პარასკევი
2024-03-29
4:45 PM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† მართლმადიდებლური ფილმები †

მთავარი » 2012 » აპრილი » 20 » † არ განიკითხო †
8:34 PM
† არ განიკითხო †
 
მამა ისააკმა გვიამბო, 52 წლის წინ ვიჯექი ჩემს სენაკში და სამუმლე ბადეს ვწნავდი, მაგრამ რაღაც შემეშალა და არ გამომდიოდა. ძალიან შევწუხდი. მთელი დღე ამ სამუშაოს მოვანდომე. ვწვალობდი, რომ სწორად დამეწნა, მაგრამ ვერ ვახერხებდი და აღარ ვიცოდი რა მექნა. ამ გასაჭირში რომ ვიყავი, უცებ ფანჯრიდან ჩემს სენაკში ვიღაც შავი ჭაბუკი შემოვიდა და მითხრა, სწორად ვერ აკეთებ, მომეცი მე დაგიწნავო. მე ვუთხარი, თავი დამანებე, შენ ჩემს საქმეს არასდროს გაგაკეთებინებ-მეთქი, მან გამიმეორა, რატომ უჭირვებ შენს თავს და საქმესაც აფუჭებო.
 
მე ვუპასუხე, ნუ წუხარ-მეთქი. მან კი მომიგო, მეცოდები, ნამუშევარს რომ აფუჭებო. მაშინ მე ვუთხარი, ბოროტი განძრახვით ხარ მოსული, წყეულიმც იყავ, ვინ მოგიყვანა აქ მეთქი. მან მომიგო შენ მომიყვანეო. მე გავიკვირვე, ჭაბუკმა კი ამიხსნა: აი, უკვე სამი კვირაა, რაც შენს ძმას ემტერები, ზიარებას კი მაინც იღებო. მე ვუთხარი სტყუი, არ ამბობ სიმართლეს. მან კი მომიგო- შენ არ იყავი, ოსპის შეჭამანდის გამო ბოროტად რომ განიკითხეო? მე მაინც ვაგრძელებდი ჩემს საქმეს, მან კი მითხრა-მე გულღვარძლიანი ვარ და ყველა ბოროტ საქმეს ვიმახსოვრებ. ამიერიდან შენ ჩემი ხარო. როგორც კი ეს გავიგონე, მაშინვე გავემართე ჩემი მოძმისაკენ, მუხლებში ჩავუვარდი და შევურიგდი. ჩემს სენაკში რომ დავბრუნდი, ვნახე, რომ განაწყენებულ ეშმაკს ჭილოფი, რომელზედაც ვლოცულობდი ხოლმე და ის ნაქსოვი ბადე დაეწვა და ისე წასულიყო.
 
                                                                                                   მოამზადა: ლევან ლელუაშვილმა
                                                                                        იოანე მოსხი, ლიმონარი
ნანახია: 1168 | დაამატა: leo_wien | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: