ხუთშაბათი
2024-03-28
8:08 PM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† მართლმადიდებლური ფილმები †

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 24 » † ჩვენი დროის მოსაგრეები †
11:51 AM
† ჩვენი დროის მოსაგრეები †
 
როცა წმინდათა ცხოვრებას მოკრძალებით ვკითხულობთ,ისინი ჩვენთვის ღვთის წინაშე ლოცულობენ და შეგეწევიან

მამა არსენი ამბობდა,როცა ლოცვა გიჭირთ ეს იმის მანიშნებელია,
რომ ბოროტი სული მძლავრობს ჩვენზე და საჭიროა,გამოვიკვლიოთ
საკუთარი თავი,ვთქვათ გულწრფელი,გულისხმიერი აღსარება და
ემოციების გამოვლინებისას მეტი თავშეკავება გამოვიჩინოთ.
რამდენადაც შევძლებთ,თავი უნდა ავარიდოთ ურჩობას,განკითხვას,
ამპარტავნებას,შურს,ნაყროვანებას და ყოველივე იმას,რაც ხელს უწყობს
ცდუნებას და,აგრეთვე,სულიერ სიცივეს.
დადგა შენი ჟამი და განიღვიძე?ნუ იზარმაცებ,ნუ ადგები მთქნარებით,
მოდუნებული.მუდამ მხნე იყავი;

რომ გაგეღვიძება,მყისვე წამოდექი,პირჯვარი გამოისახე და თქვი;
უფალო,იესო,ქრისტე,ძეო ღვთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი.მამა არსენი
ასევე ამბობდა,რომ ლოცვაში გულმოდგინებას სულიერი მამისადმი მინდობა
და აღსარებაში გულისთქმათა გამომჟღავნება განაპირობებს.
ერთი უტყუარი ნიშანი ჩვენი სულიერი მდგომარეობისა არის
განსაკუთრებული მადლის შეგრძნება კვირა დღეებში და დიდ დღესასწაულებზე.
თუკი ადამიანი ამ დღეებში ორმაგი მადლის მოზღვავებას არ განიცდის,
ეს იმას ნიშნავს,რომ მას რაღაც წესრიგი არ აქვს.
 
მამა არსენი მიიჩნევდა,რომ საქმიანობისას აუცილებლად ზომიერება გვმართებს.
თუკი იმაზე მეტ ხანს საქმიანობ,ვიდრე გევალება,ეს იმას ნიშნავს,რომ
ლოცვას ჰპარავ და როცა ძილის დრო მოდის,შენ,ალბათ,ლოცვად დგები.
უფრო მეტიც,ზოგჯერ ძილისთვის განკუთვნილ დროს სხედან
და უქმეტყველებას ეძლევიან ხოლმე;იძინებენ გვიან,იღვიძებენ კიდევ უფრო გვიან;
შედეგად ვღებულობთ;უძილობას,სიზარმაცესა და ცუდ განწყობას.
მამა არსენი ამბობდა,რომ წმინდა მამათა ნაშრომების კითხვა აუცილებელია.
იგი მიიჩნევდა,რომ ღვთივსულიერი კითხვა ლოცვის ერთ ერთი სახეობაა.
იგი თავის სულიერ შვილებს გვაკურთხებდა,ყოველდღიურად გვეკითხა
1-2 თავი წმინდა წერილიდან,შემდეგ წმინდა მამების ნაშრომები.
სამაგიდო წიგნად კი წმინდა ეფრემ ასული გვქონდა და მასთან ვპოულობდიტ პასუხს
ნებისმიერ კითხვაზე.

გარდა ამისა,ვკითხულობდით წმინდა იოანე კლემაქსს,ამბა დოროთეს,
წმინდა მაკარი დიდს და სხვა მამების ნაშრომებსა და წმინდა მამათა ცხოვრებას.
ამით ორმაგ სარგებელს ვპოულობდით.უპირველესი სარგებელი ის არის,რომ
მამათა ღვაწლის მაგალითი გვაფხიზლებს.მეორე კი ის,რომ როცა წმინდანთა ცხოვრებას
მოკრძალებით ვკითხულობთ,ისინი ჩვენთვის ღვთის წინაშე ლოცულობენ და გვეწევიან.
მაგრამ ვიდრე კითხვას შევუდგებოდეთ,უნდა ვილოცოთ.ლოცვის შემდეგ
წმინდანთა ცხოვრების კითხვა გულს გვილბობს და კითხვისასცრემლს ვერ ვიკავებთ.
ასე იმიტომ ხდება,რომ ლოცვა გონებას განანათლებს.მამა არსენს ჰკითხეს,
რა უნდა ვიკითხო წმინდა წერილიდანო.მან მიუგო,რომ წმინდა წერილი
მთლიანად ღვთივსულიერია და იგი მთლიანად უნდა ვიკითხოტ ხოლმე.
მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება,ფსალმუნის კითხვას უნდა დავუთმოთ,
რადგან ეს ძალიან ძლიერი ლოცვააო.
 
მამა არსენი გვარიგებდა,რამდენათაც შეძლებთ,ენას მიაპყარით ყურადღება,
რომ არ უქმეტყველებდეთ და არ განიკითხავდეთ,არამედ საქმიანობისას განუწყვეტლივ
ლოცვას აღავლენდეთო.თუ ამას იქმთ,ერთად ვიქნებიტ ქრისტესთან და
მფარველი ანგელოზიც წინ წაგვიძღვებაო.
ერთხელ ერთი ბერი მივიდა მამა არსენთან და მეტანიით შესთხოვა;
მაკურთხე,მამაო,ერთ ბერს ვაწყენინე და ლოცვა მიჭირსო,მამა არსენმა დაარიგა;
არაუშავრს,მიდი მასთან,მეტანია გაუკეთე,რომ სიყვარული დაგიბრუნდეს და
ლოცვა აღარ გაგიძნელდებაო.მამაო,საკმარისი არაა,შენ რომ გაგიკეთე მეტანიაო?
ჰკითხა ბერმა.მამა არსენმა დაარიგა;არ არის საკმარისი.მიდი მასთან და
პატიება სთხოვე იმის გამო,რაც დაუშავე შენს ძმასო.ბერს გაუჭირდა
შენდობის თხოვნა,მაგრამ მაინც შეასრულა მამა არსენის სიტყვა და ლოცვის
მადლიც დაუბრუნდა,გახარებულმა მამა არსენთან მიირბინა და მადლობა შესწირა.
ერთხელ მამა არსენს ჰკითხეს;მამაო,კარგია შენდობის თხოვნა,
მაგრამ ზოგჯერ ადამიანს სთხოვ შენდობას,იგი კი არ გაპატიებს.
როგორ მოვიქცე ასეთ შემთხვევაშიო?მამა არსენმა მიუგო;
რადგან შენ შენდობა ითხოვე,თავისუფალი ხარ.მხოლოდ იმას ადევნე თვალი,
რომ სიყვარული გქონდეს შენი მოძმისადმი და მომავალში,
ვიდრე შენგან შენდობას არ მიიღებს,ილოცე მისთვის.
გამხმარი პური მოღვაწეთა ძირითადი საკვები იყო.ერთხელ ვკითხე მამა არსენს,
თუ საიდან ჰქონდათ იგი.ღირსმა მამამ მითხრა;მონასტრების სატრაპეზოებში
პურის ნარჩენებს ვაგროვებდით და ვახმობდით;ზოგჯერ მატლიანიც კი შეგვხვედრია,
მაგრამ მაინც ვჭამდითო.შემდეგ ამის შესახებ უფრო ფრცლად გვიამბო.
ერთხელ იგი თურმე მამა იოსებ ისიქასტმა მონასტერში გაგზავნა გამხმარი პურის წამოსაღებად.
ბერებმა მას ერთი სავსე ტომარა მისცეს,გაჭირვებით აუტანია იგი მთის კენწეროზე,
სადაც მამა იოსებთან ერთად მოღვაწეობდნენ.
ტომარა რომ გავხსენით,დავინახეთ,რომ ორცხობილა მატლიანი იყო.
მამა არსენს დრტვინვა აღმოხდენია;ნუთუ არ შეიძლებოდა,
ეს მატლიანი პური საქონლისთვის ეჭმიათ,ჩვენთვის კი სხვა მოეცათ.
სულ ტყუილად ვათრიე ამხელა ტომარაო,მამა იოსებმა გაიკვირვა;
ტყუილად რატომ? ჩვენ ამას შევჭამთ.ეს ჩვენ ღმერთმა გამოგვიგზავნა.
უკეთესს რომ ვიმსახურებდეთ,უკეთესს გამოგვიგზავნიდაო.
მატლებს რა ვუყოთ,მამაო?არ ცხრებოდა თურმე მამა არსენი.
მამა იოსები ჩაფიქრდა და თქვა;რომ შებინდდება,
მაშინ ვჭამოთ ხოლმე და მატლებსაც ვეღარ დავინახავტო.
მამა არსენს ვკითხეთ;მერე თქვენს ჯანმრთელობაზე მატლიანმა პურმა
ცუდად ხომარ იმოქმედაო?მამა არსენმა გვითხრა;თავიდან ძალიან გაგვიჭირდა,
მაგრამ მერე,დამიჯერეთ,ისეთი გემრიელი გახადა ღმერთმა იგი,
რომ ჩვენ მას,როგორც რაიმე ნუგბარს,ისე სევექცეოდითო.

ეს იყო ნაყოფი სრული მორჩილებისა!
ერთხელ მამა არსენმა გვიამბო,თუ როგორი გამოცდა მოუწყო მას მამა იოსებმა.
რომ შებინდდა მამა იოსებმა მითხრა;მოდი წავიხემსოთ,ლოცვა თქვიო'
ვთქვი ლოცვა და ტრაპეზისთვის მოვემზადე,უცებ ისმის ღირსი მამის ხმა;
დავუშვათ უკვე ვიტრაპეზეთ,სამადლობელი წაიკითხეო'და თუმცა მშიოდა,
მორჩილებით აღვასრულე მამა იოსების სიტყვა.
ასე გაგრძელდა ზედიზედ ოთხი დღე.ძალა გამომელია.თან იმ დღეს მძიმე
შრომა გველოდა,ღამე კი შუაღამიანს ვკითხულობდით.ამიტომ შევკადრე
მამა იოსებს;მაკურთხე,მამაო,მეტს ვერ გავუძლებ,როგორ მოვიქცე მეთქი?
მამა იოსებმა მომიგო;რადგან ასეა დღეს ვჭამოთო.აი,ამგვარ მძიმე
ღვაწლში იყო მამა იოსებ ისიქასტი,და თან ცდილობდა,
იგივე ღვაწლი მის სულიერ შვილებსაც ეტვირთათ.
 
                                                                                                                 საპატრიარქოს უწყებანი
                                                                                                                N 9.11-17 მარტი.2004 წ
                                                                                                                 ესაუბრა: მარიამ გაგუამ
                                                                                   ვებ გვერდზე განათავსა:ლევან ლელუაშვილმა

ნანახია: 1406 | დაამატა: leo_wien | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: