პარასკევი
2024-03-29
4:43 PM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† მართლმადიდებლური ფილმები †

მთავარი » 2012 » აპრილი » 13 » † აღსდგა ქრისტე და მეუფებს სიცოცხლე †
1:03 AM
† აღსდგა ქრისტე და მეუფებს სიცოცხლე †
კიდევ ერთხელ მოვიდა გაზაფხული და მოიტანა სიხარული ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისა იმედით გაჯერებული დღესასწაული.აბა დაუკვირდით თვითონ ჟამს აღდგომის დღესასწაულისას,რა საოცრად განსაკუთრებულია ეს ძველისა და ახლის,სიკვდილისა და სიცოცხლის,ბნელისა და ნათელის,ერთმანეთისგან გაყრა-ამ სამყაროში ხომ შემთხვევით არაფერი ხდება,ყოველივე ღვთის ნებასა და აქედან გამომდინარე, ღვთისმიერ კანონზომიერებას ემორჩილება.მაშ რატომ არის მაინცდამაინც გაზაფხულზე აღდგომის დღესასწაული? ამ დროს უსიცოცხლო,გაყინული ბუნება ნელ-ნელა იღვიძებს ძალას იკრებს.თუ ზამთრისგან კვდება ბუნება,გაზაფხულისგან მკვდრეთით აღსდგება ხოლმე მიძიონებული თუ ზამთარი სახეა სიბერისა,მიძინებისა,სიკვდილისა, გაზაფხული სახეა ახლობისა,აღდგომისა,სიცოცხლისა,ასე პასუხობს ამ შეკითხვას წმინდა ილია მართალი და არათუ წელიწადის დროზე,არამედ იმ სათზეც საუბრობს, როდესაც ჩვენ ვიტყვით-ქრისტე აღსდგა!ეს საათიც კი მიგვანიშნებს რისი მომასწავლებელია აღდგომა ქრისტესი: აღზდგა ქრისტე და ბნელი უნდა განშორდეს ნათელსა,ნათელმა უნდა იმეფოს,იხელმწიფოს. ეს ის საათია,როცა ღამე უკუიქცევა თვისის სიბნელითა და მის მაგიერ ცხოველმყოფელი დღე მოდის თვისის სინათლითა.ამოდის თუ არა ცაზე ალიონი-ეს წინა მორბედი განთიადისა და მტრედისფრად გარიჟრაჟდება გუმბათი ცისა,ზარი დღესასწაულისა გვიწვევს სადიდებლად და საგალობლად აღზდეგისათვის,თითქოს გვეუბნებოდეს: აღზდექით ძილისაგან,მიდის ბნელი, მოვა ნათელი.იხილეთ და გაიხარეთ!
 
ეს ის სათია როდესაც ღამის სიბნელე უთმობს ადგილს დღის სინათლესა, როგორც ძველის ცხოვრების ბნელმა დაუთმო ადგილი ახალის ნათელსა.და რატომ გაზაფხული? და რატომ ის საათი, როდესაც მტრედისფრად რიჟრაჟდება ცის გუმბათი? იმიტომ რომ ცხოვრება მიმნიჭებელს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს უკეთესი დრო ვერ შეერჩეოდა, თუ არა განთიადი გაზაფხულისა,ესეიგი ის ხანი და საათი, როცა ცხოველსმყოფელი სითბო ცვლის სიცივეს,ნათელი ბნელსა და მთელს ბუნებას აღიმილებს საცხოვარი ძალი ახლდა აღორძინებისა,ახლად გადაშლისა,ახლად აყვავებისა,ახლად ცხოვრებისა-მომოძღვრება ქრისტესი იგივ განთიადი იყო,იგივ გაზაფხული კაცობრიობისა. და აი კიდევ ერთხელ მოვიდა გაზაფხული,შეიმოსა განძარცვული ბუნება,ზამთრის სიცივისგან დამზრალი ახალი ფერებითა და ძალით აღივსო,ჰაერი საოცარი სურნელებით გაიჟღინთა, ხარების დღესასწაულის შემდეგ მერცხლებიც გამოჩდნენ და უცებ აივსო გარემო ფრინველთა ჟრიამულით.ყველაფერს განახლება დაეტყო: და ვარდობისთვის პირველდღეს,გამთენიისას,როცა მიჩუმებული ზეცა ახალმოსული მზის ნათებად გააცისკროვნა,ღვთის ხატებად და მსგავსებად შექმნილმა ადამიანებმა კიდევ ერთხელ ახარეს ერთმანეთს -ქრისტე აღსდგა! აღსდგა ქრისტე და მოიტანა სიხარული,აღსდგა ქრისტე და მოიტანა სიყვარული,ქრისტე აღსდგა და მოიტანა იმედი. და მას ვერ აფერმკრთალებს დროის მსვლელობა,რადგან ეს ის ჭეშმარიტებაა,რომელიც ჯერ უნდა ირწმუნო და მერე დაინახო.
 
 ვებ გვერდზე განათავსა: ლევან ლელუაშვილმა
ეპარქიის ქრონიკა 2005 წ.
ნანახია: 1154 | დაამატა: leo_wien | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: