყვარდეთ თქვენი ქვეყანა და ამ სიყვარულს ანაცვალეთ ყველაფერი †
11:28 PM
† გიყვარდეთ თქვენი ქვეყანა და ამ სიყვარულს ანაცვალეთ ყველაფერი †
 
იმ პერიოდში ძალიან უჭირდა საქართველოს,რომელსაც არც მირონცხებული მეფე ჰყავდა და არც კათოლიკოს პატრიარქი,თანაც ცხვრის სამოსელში გახვეული მტერი გამალებით უტევდა,ათას ხერხს მიმართავდა,რათა ეროვნული ძირი მოეშთო და აღმოეფხრა.მაგრამ საქართველოს იმ დროს ილია ჰყავდა,დიდბუნებოვანი მამულიშვილი,რომელიც სწორედ მაშინ და იქ გაჩნდებოდა,სადაც და როდესაც ყველაზე ძლიერ სჭირდებოდა მის სამშობლოს.მართლაც მხოლოდ ღვთის იმედითა და სამშობლოს უდიდესი სიყვარულით შეეძლო ერთ ადამიანს ამდენი რამის გაკეთება.იგი მთელი ცხოვრება სწავლობდა და ცოდნას თავის ქვეყანას ახმარდა.მისმა იურიდიულ განათლებამ მნიშვნელოვნად განაპირობა საქართველოში ყმათა განთავისუფლება პროცესის მშვიდობიანად ჩატარება.საბანკო საქმიანობამ მრავალი მადლიანი საქმის ხელშეწყობა შეაძლებინა.მისი გარდაცვალების შემდეგ კი,1918 წელს ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადება სწორედ მისმა ბანკმა უზრუნველყო.
 
წერა კითხვის გამაფრცელებელი საზოგადოება ერთის განათლების სამსახურში ჩააყენა,თეატრი ზნეობისა და პატრიოტიზმის ტრიბუნად აქცია.მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მისი ლიტერატურული მოღვაწეობა იყო,რადგან სულიერად წვრთნიდა და აღამაღლებდა ერს"(მ.ნინიძე) თავისი მრავალმხრივი და დაუღალავი მოღვაწობით იცავდა საქართველოს ღირსებას.გიყვარდეთ თქვენი ქვეყანა და ამ სიყვარულს ანაცვალეთ ყოველისფერი",-თხოვდა ის პეტერბურგში მყოფ ქართველ სტუდენტებს.თავადაც ხომ ამ სიყვარულს ანაცვალა ყველაფერი.ის არასოდეს მოითხოვდა სხვისგან იმას,რის მაგალითსაც თავად არ იძლეოდა.ილიამ კარგად იცოდა,რომ საჭირო იყო განათლებული საზოგადოების არსებობა,მაგრამ განათლებაში მხოლოდ წიგნიერ ცოდნას არ გულისხმობდა.მისთვის აუცილებელი იყო ცოდნისა და ზნეობის ურთიერთშერწყმა:
 
ჭეშმარიტი განათლება განვითარებულ გონების და გაწვრთნილის ზნე ხასიათის ერთმანეთთან შეუღლებაა განუყრელად.თუ კაცს ან ერთი აკლია ან მეორე,იგი განათლებული არ არის და,ჩვენის ფიქრით,ისევ გონება განუვითარებელი და ზნეხასიათ გაწვრთნილი კაცი სჯობია,ვიდრე გონება განვითარებული და ზნე-ხასიათ გაუწვრთნელი" ერთგვარი სიამაყითა და სინანულითაც კი იხსენებდა წარსულს,როდესაც ქართველებმა ვიცოდიტ-იმ დროს რა უნდოდა,რა იყო მისი ციხე სიმაგრე,მისი ფარ ხმალი.ვაჟკაცობა უნდოდა,ვაჟკავნი ვიყავიტ,ხმალი უნდოდა,ომის საქმენი ვიცოდით..იმ დროთა ჩარხზე გაჩარხული ვიყავით,იმ დროთა ქარცეცხლში გამოფოლადებულნი...წავიდა ის დრო..ის დრო წავიდა,მაგრამ თავად იმ დროის გმირების დარი იყო,წარსულიდან ჩვენს რეალობაში ლეგენდებად და მითებად რომ შემოდიან.ქვეყნის ციხე სიმაგრეც იყო და მისი ფარ-ხმალიც,უთანასწორო ბრძოლაშიგამოფოლადებული...ძალიან უყვარდა სიმღერა მუმლი მუხასა"მუხა ძლიერი და უდრეკი საქართველო იყო მისთვის,თავად კი საქართველოსთვის იყო უდრეკი მუხა,რომელსაც გამუდმებით ესეოდა ათასობით ქინქლა და მუმლი,მაგრამ ვერ ატოკებდა,რადგან ფესვები ღრმად ჰქონდა გადგმულიმშობლიური მიწის სიყვარულში,სიყვარული კი ილიასთვის ღმერთი იყო და ქვეყნის მხსნელი...ვერ შეარყიეს,ვერ შეატოკეს ღმერთისა და ქვეყნის სიყვარულით გაბუმბერაზებული და ამიტომაც ესროლეს ზნე-ხასიათ-გაუწვრთნელებმა,თუმცა მათ ერთი რამ დაავიწყდათ-სიყვარული არ კვდება.ილია მართალს კი,ძალიან უყვარდა თავისი სამშობლო და ყველაფერი,თვით სიცოცხლეც კი მას ანაცვალა და სწორედ ეს სიყვარული დაგვიტოვა შთამომავლებს გზამკვლევად.
 
                                                                           ვებ გვერდზე განათავსა: ლევან ლელუაშვილმა
                                               ეპარქიის ქრონიკა 2005 წ.
ნანახია: 1017 | დაამატა: leo_wien | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: