როგორი იქნება შედეგი ყველა იმ ტანჯვისა, რომელსაც ცოდვილნი ოდესმე განიცდიან? აი, ასეთი: ტირილი და კბილთა ღრჭენა – „მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაი კბილთაი" (მათე 8,12), – ბრძანებს წმიდა წერილი, – სასოწარკვეთილება და მარადიული დაღუპვა. წმიდა მოციქული პავლე ნათლად ადასტურებს ცოდვილთა შესახებ: „რომელთა-იგი სასჯელი მიეხადოს, მომსრველი საუკუნოი, პირისაგან უფლისა და დიდებისაგან ძლიერებისა მისისა" (2 თეს. 1,9). „რომელთა აღსასრული წარწყმედა არს" (ფილ. 3,19).
ყველა ცოდვილი ერთნაირად დაიტანჯება?
არა. როგორც სასუფელში ნეტარების სხვადასხვა ხარისხები იქნება თითოეულის კეთილი საქმეების შესაბამისად: „კაცად-კაცადმან თავისი სასყიდელი მიიღოს თვისისაებრ შრომისა" (1 კორ 3
... კითხვის გაგრძელება »