პარასკევი
2024-04-19
10:33 PM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† მართლმადიდებლური ფილმები †

მთავარი » 2012 » აპრილი » 12
 
იმ პერიოდში ძალიან უჭირდა საქართველოს,რომელსაც არც მირონცხებული მეფე ჰყავდა და არც კათოლიკოს პატრიარქი,თანაც ცხვრის სამოსელში გახვეული მტერი გამალებით უტევდა,ათას ხერხს მიმართავდა,რათა ეროვნული ძირი მოეშთო და აღმოეფხრა.მაგრამ საქართველოს იმ დროს ილია ჰყავდა,დიდბუნებოვანი მამულიშვილი,რომელიც სწორედ მაშინ და იქ გაჩნდებოდა,სადაც და როდესაც ყველაზე ძლიერ სჭირდებოდა მის სამშობლოს.მართლაც მხოლოდ ღვთის იმედითა და სამშობლოს უდიდესი სიყვარულით შეეძლო ერთ ადამიანს ამდენი რამის გაკეთება.იგი მთელი ცხოვრება სწავლობდა და ცოდნას თავის ქვეყანას ახმარდა.მისმა იურიდიულ განათლებამ მნიშვნელოვნად განაპირობა საქართველოში ყმათა განთავისუფლება პროცესის მშვიდობიანად ჩატარება.საბანკო საქმიანობამ მრავალი მადლიანი საქმის ხელშეწყობა შეაძლებინა.მისი გარდაცვალების შემდეგ კი,1918 წელს ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადება სწორედ მისმა ბანკმა უზრუნველყო.
< ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1014 | დაამატა: leo_wien | თარიღი: 2012-04-12 | კომენტარი (0)


შეშა, ფიჩხი, ხმელი ფოთლები, უფრო ხშირად - მანქანის გაცვეთილი საბურავები... ქალაქებსა თუ სოფლებში უშველებელ კოცონებს აგიზგიზებენ. დიდი თუ პატარა ეიფორიას განიცდის. ისმის ყიჟინა, სიცილ-ხარხარი, ვისაც გული ერჩის, ცეცხლზე გადატხომა-გადმოხტომაში ერთმანეთს ეჯიბრება და საკუთარი „ვაჟკაცობისა" და „გულადობის" დემონსტრირებას ახდენს.
ასეთია ჩვენში ერთობ გავრცელებული ხალხური დღესასწაული - ჭიაკოკონობა.
როგორია სინამდვილში ამ რიტუალის არსი, საით მივყავართ მის ფესვებს?
ამ დღესასწაულს ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში გავრცელებული რწმენა, თითქოს ჭიაკოკონობის ღამეს ის ადგილები, სადაც კოცონია დანთებული, კუდიანებისგან იწმინდება, მხოლოდ სახეცვლილი, ქრისტიანული ელემენტებით გამდიდრებული გვიანდელი ვარიანტია. ამ ტრადიციის ფესვები უფრო შორს მიდის და წარმართულ პერიოდს სწვდება.
ცეცხლთაყვანისმცემლობა, იგივე მაზდეანობა, ირანსა და მისი გავლენის სფერ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1221 | დაამატა: leo_wien | თარიღი: 2012-04-12 | კომენტარი (1)