სამშაბათი
2024-04-16
1:32 PM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† მართლმადიდებლური ფილმები †

მთავარი » 2012 » აპრილი » 20
 
ეკლესიის წმინდა მამები გვასწავლიან: უფალი ჩვენგან მოითხოვს, რათა შევიყვაროთ იგი ყოვლითა გულითა ჩვენითა და ყოვლითა სულითა ჩვენითა და ყოვლითა გონებითა ჩვენითა. მაგრამ თუ ცოდვილი რამ ჩვევად გვაქვს, მაშინ ჩვენ ამ ცოდვას ვემსახურებით, მასზე ვფიქრობთ, ვზრუნავთ, მისი დაკმაყოფილებით ვტკბებით, იგი გვიყვარს.
 
ამ ცოდვილ ჩვევათა რიცხვს მიეკუთვნება თამბაქოს წევაც, რომლის ცოდვიანობა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს უფრო მეტად თამბაქო ახსოვს, ვიდრე ღმერთი. იგი თამბაქოს ,,წირავს მსხვერპლს" დროს, ფულს, გონებას, ჯანმრთელობას, როგორც თავისი გულის კერპს. ღმერთს კი ივიწყებს... რაო? მაინც იტყვის ბევრი, ესეც ცოდვააო? განა ირგვლივ ყველა ამას არ აკეთებსო! ამაზე ჩვენ წმინდა მღვდელმთავარ ტიხონის სიტყვებით გიპასუხე ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1067 | დაამატა: leo_wien | თარიღი: 2012-04-20 | კომენტარი (0)

 
გულმოდგინედ ეცადე მიანებო თავი სხვისი ბიწიერების თვალიერებას; ნუ განიძრახავ სხვისი უძლურების განხილვას, არამედ შენს თავს მიაქციე ყურადღება, ესე იგი სულიერი თვალი მიაპყრე საკუთარი თავის გამოკვლევას, ვინაიდან მრავალნი, სიტყვისაებრ უფლისა, ,,გრძნობენ წველს, რომელიც არის თავისი მოძმის თვალში, ხოლო დვირეს, რომელიც არის მათ თვალში, ვერა ხედავენ. (მათ.7.3). ამიტომ ნუ მოიშლი შენი თავის გამოკვლევას: ნამდვილი მცნების თანახმად, ატარებ ცხოვრებას თუ არა, მაგრამ ნუ უცქერი გარეშეს, რომ უპოვო ვინმეს ნაკლულევანება და განკიცხო იგი, მსგავსად იმ უწყალო და ქედმაღალ (ამპარტავან) ფარისეველისა, რომელიც იდგა ლოცვად და თავი მართლად გამოყვანდა, ხოლო მეზვერეს ამცირებდა. წინააღმდეგ ამისა, ნუ მოიშლი შენი თავის განკითხვას: ხომ არ შეგიცოდებია რაიმე გულის თქმით, ენით, საქმით? და თუ აღმოჩნდა, რომ შენს სიცოცხლეში ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1156 | დაამატა: leo_wien | თარიღი: 2012-04-20 | კომენტარი (1)

 
მამა ისააკმა გვიამბო, 52 წლის წინ ვიჯექი ჩემს სენაკში და სამუმლე ბადეს ვწნავდი, მაგრამ რაღაც შემეშალა და არ გამომდიოდა. ძალიან შევწუხდი. მთელი დღე ამ სამუშაოს მოვანდომე. ვწვალობდი, რომ სწორად დამეწნა, მაგრამ ვერ ვახერხებდი და აღარ ვიცოდი რა მექნა. ამ გასაჭირში რომ ვიყავი, უცებ ფანჯრიდან ჩემს სენაკში ვიღაც შავი ჭაბუკი შემოვიდა და მითხრა, სწორად ვერ აკეთებ, მომეცი მე დაგიწნავო. მე ვუთხარი, თავი დამანებე, შენ ჩემს საქმეს არასდროს გაგაკეთებინებ-მეთქი, მან გამიმეორა, რატომ უჭირვებ შენს თავს და საქმესაც აფუჭებო.
 
მე ვუპასუხე, ნუ წუხარ-მეთქი. მან კი მომიგო, მეცოდები, ნამუშევარს რომ აფუჭებო. მაშინ მე ვუთხარი, ბოროტი განძრახვით ხარ მოსული, წყეულიმც იყავ, ვინ მოგიყვანა აქ მეთქი. მან მომიგო შენ მომიყვანეო. მე გავიკვირვე, ჭაბუკმა კი ამიხსნა: აი, უკვე სამი კვირაა, რაც ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1172 | დაამატა: leo_wien | თარიღი: 2012-04-20 | კომენტარი (0)