შაბათი
2024-04-20
0:01 AM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† მართლმადიდებლური ფილმები †

მთავარი » 2012 » აპრილი » 21 » † ესეც ეშმაკის მახეა †
0:20 AM
† ესეც ეშმაკის მახეა †
 
ბოლო დროს მრავალ ადამიანს აღმოაჩნდა სხვადასხვა არაჩვეულებრივი უნარი: ბიო ველით მკურნალობა, ტელეპატია და ნათელმხილველობა, ე.ი. უნარი გამოიცნოს ადამიანის აზრები, მისი წარსული და მომავალი. საზოგადოების გარკვეული ნაწილი გაგებისთანავე მიაწყდება ხოლმე ასეთ მკითხავსა და მკურნალს, მაგრამ გაივლის ცოტა ხანი და იმედგაცრუებულნი ივიწყებენ ყოველივეს...
 
როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება ამ მოვლენისადმი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩვენ წმინდა წერილისა და ეკლესიის წმინდა მამებს უნდა მივმართოთ. ,,მოციქულთა საქმეში" ვკითხულობთ: შემოგვხვდა ერთი მხევალი, რომელსაც ჰქონდა პითონის სული და მისნობით დიდძალ შემოსავალს აძლევდა თავის ბატონებს. მოგვდევდა პავლეს და ჩვენ და მოგვძახოდა-ეს კაცნი უზენაესი ღმერთის მონები არიან, რომლებიც გაუწყებენ ხსნის გზას. ასე იქცეოდა მრავალი დღის მანძილზე. განრისხდა პავლე, მიუბრუნდა და უთხრა სულს: იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ გამოხვიდე მაგისგან. და გამოვიდა მყისვე (მოც.საქმე,16,16-18). ნახეთ, როგორია პავლე მოციქულის დამოკიდებულება ამ სულის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ იგი სიმართლეს ამბობდა, მოციქულს არ სურდა ეს სიმართლეც, რადგან იგი ეშმაკეულის ბაგებიდან მოდიოდა. ამით მან მოგვცა მაგალითი, რათა არაფერი გვინდოდეს ავი სულებისა, განვაგდებდეთ სატანას, რამეთუ იგი შეიძლება ზოგჯერ წარმოთქვამდეს კიდეც სიმართლეს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ მოიპოვოს ადამიანის ნდობა. ამის შემდეგ შევიდეს მასთან ურთიერთობაში, მერე კი დაღუპოს მისი სული.
 
ღირსი ლავრენტი დაყუდებულის ცხოვრება გვიამბობს ერთ ეშმაკეულზე, რომელიც ბოროტი სულის ზემოქმედებით ლაპარაკობდა ებრაულად, რომაულად, ბერძნულად და კიდევ მრავალ სხვა ენაზე, რომელიც ადრე არ იცოდა და არც გაეგონა. ამასთან წინასწარმეტყველებდა და ჰყვებოდა ისეთ ამბებს, ისეთი ხალხის შესახებ საუბრობდა, ადრე წარმოდგენაც რომ არ ჰქონდა... ასეთი მაგალითი მრავალია. ისინი ცხადად გვიჩვენებენ, რომ დემონურ ძალებს აქვთ უნარი, ადამიანებში განავითარონ ექსტრასენსული შესაძლებლობანი. ამიტომაც უნდა ვერიდოთ ასეთ ადამიანებს, რათა ეშმაკის მახეში არ გავებათ. VI მსოფლიო კრების დადგენილების მიხედვით, მართლმადიდებელი, რომელიც განკურნებისთვის მიმართავს ჯადოქარს, ექსტრასენს, წმინდა ზიარებისგან ექვსი წლით განიკვეთება.
 
                                                                                                    მოამზადა: ლევან ლელუაშვილმა
                                                                                                  ეპარქიის ქრონიკა- 2000 წელი.
ნანახია: 1186 | დაამატა: leo_wien | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 aron  
0
All of my qesutions settled-thanks!

სახელი *:
Email *:
კოდი *: